დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 410 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 20/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.017639 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, ფინანსური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, დავების დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი და მეთოდოლოგიის დეპარტამენტი წარმოადგენენ სამსახურის სათავო ოფისს, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი და საბაჟო დეპარტამენტი წარმოადგენენ სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტებს.“. 2. 177 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 177. მეთოდოლოგიის დეპარტამენტი მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების უზრუნველყოფა, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა) პროექტების შემუშავება; ბ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება; გ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების ანალიზი და საგადასახადო კანონმდებლობაში მათი იმპლემენტაციის მიზნით წინადადებების მომზადება; დ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება; ე) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი, მომსახურების ხარისხისა და პროცედურების ხარვეზების ანალიზი და მათი გაუმჯობესება/აღმოფხვრაზე წინადადებების დამუშავება/შემუშავება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა; ვ) კანონშესაბამისობის ღონისძიებების ხარისხის კონტროლის განხორციელება; ზ) საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების სტანდარტების შემუშავება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 20 დეკემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები