დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2442-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 050000000.05.001.020751 |
|
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) 59-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით;“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. დავის დაწყებამდე უფლების მფლობელმა ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით უნდა მიმართოს დამრღვევს, ხოლო დამრღვევს უფლება აქვს, უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში გადაუხადოს მას ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების 10 პროცენტზე მეტი ოდენობით. თუ დამრღვევი მისთვის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში არ გადაუხდის უფლების მფლობელს ერთჯერად ფულად კომპენსაციას აღნიშნული ოდენობით, უფლების მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს დავა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოითხოვოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა, რომელიც არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 16 დეკემბერი 2022 წ. N2442-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები