დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ამომრჩეველთა ერთიანი სიების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კიმისიიდან საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 29/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 30/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.13.007.006.099 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.099
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №22/2003
2003 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
ამომრჩეველთა ერთიანი სიების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და ამავე პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადაცემის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 2 ოქტემბრის 1800სთ.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავჯდომარე ნ. დევდარიანი
კომისის მდივანი გ. მიქანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები