დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპიური დებულების დამტკიცებისა და თანამდევ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 23 თებერვლის №16 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 23/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.11.101.006.069 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.11.101.006.069
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №173
2003 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
“სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპური დებულების დამტკიცებისა და თანმდევ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად:
I. „სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპიური დებულების დამტკიცებისა და თანმდევ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის №16 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 28.02.2003წ., №15, მუხლი 148) დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ტიპური დებულების” მე-17 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები, შესაბამისად, ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
1. „დაწესებულების ადმინისტრაცია, როგორც წესი, შედგება დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილის, მოადგილეების, საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსისა და კანცელარიის გამგისაგან”.
3. „დაწესებულების დირექტორის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის სხვა წევრთა რაოდენობა, აგრეთვე, მათი უფლება-მოვალეობების სფეროები განისაზღვრება ამ დებულების, მოსწავლეთა კონტინგენტის, განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ტიპური საშტატო განრიგისა და დაწესებულების წესდების შესაბამისად”.
II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კარტოზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები