კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე" სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 27 ნოემბრის N02/18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 02/61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 12/12/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2022
სარეგისტრაციო კოდი
02/61
12/12/2022
ვებგვერდი, 16/12/2022
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე" სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 27 ნოემბრის N02/18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
 
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №02/61

 2022 წლის 12 დეკემბერი

„კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 27 ნოემბრის №02/18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული N02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 27 ნოემბრის №02/18 ბრძანების დანართის მეოთხე პუნქტში და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2.  დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3.  დაევალოს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციას (სამსახური) ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

გენერალური დირექტორი                                                                           ნიკოლოზ აზნაურაშვილი