დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 282 |
დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
მიღების თარიღი | 19/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016280 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 06/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016200) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3 1. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა, რომელიც არ არის თვითნაკეთი და, ამავდროულად, კლასიფიცირებული „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ (შემდგომში – ექსპლუატაციის წესის) მოთხოვნების შესაბამისად და რომლის ბაზარზე განთავსებაც განხორციელდება 2024 წლის 1 იანვრამდე, ნებადართულია ექსპლუატირებულ იქნეს: ა) (A1) ქვეკატეგორიაში, ექსპლუატაციის წესის II თავის მოთხოვნების თანახმად, იმ პირობით, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა, სასარგებლო ტვირთის ჩათვლით 250 გრამზე ნაკლებია; ბ) (A3) ქვეკატეგორიაში, ექსპლუატაციის წესის II თავის მოთხოვნების თანახმად, იმ პირობით, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა, საწვავის და სასარგებლო ტვირთის ჩათვლით 25 კგ-ზე ნაკლებია. 2. „ღია კატეგორიაში“ იმ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია, რომელიც ექსპლუატაციის წესის 52-ე-56-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ნებადართულია 2024 წლის 1 იანვრამდე: ა) თუ 500 გ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება ექსპლუატაციის წესის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამისად დისტანციური პილოტის მიერ, რომლის კვალიფიკაცია შეესაბამება ექსპლუატაციის წესის 21-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) თუ 2 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება ადამიანთა თავშეყრის ადგილიდან არანაკლებ 50 მეტრი ჰორიზონტალური მანძილის დაშორებით დისტანციური პილოტის მიერ, რომლის კვალიფიკაციის დონე შეესაბამება ექსპლუატაციის წესის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს; გ) თუ 2 კგ-ზე მეტი და 25 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება ექსპლუატაციის წესის 23-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამისად დისტანციური პილოტის მიერ, რომლის კვალიფიკაციის დონე შეესაბამება ექსპლუატაციის წესის 21-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები