დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 13/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.10.003.001.064 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №119
2008 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
,,მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის №9 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ზურაბ ანთელიძე – სსიპ – საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის დირექტორი
ზურაბ ჯანჯღავა – შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები