დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44/2022 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 16/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016649 |
|
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:
1. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იურიდიული დეპარტამენტი: ა.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება; ა.ბ) შიდა აუდიტის განყოფილება.“; ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;“; ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი: ზ.ა) ამომრჩეველთა სიების ფორმირების განყოფილება; ზ.ბ) საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილება.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცესკოს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობებია: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) ცესკოს მდივნის აპარატის (დეპარტამენტის) უფროსი; გ) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი; დ) პრესსპიკერი; ე) შრომის უსაფრთხოების მენეჯერი; ვ) სწავლების მონიტორინგის მენეჯერი; ზ) ამომრჩეველთა სიების ფორმირების მენეჯერი; თ) საარჩევნო რეგისტრაციების მენეჯერი; ი) სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი; კ) საარჩევნო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის მენეჯერი; ლ) განყოფილების უფროსი; მ) საარჩევნო პრაქტიკისა და ანგარიშების ანალიზის მენეჯერი; ნ) სასამართლოებთან ურთიერთობისა და დავების მენეჯერი; ო) მთავარი ბუღალტერი; პ) ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი; ჟ) მონაცემთა მართვის მენეჯერი; რ) საარჩევნო პროცესების პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერი; ს) ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი; ტ) ინფორმაციის დამუშავების სპეციალისტი; უ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ფ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ქ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ღ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; ყ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“; 2. მე-11 მუხლის: ა) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი: „131. ახორციელებს საარჩევნო პრაქტიკისა და ანგარიშების ანალიზს;“; ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „16. დაუყოვნებლივ გადასცემს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს, ასევე საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;“; 3. მე-16 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. უზრუნველყოფს ცესკოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების მიზნით ღია, დახურული და შიდა კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას და ამ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;“; 4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი უზრუნველყოფს: 1. საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებას; 2. საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის მონიტორინგის და შეფასების გეგმის შემუშავებას; 3. სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების კონსოლიდირებას; 4. საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის მონიტორინგის და შეფასების ანგარიშების მომზადებას; 5. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შედგენისა და განხორციელებული საქმიანობის შეფასების მიზნით გამოკითხვების ჩატარებას; 6. ცესკოს სტრუქტურული ერთეულების/სწავლების ცენტრის პროგრეს ანგარიშების (კვარტალური) და წლიური ანგარიშების მომზადებას; 7. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ანგარიშის მომზადებას ჩატარებული არჩევნების შესახებ; 8. სხვადასხვა უწყებებში წარსადგენი ანგარიშების მომზადებას; 9. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საარჩევნო პროცესში ჩართულობისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას; 10. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა საარჩევნო პროცესში ჩართულობისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას; 11. გენდერულ ჭრილში საარჩევნო ინფორმაციის შეგროვებას და გამოქვეყნებას; 12. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“. 5. 181 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას და ამ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; 22. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას და ამ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;“. |
| მუხლი 2 |
არაუგვიანეს 2022 წლის 30 დეკემბრისა, ცესკოს აპარატის სტრუქტურულმა ერთეულებმა, უზრუნველყონ ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები