ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016532
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
16/12/2022
ვებგვერდი, 19/12/2022
010250050.35.117.016532
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/12/2022 - 19/12/2023)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2022 წლის 16 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 96-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის №20 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 20/21/2021 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016502).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი
ამბროლაურის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი

მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო და მიზანი
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში  პროგრამა) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში  მუნიციპალიტეტი)  ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბავშვებზე  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის ოდენობასა  და გაცემის წესს.

2. პროგრამის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და მისი ოჯახის მხარდაჭერა და გაძლიერება, ფიზიკური და სოციალური მდგომარების  გაუმჯობესება, კრიზისული მდგომარეობის დაძლევაში მხარდაჭერა.

3. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად, საკანცელარიო ნივთების შესაძენად, ბავშვის კვების, მედიკამენტების ხარჯების დასაფარად და ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვისთვის აუცილებელი სხვა საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად.


მუხლი 2. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
1. დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან:

ა) ერთჯერადად 500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ  (ბავშვი, რომელზედაც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, რომლებიც აფერხებს მის შესაძლებლობას, სათანადო მხარდაჭერის გარეშე გაიაზროს სხვადასხვა გამოწვევა, მათ შორის მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, დანაშაულის მსხვერპლი ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები) ბავშვზე რომელსაც ესაჭიროება ფინანსური დახმარება.

ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახზე, რომელიც  დახმარების თხოვნის მომენტში, სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდის მძიმე კრიზისულ მდგომარეობას ან შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე საჭიროებენ მხარდაჭერას დროის უმოკლეს პერიოდში ბავშვის საჭიროებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გაიცემა  დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ფინანსური დახმარება გაიცემა ერთ ოჯახში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე, რომლის სოციალური საფრთხის წინაშე ყოფნა დადასტურებულია სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ბავშვის ოჯახზე და დახმარების ზუსტ ოდენობას წარმოქმნილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შემდგომ განსაზღვრავს მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური  საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული თანხით შესაძლებელია დაფინანსდეს მძიმე საცხოვრებელ პირობებში/კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის საცხოვრებელ ფართში მცირე სარემონტო სამუშაოები, ბავშვისთვის საჭირო საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად ინვენტარისა და ავეჯის შეძენა, საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ (გამრიცხველიანებულ) ფართში გათბობის მოწყობა და სხვა კრიზისის დაძლევისთვის საჭირო ღონისძიებები.


მუხლი 3. ფულადი დახმარების გაცემა
1. პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით ბავშვის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ბავშვის  დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ოჯახის  სარეიტინგო ქულის შესახებ; (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) შშმ ან  სსმ პირის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა დედანი) (საჭიროების შემთხვევაში).;

თ)  ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში;

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება,  ამოწმებს შემოსულ განცხადებებს,  ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი (შემდგომში სოციალური მუშაკი) ადგენს დასკვნას ბავშვის მდგომარეობის შესახებ და სრულყოფილ დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს სამუშაო ჯგუფს.

3. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შედეგად შედგენილი  დასკვნის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფი სხდომის ოქმით იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაცემის შესახებ.

4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის საფუძველზე ამზადებს მერის ბრძანების პროექტს.

5. დაფინანსების გაცემა ხდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტის (ბრძანება) საფუძველზე.

6. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 4. სამუშაო ჯგუფის მუშაობის წესი
1.  სამუშაო ჯგუფში შედიან   მერიის და საკრებულოს  წარმომადგენლები, მათ შორის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საჯარო მოხელეები, სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით (არანაკლებ სამუშაო ჯგუფის საერთო შემადგენლობის 2/3), ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა;.

2. სამუშაო ჯგუფი დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებით.

3. სამუშაო ჯგუფი გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას იკრიბება განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

4.  სამუშაო ჯგუფის  სხდომის შემდეგ ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი;

5. სამუშაო ჯგუფის ოქმის სათანადო წესით შეკერვასა და შენახვას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის  მდივანი.


მუხლი 5. პროგრამის შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბავშვისა და მისი ოჯახის მხარდაჭერა, სოციალურ ეკონომიკური სირთულეების და მათ წინაშე არსებული საჭიროებების ნაწილობრივი დაძლევა-დაკმაყოფილება, ოჯახის გაძლიერების კუთხით.

მუხლი 6. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

მუხლი 7. პროგრამის შესრულების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 8. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამაზე  ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტი მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. პროგრამის ადმინისტრირებასა და კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

3. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.