დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ზოგიერთი საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 26/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 111, 27/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.13.007.006.089 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.089
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №20/2003
2003 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ზოგიერთი საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
№1 მთაწმინდის, №2 ვაკის, №3 საბურთალოს, №4 კრწანისის, №5 ისნის, №6 სამგორის, №7 ჩუღურეთის, №8 დიდუბის, №9 ნაძალადევის, №10 გლდანისა და №38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიებმა ვერ უზრუნველყვეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის აუცილებელი მონაცემების კანონით გათვალისწინებულ ვადებში გადმოცემა, რის გამოც ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა ერთიანი სიით, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ №1 მთაწმინდის, №2 ვაკის, №3 საბურთალოს, №4 კრწანისის, №5 ისნის, №6 სამგორის, №7 ჩუღურეთის, №8 დიდუბის, №9 ნაძალადევის, №10 გლდანისა და №38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 4 ოქტომბრისა.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი
კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები