დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ძნელადმისადგომ ადგილებში და იქ სადაც შეუძლებელია კანონის მოთხოვნების დაცვა, ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 16/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 16/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.020.13.007.006.070 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.020.13.007.006.070
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №14/2003
2003 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
ძნელადმისადგომ ადგილებში და იქ, სადაც შეუძლებელია კანონის მოთხოვნის დაცვა, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
ნება დაერთოთ საარჩევნო კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტებს ძნელადმისადგომ ადგილებში და იქ, სადაც შეუძლებელია კანონის მოთხოვნის შესრულება ფოტოსურათის წარდგენასთან დაკავშირებით, საარჩევნო ოლქსა და საარჩევნო უბანში დასანიშნად გამოყენებული იქნას დასანიშნი პირის ნებისმიერი სურათიანი დოკუმენტის ფოტოსურათის ქსეროასლი.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი
კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები