ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016531
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
16/12/2022
ვებგვერდი, 19/12/2022
010250050.35.117.016531
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/12/2022 - 19/12/2023)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2022 წლის 16 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი“ დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N19 დადგენილება (www.matsne.gov.ge 20/12/2021წ: სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016501).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 01 იანვრიდან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი
აამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი

მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო და მიზანი
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციისა და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარებისათვის, ხოლო სხვა ქვეპროგრამებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციის მქონე მოქალაქეებისთვის, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, დროებით რეგისტრირებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობასა  და გაცემის წესს.

2. პროგრამის მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

3. პროგრამა უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, აგრეთვე მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსებას, რომელიც არ/ან ნაწილობრივ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით.

4. პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურების შემდეგ ქვეპროგრამებს:

ა) ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა);

ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა;

გ)ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

დ) ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა;

ე) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობა.


მუხლი 2. ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა) 
1.  ქვეპროგრამით მოსარგებლეა:

ა) ეპილეფსიით, პარკინსონით, გლაუკომით, ფსორიაზით, პოლიათროზით, პოლიართრიტით, კუნთოვანი დისტროფიით, სისხლის ქრონიკული დაავადებებით (თრომბოციტოპენიური პურპურა), მიასთენიით, ციროზით, ინსულტით (მოძრაობის მკვეთრი მოშლა), შაქრიანი დიაბეტით, ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული დაავადებებით (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰიპოთირეოზი), ბრონქული ასთმით, ფილტვის ქრონიკული ობეტრუქციული დაავადებით (ფქოდ) ხანგრძლივად მოავადე პირს, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი თერაპიული  მკურნალობის კურსი.

ბ) გულის უკმარისობის III და IV კლასის დაავადების მქონე პირი, რომელიც საჭიროებს  მედიკამენტებით მკურნალობას.

2. დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (ას ორმოცდაათი ათასი).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა დაფინანსდება წლიური 200 (ორასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე, (დიაბეტის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში არა უმეტეს 100 (ასი) ლარისა), ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში წლიური 400 (ოთხასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

4. დაფინანსების მიღების მიზნით ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა), სადაც მითითებული იქნება:

გ.ა) რომ პაციენტი  საჭიროებს მუდმივი მედიკამენტური მკურნალობის კურსს;

გ.ბ) იმ მედიკამენტების ჩამონათვალი (მკურნალობის მიმდინარე კურსზე რაოდენობრივად გათვლილი), რომელიც უნდა დაფინანსდეს;

დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;

ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან მედიკამენტის დაფინანსების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ.


მუხლი 3. ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა
1. პროგრამით მოსარგებლეა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია,  მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კვლევები და სხვა.

2. ბენეფიციარი ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.

4. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა სამედიცინო   მომსახურების  დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების

შემთხვევაში);

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-N100/ა);

დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;

ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (საჭიროების შემთხვევაში).


მუხლი 4. ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ   სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
1. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს (ასი ათასი) (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა და მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარებისა).

2. ბენეფიციარი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან:

ა) მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, “დ“, “ე“, ქვეპუნქტების შემთხვევაში წლიური ლიმიტით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;

ბ) მე-4 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტის  შემთხვევაში წლიური ლიმიტით არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა;

3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.

4. ქვეპროგრამით დაფინანსდება შემდეგი მომსახურებები:

ა) კომპიუტერული ტომოგრაფია;

ბ) მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია;

გ) კორონაროგრაფია/ანგიოგრაფია;

დ) ელასტოგრაფია;

ე) დოპლეროგრაფია;

ვ) აორტოგრაფია.

5. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების  მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-N100/ა);

დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;

ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) სოციალურად დაუცველმა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან  სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (საჭიროების შემთხვევაში).


მუხლი 5. ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა.

 2. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, რომელის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა და ბენეფიციარებისა, რომელთაც ჩაუტარდათ მწვავე-გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია). მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 1000 (ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

3. დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირს, რომელთა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულა აღემატება 150 000-ს (ას ორმოცდაათი ათასი), ან არ არის რეგისტრირებული აღნიშნულ ბაზაში, ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთაც შეჩერებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, გავრცელდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური დახმარება.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.

6. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-N100/ა);

დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;

ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); 

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან  სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან (საჭიროების შემთხვევაში).


მუხლი 6. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობა
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა ფენილკეტონური დაავადების მქონე პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი დიეტოთერაპია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაავადების მქონე პაციენტებს დიეტოთერაპიისათვის აუცილებელი სპეციალური უცილო პროდუქტი დაუფინანსდებათ წლიური ლიმიტით არაუმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარისა.

3. დაფინანსების მიღების მიზნით ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა).

დ) ანგარიშ–ფაქტურა ან ინვოისი  (იმ პროდუქტების  ჩამონათვალით, რომელიც ექვემდებარება დაფინანსებას);

ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამკურნალო პრეპარატების (დიეტური კვების პროდუქტების) დაფინანსების შესახებ;

4. ანაზღაურება 


მუხლი 7. პროგრამის შედეგი
 მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის შენარჩუნებული  სტაბილური ჯანმრთელობა.

მუხლი 8. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

მუხლი 9. პროგრამის შესრულების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2023 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 10. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი
1. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. პროგრამით მოსარგებლეს შეუძლია ისარგებლოს რამდენიმე ქვეპროგრამით, დახმარების საერთო ღირებულება ერთ მოსარგებლეზე წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 2000 (ორი ათას) ლარს გარდა:

ა) ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტებისა - წლიური ლიმიტი არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარი;

ბ) ფენილკეტონური დაავადების მქონე პაციენტებისა - წლიური ლიმიტი არაუმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი)  ლარი.

3. პროგრამის ადმინისტრირებასა და კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.

4. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

5. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს უნიციპალიტეტის საკრებულო.