დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალურ სიებში შესატან ამომრჩეველთა მონაცემების წარმოდგენის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 26/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 111, 27/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.13.007.006.088 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.088
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №19/2003
2003 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალურ სიებში შესატან ამომრჩეველთა მონაცემების წარმოდგენის ახალი ვადის განსაზღვროს თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხილულ იქნა რა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 16 სექტემბრის წერილობითი შუამდგომლობა სხვა სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულოების მიერ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ სიებში შესატან ამომრჩეველთა მონაცემების ცესკოში წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ, რაც დასაბუთებულია ასეთ პირთა სიმრავლითა და დადგენილ ვადაში სრულყოფილი მონაცემების მოწოდების შეუძლებლობით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „გ” ქვეპუნქტების საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში არსებული საქართველოს მიერ სპეცილურ სიებში შესატან ამომრჩეველთა მონაცემების ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ახალ ვადად განისაზღვროს 2003 წლის 20 ოქტომბერი. მიეთითოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ამომრჩეველთა სიების კომპიუტერული ვერსიის წარმოდგენა.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი
კომისიის მდივანი გ. მიქანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები