,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 13/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.10.003.001.065
  • Word
120
08/05/2008
სსმ, 71, 13/05/2008
390.050.020.10.003.001.065
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №120

2008 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2005 წელს შპს ,,მერქანზე“ და 2006 წელს ერთ წლამდე ვადით გაცემული ხეტყის დამზადების ლიცენზიების მფლობელებს, რომლებმაც ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში ვერ დაამზადეს ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსის სრული მოცულობა, ახალი ლიცენზიის მიღების გარეშე მიენიჭოთ აუთვისებელი რესურსის დამზადების უფლება ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 2008 წლის 1 ნოემბრამდე.“;

ბ) მე-9 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიატები ვალდებული არიან მათ მიერ დამზადებული სამასალე მერქნის 25 (ოცდახუთი) პროცენტი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – სატყეო დეპარტამენტთან ერთად გადასცენ სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს დადგენილების მე-2 დანართის შესაბამისად.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე