საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2439-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.020740
2439-IXმს-Xმპ
16/12/2022
ვებგვერდი, 27/12/2022
200000000.05.001.020740
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;“;

ბ) „უ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ2) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;“;

გ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;“.

2. 97-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი:

„12. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.“.

3. 98-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის დასაბეგრი მოგება იბეგრება 20 პროცენტით.“.

4. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;“;

ბ) „მ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ2) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;“.

5. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;“.

6. 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 109. სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვა

საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სესხად ითვლება კრედიტი (სესხი), ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და სავალო ფასიანი ქაღალდები, ფაქტორინგი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტებიდან მიღებული/მისაღები (მათ შორის, დისკონტის, საკომისიოს ან/და სარგებლის სახით მიღებული/მისაღები) ნებისმიერი სახის წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი.“.

7. 130-ე მუხლის:

ა) 41 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისგან მიღებული დივიდენდები (გარდა იმ დივიდენდებისა, რომლებიც მიღებულია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან) გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“;

ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის მიერ 2023 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“.

8. 141-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხებზე დარიცხულ პროცენტებს შემოსავლად აღიარებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.“.

9. 199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) 2026 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი;“.

10. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ1) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისთვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;“.

11. 309-ე მუხლის:

ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. 2026 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდება ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.“;

ბ) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. 2026 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.“;

გ) 42-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით.“;

დ) 94-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„94. საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი მოგების გადასახადით ამ კოდექსის 97-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით იბეგრება 2023 წლის 1 იანვრიდან.“;

ე) 94-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 941 ნაწილი:

„941. სადაზღვევო ორგანიზაცია მოგების გადასახადით ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით იბეგრება 2024 წლის 1 იანვრიდან.“;

ვ) 95-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 951 და 952 ნაწილები:

„951. 2024 წლის 1 იანვრამდე  სადაზღვევო ორგანიზაციის  მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

952. 2024 წლის 1 იანვრამდე იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას, უფლება აქვს, საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გაანგარიშებული იმავე საანგარიშო პერიოდის „სადაზღვევო/დამდგარი ზარალები, ნეტო“, გარდა შემოსავლისა რეგრესიდან და გადარჩენილი ქონებიდან.“;

ზ) 99-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„99. ამ კოდექსის 981 მუხლის მიზნებისთვის:

ა) 2008 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირისგან მიღებული დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად არ ითვლება;

ბ) 2008 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად ითვლება.“;

თ) 99-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 991 ნაწილი:

„991. ამ კოდექსის 98​1 მუხლის მიზნებისთვის:

ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 941 ნაწილით გათვალისწინებული პირისგან მიღებული დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად არ ითვლება;

ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 941 ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის განაწილება, აგრეთვე 2017 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 941 ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის 2024 წლის 1 იანვრამდე განაწილება მოგების განაწილებად ითვლება.“;

ი) 111-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„111. ამ კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილისა და 2902 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.“;

კ) 131-ე და 132-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„131. ამ კოდექსის 164 1  მუხლის მე-2 ნაწილი და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტი გამოიყენება 2026 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული საქონლის იმპორტისას. ამასთანავე, 2026 წლის 1 იანვრამდე საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა (საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის) მოიცავს საქონლის იმპორტიდან გამომდინარე, საქართველოში კუთვნილ იმპორტის გადასახდელს, გარდა დღგ-ისა.

132. 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.“;

ლ) 133-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 134-ე ნაწილი:

„134. ამ კოდექსის 109-ე მუხლის საფუძველზე, საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის 2023 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესის გაუქმების შედეგად, 2023  წლის საანგარიშო პერიოდში წარმოშობილი რეზერვის ნაშთების სხვაობის შედეგად მიღებული დასაბეგრი მოგება/შემოსავალი იბეგრება 15 პროცენტით. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ ნაწილის გამოყენების წესი.“.

12. 310-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 დეკემბერი 2022 წ.

N2439-IXმს-Xმპ