„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 409
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 20/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017638
409
15/12/2022
ვებგვერდი, 16/12/2022
190040000.22.033.017638
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №409

2022 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, 30.12.2009, №159, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 136 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის საფუძვლების შესწავლისას გამოიკვეთება საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ამ ინსტრუქციის 13​4 მუხლით განსაზღვრული პროცედურების განმახორციელებელი თანამშრომელი საჭიროდ მიიჩნევს საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი მეთოდოლოგიის/პოზიციის შემუშავების მიზნით, აღნიშნული საკითხის შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტისათვის წარდგენას, ამ ინსტრუქციის 13​4 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ მუხლის 11 პუნქტით  განსაზღვრული ვადების დინება ჩერდება. ვადის დინება განახლდება აღნიშნული დეპარტამენტიდან საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიციის მიღებისთანავე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 20 დეკემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი