„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.105.016653
42
14/12/2022
ვებგვერდი, 19/12/2022
190040000.35.105.016653
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2022 წლის 14 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების  წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 ივლისის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/07/2022, ს/კ: 190040000.35.105.016637) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებზე დასწრების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ადგენს მოხსენებით ბარათს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს არაუგვიანეს ყოველი თვის 3 რიცხვისა. საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების საკითხი შეიტანება საკრებულოს მორიგი სხდომის ან/და გამონაკლის შემთხვევებში რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა