„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 576
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 130070000.10.003.023787
576
16/12/2022
ვებგვერდი, 16/12/2022
130070000.10.003.023787
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №576

2022 წლის 16 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2018, 130070000.10.003.020346) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  მოსამსახურის (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილის, დაზვერვის ოფიცრის IX და X კატეგორიებისა) თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დადგენის მიზნით, თანამდებობრივი სარგოს მინიმალური და მაქსიმალური კოეფიციენტების ფარგლებში, სამსახურის უფროსი შეარჩევს კოეფიციენტს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1, №2 და №3 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №1

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები

განისაზღვროს სამსახურის მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები (მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები):

 

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი (მაქსიმალურის ჩათვლით)

1

სამსახურის უფროსი

7.0

2

სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე

6.5

3

სამსახურის უფროსის მოადგილე

6.2

4

დირექტორატის უფროსი

2.9-6.0

5

დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი, მთავარი სამმართველოს უფროსი

2.8-4.9

6

სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

2.7-4.2

7

სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ-ანალიტიკოსი

2.3-3.5

8

განყოფილების უფროსი

2.1-3.0

9

განყოფილების უფროსის მოადგილე

1.9-2.8

10

მთავარი ბუღალტერი

1.8-2.7

11

დაცვის ოფიცერი

1.7-2.6

12

დაზვერვის ოფიცერი (კატეგორიის გარეშე)

1.5-1.7

13

ოპერატიული მორიგე

1.4-1.9

14

სპეციალისტი (კატეგორიის გარეშე)

1.2-1.4

15

დაცვის თანამშრომელი

1.0-1.5

 

 

დანართი №2

სამსახურის დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით

განისაზღვროს სამსახურის დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს მინიმალური და მაქსიმალური ზღვრული კოეფიციენტები სამსახურის დაზვერვის ოფიცრის კატეგორიის მიხედვით:

 

 

კატეგორია

I

II

III

IV

V

VI

VII

VIII

IX

X

თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი

1.7-2.6

1.8-2.7

1.9-2.8

2.1-3.0

2.3-3.5

2.7-4.2

2.8-4.9

2.9-6.0

6.2

6.5

 

 დანართი №3

სამსახურის სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით

განისაზღვროს სამსახურის სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი სამსახურის სპეციალისტის კატეგორიის მიხედვით:

 

კატეგორია

I

II

III

IV

თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი

1.5-1.7

1.6-1.8

1.7-1.9

1.8-2.0.“.