„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბერის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბერის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.132.016568
33
16/12/2022
ვებგვერდი, 20/12/2022
210020010.35.132.016568
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბერის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2022 წლის 16 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბერის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბერის №21 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 04/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.132.016304) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

„ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 40 000 ლარი კვარტალში;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 4 000 ლარი კვარტალში;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 300 000 ლარი კვარტალში;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე – 20 000 ლარი კვარტალში;

ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 14 000 ლარი კვარტალში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე