დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 16/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 17/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.13.007.006.075 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.075
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №17/2003
2003 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 21 სექტემბრისა.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი , გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნ . დევდარიანი
კომისიის მდივანი გ. მიქანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები