დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქვეყნის სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონებში სანიტარულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული ინფექციური დაავადებებისა და პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის ჩამონათვალისა და მათი ექსპორტის, ინპორტისა და ტრანზიტისათვის სავალდებლო თანმხლები დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 215/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 111, 27/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.006.084 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 470.230.000.119.006.084
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №215/ნ
2003 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქვეყნის სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული ინფექციური დაავადებებისა და პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის ჩამონათვალისა და მათი ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტისათვის სავალდებულო თანმხლები დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სანიტარიული კოდექსის” (საკანონმდებლო მაცნე №14, 03.06.2003წ., მუხლი 91) 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ქვეყნის სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონებში:
ა) სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადების ჩამონათვალი (დანართი №1);
ბ) სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის ჩამონათვალი (დანართი №2);
გ) სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთების ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტისათვის სავალდებულო თანმხლები დოკუმენტაციის ჩამონათვალი (დანართი №3).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი №1
სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს
დაქვემდებარებული ინფექციური დაავადების ჩამონათვალი
(საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებები)
| დაავადების დასახელება |
| საკარანტინო დაავადებები: |
| მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი |
| შავი ჭირი |
| ყვითელი ცხელება |
| ყვავილი |
| ქოლერა, მათ შორის 0139 |
| სხვა ინფექციური დაავადებები: |
| ჯილეხი |
| ბრუცელოზი |
| ტუბერკულოზი |
| ქოთაო |
| მელიოიდოზი |
| ეპიდემიური პარტახტიანი ტიფი |
| მაიმუნის ყვავილი |
| რიფტის ველის ცხელება |
| ვირუსული ჰემორაგიული ცხელებები: |
| მარბურგი |
| ებოლა |
| ლასა |
| ხუნინი |
| მაჩუპო |
| მენინგოკოკური ინფექცია (ჰაჯში წამსვლელთათვის) |
| სპონგიფორმული ენცეფალოპათია |
დანართი №2
სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთების ჩამონათვალი
| საქონლის კლასიფიკაცია სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით (კოდი) |
პოზიციის დასახელება |
| 1 | 2 |
|
I. საკვები პროდუქცია
| |
| ჯგუფი 02 | ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები |
| 0201, 0202, 0203, 0204 | საქონლის, ღორის, ცხვრის ან თხის ხორცი, ახალი (გაუცივებელი), გაცივებული ან გაყინული |
| 0205 00 000 | ცხენის, ვირის, ჯორის ხორცი, ახალი (გაუცივებელი), გაცივებული ან გაყინული |
| 0206 | მსხვილი რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის საკვები სუბპროდუქტები, ახალი (გაუცივებელი), გაცივებული ან გაყინული |
| 0207 | შინაური ფრინველის ხორცი და საკვები სუბპროდუქტები, ახალი (გაუცივებელი), გაცივებული ან გაყინული |
| 0208 | იაკის, კამეჩის, საიგაკის, კენგურუს, აქლემის, ლოსის, ტახის, დათვის და ა.შ. ხორცი |
| 0209 00 | ღორის ქონი, შინაური ფრინველის ქონი (გაცივებული, გაუცივებელი, გადამდნარი, გაუმდნარი, მარილიანი ან მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი) |
| 0210 | ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი. ხორცისა და ხორცის სუბპროდუქტებისაგან დამზადებული საკვები ფქვილი |
| ჯგუფი 03
| თევზი, კიბოსნაირები, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები |
| 0301, 0302, 0303, 0304 | თევზი ცოცხალი, გაცივებული და გაყინული, დანაწევრებული და დაუნაწევრებელი, თევზის ფილე, გაცივებული და გაყინული |
| 0305 | თევზი დანაწევრებული და დაუნაწევრებელი, გამომშრალი, დამარილებული, ცხლად ან ცივად შებოლილი, თევზისაგან საკვებად დამზადებული ფქვილი ან გრანულები |
| 0306 | კიბოსნაირები (დანაწევრებული და დაუნაწევრებელი), ცოცხალი, გაცივებული, გაყინული, მოხარშულ-გაყინული, გამომშრალი, დამარილებული, კიბოსნაირებისაგან დამზადებული ფქვილი ან გრანულები |
| 0307 | მოლუსკები (დანაწევრებული ან დაუნაწევრებელი), ცოცხალი, გაცივებული, გაყინული, მოხარშულ-გაყინული დამარილებული, გამომშრალი |
| 0307 | წყლის სხვა უხერხემლოები (დანაწევრებული და დაუნაწევრებელი), ცოცხალი, გაცივებული, გაყინული, მოხარშულ-გაყინული, დამარილებული, გამომშრალი |
| ჯგუფი 04
| რძე და რძის პროდუქტები, ფრინველის კვერცხი, ნატურალური თაფლი, ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტები |
| 0401 | რძე და ნაღები შეუსქელებელი და შაქრის ან დამატკბობელი ნივთიერებების გარეშე |
| 0402 | რძე და ნაღები, შესქელებული შაქრის ან დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით. |
| 0403 | დო, შედედებული რძე და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა, ფერმენტირებული ან შემჟავებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, არომატიზირებული ან არაარომატიზირებული, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე |
| 0404 | რძის შრატი, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, რძის ნატურალური კომპონენტებისგან დამზადებული პროდუქტები, რომლებიც სხვაგან არ არის მოხსენიებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე |
| 0405 00 | კარაქი და რძისგან დამზადებული სხვა ცხიმები, რძის პასტები |
| 0406 | ყველი და ხაჭო |
| 0407 00 | ფრინველის კვერცხი ნაჭუჭში ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული |
| 0408 | ფრინველის კვერცხი ნაჭუჭის გარეშე და კვერცხის გული ახალი, გამომშრალი, ორთქლზე ან წყალში მოხარშული, ფორმირებული, გაყინული ან დაკონსერვებული სხვა მეთოდებით, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე |
| 0409 00 000 | ნატურალური თაფლი |
| 0410 00 00 | ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტები, რომლებიც არ არის დასახელებული სხვა ადგილებში |
| ჯგუფი 07
| ბოსტნეული და ზოგიერთი საკვები ძირხვენიანები და კენკრა |
| 0701 | კარტოფილი ახალი ან გაცივებული |
| 0702 00 | პომიდორი ახალი ან გაცივებული |
| 0703 | ხახვის ბოლქვი, წვრილი ხახვი, პრასა, ნიორი და სხვა ბოლქვიანი ბოსტნეული ახალი ან გაცივებული |
| 0704 | კომბოსტოს თავი, ყვავილოვანი კომბოსტო, კეჟერა კომბოსტო, ბროკოლი და სხვა ანალოგიური საკვები ბოსტნეული |
| 0706 | სტაფილო, თალგამი, ჭარხალი, ფესვოვანი ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური ძირხვენიანები |
| 0707 00 | კიტრი და ნეკა კიტრი |
| 0708 | პარკოსანი ბოსტნეული, პარკით და მის გარეშე |
| 0709 | სხვა ბოსტნეული: ბადრიჯანი, წიწაკა, ყაბაყი, არტიშოკი და სხვა |
| ჯგუფი 08 | საკვები ნაყოფები და კაკალი, ციტრუსების ან ბაღჩეული კულტურების კანი და ქერქი |
| 0801 | ქოქოსის კაკალი, ბრაზილიური კაკალი და კეშიუ, ახალი ან გამომშრალი, ნაჭუჭით ან მის გარეშე, კანით ან მის გარეშე |
| 0802 | სხვა კაკალი: ნუშის, ტყის, ნიგოზი, წაბლი, მიწის თხილი და სხვ. |
| 0803 00 | ბანანი |
| 0804 | ინდური ხურმა, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, მანგო ახალი ან გამომშრალი |
| 0805 | ციტრუსოვანთა ნაყოფი ახლი ან გამომშრალი |
| 0806 | ყურძენი ახალი ან გამომშრალი |
| 0807 | ნესვი, საზამთრო და პაპაია ახალი |
| 0808 | ვაშლი, მსხალი და კომში ახალი |
| 0809 | გარგარი, ბალი, ალუბალი, ატამი (ნექტარინის ჩათვლით) |
| 0810 | სხვა ახალი ნაყოფები: მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი, შტოში, მოცვი, წითელი მოცვი და სხვ. |
| 0811 | ნაყოფი და თხილი (ახალი ან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული, შაქრის ან დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით |
| 0814 00 000 | ციტრუსოვანთა ნაყოფის კანი ან ბაღჩეული კულტურების ქერქი (ახალი, გაყინული, გამომშრალი ან დაკონსერვებული მცირევადიანი შენახვისთვის მარილწყალში) |
| ჯგუფი 09 | ყავა, ჩაი და სანელებლები |
| 0901 | ყავა მოხალული და მოუხალავი, კოფეინით ან მის გარეშე, ყავის ქერცლი და ყავის მარცვლების გარსი, ყავის შემცვლელები, რომლებიც შეიცავენ ყავას |
| 0902 | ჩაი არომატიზირებული ან არაარომატიზირებული (მწვანე და შავი) |
| 0904 | წიწაკა გამომშრალი, დაქუცმაცებული ან დაფქვილი |
| 0905 00 000 | ვანილი |
| 0906 | დარიჩინი და დარიჩინის ხის ყვავილები |
| 0907 00 000 | მიხაკი (მთლიანი ნაყოფები, ყვავილი) |
| 0908 | ჯავზის კაკალი, მაცისი, ილი |
| 0909 | ანისის, ბადიანის, ცერეცოს, ქინძის, დიდი კამა, კვლიავის თესლები, ღვიის კენკრა |
| 0910 | ზარდანჩო, ზაფრანა, ურცი, ქონდარი, ჯანჯაფილი, დაფნის ფოთოლი და სხვა |
| ჯგუფი 10.
| პურის მარცვლოვნები (გარდა თესლისა და საფურაჟე მარცვლისა) |
| 1001 | ხორბალი და ხორბალ-ჭვავის ნარევი (მესლინი) |
| 1002 00 000, 1003 00, 1004 00, 1005, 1006, 1007 00, 1008 | ჭვავი, ქერი, შვრია, სიმინდი, ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვლოვნები |
| ჯგუფი 11.
| ფქვილ-ბურღულეულის წარმოების პროდუქცია, ალაო, სახამებელი, ხორბლის წებოვანა |
| 1101 00, 1102 | ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის, ბრინჯის, სიმინდის და სხვა მარცვლოვნების ფქვილი |
| 1103 | მარცვლოვნების ბურღული და გრანულები |
| 1105 | კარტოფილის ფქვილი, ბურღული, ფანტელი და გრანულები |
| 1106 | გამომშრალი პარკოსანი ბოსტნეულის ფქვილი და ბურღული |
| 1107, 1108 | ალაო, მოხალული ან მოუხალავი სახამებელი |
| ჯგუფი 12 | ზეთოვანთა თესლი და ნაყოფი. სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური დანიშნულებისათვის |
| 1212 20 000 | წყალმცენარეები მშრალი და გაყინული, წყალმცენარეებისგან დამზადებული ფქვილი და ბურღული |
| ჯგუფი 15
| ცხოველური წარმოშობის ცხიმები და ზეთები, მათი დაშლით მიღებული პროდუქტები |
| 1501 00, 1502 00 | მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, შინაური ფრინველის, ღორის ცხიმები, გადამდნარი ან გადაუდნობი |
| 1504 | თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ზეთები მათი ფრაქციები |
| 1507 _ 1516 | მცენარეული ზეთები და მათი ფრაქციები |
| 1517 | მარგარინი |
| 1518 00-დან | სხვა ცხიმები და ზეთები |
| ჯგუფი 16 | ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოების ნაწარმი |
| 1601 00 | ძეხვეული და ანალოგიური პროდუქტები დამზადებული ხორცისაგან, ხორცის სუბპროდუქტებისაგან ან სისხლისგან, მათგან დამზადებული საკვები პროდუქტები |
| 1602
| სხვა მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები დამზადებული ხორცისგან, ხორცის სუბპროდუქტებისგან ან სისხლისგან |
| 1604, 1605 | თევზებისაგან, მოლუსკებისაგან, კიბოსნაირებისაგან, წყლის სხვა უხერხემლოებისა და წყალმცენარეებისაგან დამზადებული პრესერვები |
| 1604, 1605 | თევზებისაგან, მოლუსკებისაგან, კიბოსნაირებისაგან, წყლის სხვა უხერხემლოებისა და წყალმცენარეებისაგან დამზადებული კულინარული ნაწარმი |
| 1604, 1605 | მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები დამზადებული თევზისაგან: ზუთხისებრთა ხიზილალა (შავი ხიზილალა) ორაგულისნაირთა (წითელი ხიზილალა) და ხიზილალას შემცვლელები, დამზადებული ზღვის სხვა თევზების ხიზილალას მარცვლებისგან. თევზი მთლიანად ან ნაწილებად |
| 1605 20 | კიბოსნაირების ხორცი მოხარშულ – გაყინული, კიბოსნაირებისაგან დამზადებული ფქვილი |
| ჯგუფი 17 | შაქარი და მისგან დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი |
| 1701 | ლერწმის ან ჭარხლის შაქარი და ქიმიურად სუფთა საქაროზა მყარ მდგომარეობაში |
| 1702 | შაქრის სხვა სახეობები, მათ შორის ქიმიურად სუფთა ლაქტოზა, მალტოზა, გლუკოზა და ფრუქტოზა მყარ მდგომარეობაში |
| 1704 | შაქრისგან დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი (მათ შორის თეთრი შოკოლადი), რომელიც არ შეიცავს კაკაოს |
| ჯგუფი 18 | კაკაო და მისგან დამზადებული პროდუქტები |
| 1801 00 00 | კაკაოს მარცვლები მთლიანი და დაქუცმაცებული, ნედლი ან მოხალული |
| 1802 00 000 | კაკაველა (ქერქი, გარსი, კანი) და კაკაოს სხვა ნარჩენები |
| 1803 | კაკაოს პასტა ცხიმგამოცლილი ან ცხიმგამოუცლელი |
| 1804 00 000 | კაკაოს ცხიმი, თხევადი ზეთი კაკაოსაგან |
| 1805 00 000 | კაკაოს ფხვნილი უშაქროდ ან სხვა დამატკბობლების გარეშე |
| 1806 | შოკოლადი და კაკაოს შემცველი სხვა საკვები პროდუქტები |
| ჯგუფი 19
| პურეული მარცვლოვანებისგან დამზადებული ნაწარმი, ფქვილის, ბურღულის, სახამებლისა და რძისაგან, ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი |
| 1901 | ალაოს ექსტრაქტი, საკვები პროდუქტები დამზადებული ფქვილისგან, ბურღულისგან, სახამებლისა ან ალაოს ექსტრაქტისგან |
| 1901 10 000 | ბავშვთა კვების სპეციალიზირებული პროდუქტები |
| 1902 | მაკარონის ნაწარმი, მოხარშული ან მოუხარშავი, შიგთავსით ან მის გარეშე |
| 1903 00 000 | ტაპიოკა ან მისი შემცვლელები |
| 1904 | მზა პროდუქტები, რომლებიც მიიღება პურეული მარცვლოვნების ან მარცვლოვანი პროდუქტების გაფუებით ან შეწვით |
| 1905 | პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, ნამცხვრები და სხვა პურ-ფუნთუშეული |
| ჯგუფი 20
| ბოსტნეულის, ნაყოფების, სხვადასხვა კაკლის ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები |
| 2001 | ბოსტნეული, ხილი, სხვადასხვა კაკალი და საკვებად გამოსაყენებელი მცენარეთა სხვა ნაწილები, მომზადებული ან დაკონსერვებული ძმარში ან ძმარმჟავაში |
| 2002 | ტომატი მომზადებული ან დაკონსერვებული ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე |
| 2003 2003 20 000 | სოკო და თირკმელა სოკო, მზა ან დაკონსერვებული ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე |
| 2004, 2005 | სხვა ბოსტნეული, მზა ან დაკონსერვებული ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე, გაყინული კარტოფილი, სხვა ბოსტნეული ან ბოსტნეულის ნარევი |
| 2006 | ნაყოფი, სხვადასხვა კაკალი, ნაყოფის კანი და მცენარის სხვა ნაწილები, დაკონსერვებული შაქარში (სიროპით გაჟღენთილი, მოჭიქურებული) ან სხვა სახით |
| 2007 | ჯემი, ხილ-კენკროვანი ჟელე, მარმელადი, ხილ-კენკროვანი ან სხვადასხვა კაკლის პიურე, რომელსაც ჩაუტარდა სითბური დამუშავება, აგრეთვე შაქრის, დამატკბობელი ნივთიერებების ან სპირტის დამატებით |
| 2009 | ხილისა და ბოსტნეულის წვენი (მათ შორის ყურძნის ბადაგი) დაუდუღებელი და სპირტის დამატების გარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე |
| ჯგუფი 21 | სხვა დანარჩენი საკვები პროდუქტები |
| 2101 | ყავის ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები, ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაული ჩაი) ექსტრაქტზე, ესენციასა ან კონცენტრატებზე დამზადებული ნაწარმი, მოხალული ციკორია (ვარდკაჭკაჭა) და ყავის სხვა შემცვლელები |
| 2102 | საფუარი (აქტიური ან არააქტიური), სამრეწველო მიკროორგანიზმები და კვეთი |
| 2103 | სოუსების დასამზადებლად გამოსაყენებელი პროდუქტები და მზა სოუსები, საგემოვნო დანამატები, შერეული სანელებლები, საკვების დანამატები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები (ნუტრიცევტიკები) |
| 2104 | წვნიანი და ბულიონები, მზა პროდუქტი მათ მოსამზადებლად, საკვები პროდუქტების ჰომოგენური ნარევი |
| 2105 00 | ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეები |
| 2106 | საკვები პროდუქტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი სხვაგან |
| ჯგუფი 22
| ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები და ძმარი |
| 2201 | მინერალური და დაგაზიანებული წყლები |
| 2202 | წყლები, მათ შორის მინერალური, დაგაზიანებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ან არომატული ნივთიერებების დამატებით, სხვა უალკოჰოლო სასმელები |
| 2203 00 | ალაოს ლუდი |
| 2204 | ღვინოები ყურძნის ნატურალური, დასპირტული |
| 2204 10, 2204 10 110 | შუშხუნა ღვინოები, შამპანიური |
| 2205 | ვერმუტი და ყურძნის სხვა ღვინოები მცენარეული ან არომატული ექსტრაქტების დამატებით |
| 2209 00 | ძმარი და მისი შემცვლელები, რომლებიც მიიღება ძმარმჟავასგან, ღვინის ძმარი |
| 2208 | მაგარი სპირტიანი სასმელები, ლიქიორები და სხვა ალკოჰოლური სასმელები, სპირტიანი ნახევარფაბრიკატები გამოყენებული სასმელების დასამზადებლად |
| ჯგუფი 25 | მარილი |
| 2501 00 990 | მარილი, ადამიანის მოხმარებისთვის ვარგისი |
| ჯგუფი 35 | ცილოვანი ნივთიერებები, მოდიფიცირებული სახამებელი |
| 3503 00 | ჟელატინი |
| ჯგუფები 28, 29 | მჟავები |
| 2918 12 000 | ღვინის მჟავა |
| 2918 14 000 | ლიმონმჟავა |
| 2918 19 000 | ვაშლმჟავა |
| 2951 21 00 | ძმარმჟავა ტყექიმიური, საკვებად ვარგისი |
| 2936 27 000 | ასკორბინის მჟავა |
| 2106 | საკვებდანამატები და საკვებისათვის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები |
| II. თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი, მათი წარმოებისათვის საჭირო ინგრედიენტები და ნედლეული | |
| ჯგუფი 24 | თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები |
| 2401 | თამბაქოს და სიგარეტის ნედლეული |
| 2402 | სიგარეტი (მათ შორის სიგარები მოჭრილი ბოლოებით), სიგარილები (წვრილი სიგარები) და თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან დამზადებული სიგარეტები, საღეჭი თამბაქო |
| 2403 | ჩიბუხის თამბაქო და თუთუნი |
| 3302, 3506 10, 4813, 4823 20 000, 9614 | სიგარეტის და სიგარის (სიგარილების) წარმოებისათვის საჭირო კომპონენტები, სიგარეტის ფილტრი, არომატიზატორი, წებო, სიგარეტის (პაპიროსის) ქაღალდი, თანმხლები საქონელი და სიგარეტის მოსაწევი საშუალებები, მფილტრავი მუნდშტუკები |
| III. მასალა, საგანი და მოწყობილობა-დანადგარები, რომლებიც გამოიყენება საკვები პროდუქციის წარმოების გადამუშავების, შენახვის, რეალიზაციის, მანიპულირებისა და მოხმარების დროს და უშუალო შეხებაშია საკვებ პროდუქციასთან | |
| ჯგუფები 39 | პოლიმერული, ფაიფურის და კერამიკული მასალისგან დამზადებული ნაწარმი |
| 3920 | პოლიმერული მასალა ვარგისი საკვებ პროდუქტებთან კონტაქტისთვის |
| 3924, 6911 | პოლიმერული, ფაიფურის და კერამიკული მასალისგან დამზადებული ჭურჭელი ვარგისი საკვებ პროდუქტებთან კონტაქტისთვის |
| ჯგუფებიდან 39, 48, 70, 73, 76 | ტარა |
| 3923-დან | ყუთები პოლიმერული მრავალჯერადი გამოყენების, ბოსტნეულისა და ხილისთვის |
| 3923-დან | ყუთები პლასტმასის მრავალჯერადი გამოყენების, პურ-ფუნთუშეულის ნაწარმისათვის |
| 3923-დან | ყუთები პოლიმერული მრავალჯერადი გამოყენების, ხორცის პროდუქტებისა და რძის ნაწარმისათვის |
| 3923 50 | დასაცობი ხუფები პოლიმერული მინის ტარისათვის |
| 3923 50 | საცობები ღვინის მასალის, წვენების, სასმელების დასაცობად. |
| 3923-დან | პოლიმერული მასალისგან დამზადებული სხვა ტარა |
| 7010-დან | მინის ტარა (ქილები, ბოთლები) _ საკვები პროდუქტებისთვის |
| 7310-დან | მეტალის ქილები კონსერვებისთვის |
| 7612-დან | მეტალის ბიდონები _ რძისა და რძის პროდუქტებისთვის |
| ჯგუფი 48 | ქაღალდი |
| 4805 | საკვები პროდუქტის ავტომატებზე შესაფუთი ქაღალდი |
| ჯგუფი 48 | მუყაო |
| 4805 40 000 | საკვები სითხეების გამფილტრავი მუყაო |
| 4819-დან | გოფრირებული მუყაოს ყუთები _ ნაყინისთვის |
| 4819-დან | გოფრირებული მუყაოს ყუთები _ საკონდიტრო ნაწარმისთვის |
| 4819-დან | გოფრირებული მუყაოს ყუთები _ ხორცის პროდუქტებისა და რძის ნაწარმისთვის |
| 4819-დან | გოფრირებული მუყაოს ყუთები _ საკვები პროდუქტებისათვის |
| ჯგუფებიდან 73, 74, 75, 76 | შავი და ფერადი მეტალისაგან დამზადებული ჭურჭელი |
| 7323 94-დან | საყოფაცხოვრებო ჭურჭელი ფოლადის ემალირებული |
| 7323-დან | კოროზიამედეგი ფოლადის ჭურჭელი |
| 7323 93000 | საყოფაცხოვრებო თუჯის ჭურჭელი ემალირებული |
| 7418-დან 7508-დან | მელხიორის, თითბერის, ნეიზილბერის, ქრომირებული ან ნიკელირებული ჭურჭელი |
| 7418-დან 7508-დან | მელხიორის, ნეიზილბერის, მოოქროვებული ან მოვერცხლილი ჭურჭელი |
| 7615-დან | საყოფაცხოვრებო ფურცლოვანი ალუმინისგან დამზადებული ჭურჭელი |
| ჯგუფი 84 | მოწყობილობები |
|
| დასაფასოებელ-შესაფუთი ავტომატი საკვების, ხორცის, რძის და თევზის მრეწველობისათვის |
|
| დასაფასოებელ-შესაფუთი მოწყობილობა: |
| 8422, 8423, 8434, 8437-დან | შაქრის და სახამებლის წარმოებისთვის |
| 8438 | პურის საცხობი, მაკარონის და საკონდიტრო მრეწველობისათვის |
| და სხვა | ღვინის, სპირტის, ლიქიორის და არყის მრეწველობისათვის |
|
| საკონსერვო და საკვები კონცენტრატების მრეწველობისათვის |
|
| ზეთისა და ცხიმის მრეწველობისათვის |
|
| ჩაის, თამბაქოს, მარილისა და ფერმენტების მრეწველობისათვის |
|
| ლუდის სახარში, უალკოჰოლო და საფუარის მრეწველობისათვის |
|
| ხორცისა და ფრინველის გადამამუშავებელი წარმოებისთვის |
|
| რძის წარმოებისათვის |
|
| თევზის გადასამუშავებლად |
|
| ტექნიკური მოწყობილობა რძის მრეწველობისათვის |
| 8418-დან | სამაცივრო კარადები |
| 8418-დან | სამაცივრო კამერები |
| 8418 50-დან | დახლები, ვიტრინიანი დახლ-მაცივრები |
| 8418 50-დან | სამაცივრო ვიტრინები |
| 84 | ქვაბები საკვების მოსახარშად ორთქლზე და ელექტრო-გამაცხელებელზე |
| 8419-დან | სამზარეულო ელექტროქურები |
| 8419-დან | საკვების მოსახარში და შესაწვავი აპარატები |
| 8419-დან | ტაფები გადმოსაპირქვავებელი, თუნუქის ფირფიტები და ფორმები |
| 8516 | მუდმივი მოქმედების მადუღარები |
| 8419-დან | ორთქლმადუღარა აპარატები |
| 8474 39 00 | მოსაზელ-ასარევი მანქანები |
| 8422 | საკვების დასარიგებელი მოწყობილობა |
| 8422 | ხილისა და ბოსტნეულის დასაფასოებელი და შესაფუთი მოწყობილობა |
| 8422 | დასაფასოებელ-შესაფუთი მოწყობილობა სავაჭრო ობიექტებისათვის |
| 8422-დან | ჭურჭლის სარეცხი მანქანა |
| 8474 39 000 | ელექტრო კარაქსადღვები |
| 8479, 8509 | ბოსტნეულის საჭრელი, დასაქუცმაცებელი, სახეხი, საწური მანქანები და მოწყობილობები: |
| 8479 | სათქვეფი, მიქსერი, სანაყინე |
| 8479 | კარტოფილის საფცქვნელი |
| 8479 | ბოსტნეულის საჭრელი |
| 8479 | პურის საჭრელი |
| 8479 | ძეხვის და ყველის საჭრელი |
| 8479 | ხილის, კიტრის, პომიდვრის და ა.შ. საჭრელი მანქანა |
| 8479 | ცომის და წებოვანი მასების ნაწარმის ფორმის მისაცემი მოწყობილობა |
| 8422 | კონსერვის ქილებისა და ბოთლების გასახსნელი და ხელმეორედ დასახუფი მოწყობილობა |
| 8479 | ხახვის, ნიორის და მწვანილის საჭრელი მანქანა-დანადგარები |
| 8479 | ატრიის საჭრელი |
| 8479 | კვერცხის საჭრელი |
| 8479 | ყავის საფქვავი |
| 8479 | ორცხობილას, კაკლის და ნიორის დასაქუცმაცებელი და გასაწური მანქანა |
| 8479 | ხინკლის, გირცის, ნამცხვრის ფორმირების და ნაწარმის კრემით გასაფორმებელი საშუალებები |
| 8479 | კარტოფილის და ბოსტნეულის გასარეცხი და გასაფცქვნელი მანქანა |
| 8479 | წნეხი, წვენსაწური და სხვა მოწყობილობები წვენის მისაღებად |
| 8479 | სამზარეულოს ხელით საჭრელი და საწმენდი მოწყობილობები |
| 8479 | სხვა მოწყობილობების ნაკრები ოჯახში პროდუქტების კონსერვირების, დაჭრისა და დამუშავებისთვის |
| 8479 | საკონდიტრო დანიშნულების „შპრიცი“ |
| 8479 | სათქვეფი, სარევი მოწყობილობები |
| 8479 | ხელის დამაქუცმაცებლები |
| IV. საბავშვო საქონელი | |
| ჯგუფებიდან 61, 62, 64, 95 | თამაშები, სათამაშოები, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი (მათ შორის ლოგინის თეთრეული) |
| ჯგუფი 49 | წიგნი და სასწავლო თვალსაჩინოებები |
|
| ეტლი |
|
| ზურგჩანთა |
| V. საბავშვო საქონლის დასამზადებელი ხელოვნური, პოლიმერული და სინთეზური მასალები, ნივთიერებები | |
|
| საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სათამაშოების დასამზადებლად გამოსაყენებელი ხელოვნური მასალები |
| 3920 | საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სათამაშოების დასამზადებლად გამოსაყენებელი პოლიმერული მასალები |
|
| საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სათამაშოების დასამზადებლად გამოსაყენებელი სინთეზური მასალები |
| VI.. მასალა, მოწყობილობა და ნივთიერება, რომლებიც გამოიყენება სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებაში | |
| VII. პარფიუმერულ-კოსმეტიკური საშუალებები | |
| ჯგუფი 33 | ეთერზეთები და რეზინოიდები, პარფიუმერული, კოსმეტიკური და ტუალეტის საშუალებები |
| VIII. საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქცია (მათ შორის სადეზინფექციო), საპონი, სხვა სარეცხი საშუალებები | |
| ჯგუფიდან 63 | IX. პირადი ჰიგიენის საშუალებები |
| X. პოლიმერული და სინთეზური მასალები, რომლებიც გამოიყენება მშენებლობაში, ტრანსპორტში, აგრეთვე ავეჯისა და სხვა საოჯახო საგნების დასამზადებლად | |
| XI. ქიმიური ბოჭკო, ძაფი | |
| XII. საფეიქრო, სამკერვალო და ტრიკოტაჟის მასალა, რომელიც შეიცავს ქიმიურ ბოჭკოსა და საფეიქრო დამხარე ნივთიერებებს | |
| XIII. ხელოვნური და სინთეზური ტყავები და საფეიქრო მასალა ფეხსაცმლის დასამზადებლად | |
| XIV. საწარმოო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მანქანათმშენებლობის და ხელსაწყოთმშენებლობის პროდუქცია | |
| XV. რადიოაქტიური ნივთიერებები | |
| ჯგუფი 30 | XVI. მედიკამენტები, ვაქცინები, შრატები, ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები, ბიოლოგიური ნივთიერება |
| ჯგუფი 90 | XVII. სამედიცინო ტექნიკა, სამედიცინო დანიშნულების პროდუქცია |
| ჯგუფიდან 95 | XVIII. სპორტული ინვენტარი |
| ჯგუფიდან 49 | XIX. პოლიგრაფიული პროდუქცია |
| ჯგუფიდან 63 | XX. საწოლის რბილი ინვენტარი და თეთრეული |
| ჯგუფი 64 | XXI. ფეხსაცმელი |
| XXII. საშიში ქიმიური ნივთიერებები | |
| ჯგუფი 36 | ფეთქებადი ნივთიერებები |
|
| დამჟანგავი ნივთიერებები |
| ჯგუფი 27 | აალებადი ნივთიერებები |
|
| ტოქსიკური ნივთიერებები |
| ჯგუფები 28, 29 | მჟავები და სხვა |
დანართი №3
სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთების ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტისათვის სავალდებულო თანმხლები დოკუმენტაციის ჩამონათვალი
| სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთების იმპორტისათვის სავალდებულო თანმხლები დოკუმენტაციის ჩამონათვალი | |
| 1 | სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ან/და ინვოისი; განწესი (პორტებში) |
| 2 | შიდა საბაჟო ტრანზიტი ან/და სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებული; |
| 3 | წარმოშობის სერტიფიკატი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ხარისხის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; |
| 4 | ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები (ჰიგიენური სერტიფიკატი, Health certificate, სანიტარიული სერტიფიკატი და სხვ.); |
| 5 | დასკვნა ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის გადაადგილებაზე თანხმობის შესახებ; |
| 6 | სამინისტროების, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაცემული ნებართვები ცალკეული პროდუქციის ან/და ტვირთის სახეობების შესაბამისად |
| 7 | რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაღალი რადიაციული ფონის მქონე ქვეყნებიდან შემოტანილი ტვირთებისათვის რადიაციული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი |
| 8 | ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი (მეორადი მოხმარების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი); |
| 9 | სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო ლაბორატორიული კვლევისა და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად) |
| სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთების ექსპორტისათვის სავალდებულო თანმხლები დოკუმენტაციის ჩამონათვალი | |
| 1 | სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ან/და ინვოისი; |
| 2 | წარმოშობის სერტიფიკატი; |
| 3 | ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი (ჰიგიენური სერტიფიკატი და სხვ.) |
| 4 | დასკვნა ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის გადაადგილებაზე თანხმობის შესახებ |
| 5 | ცალკეული სამინისტროების, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაცემული ნებართვა პროდუქციის ან/და ტვირთის სახეობების შესაბამისად |
| სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთების ტრანზიტისათვის სავალდებულო თანმხლები დოკუმენტაციის ჩამონათვალი
| |
| 1 | სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ან/და ინვოისი; განწესი (პორტებში) |
| 2 | ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები |
| 3 | დასკვნა ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის გადაადგილებაზე თანხმობის შესახებ |
| 4 | ცალკეული სამინისტროების, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაცემული ნებართვა პროდუქციის ან/და ტვირთის სახეობების შესაბამისად (მოსახლეობისათვის მოწამვლის საფრთხის არსებობის შემთხვევაში) |
შენიშვნა: პროდუქციის ან/და ტვირთის ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის დროს ცალკეული თანმხლები დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობა განისაზღვრება იმპორტიორი ან/და ექსპორტიორი ქვეყნის მოთხოვნების, პროდუქციის ან/და ტვირთის სახეობისა და საბაჟო პროცედურების შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები