დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალისა და დასაშვები კონცენტრაციის, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 564 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023775 |
|
ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალისა და დასაშვები კონცენტრაციის, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალი და დასაშვები კონცენტრაცია, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესი“.
|
| მუხლი 2 |
ნატურალური მინერალური წყლები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს 2028 წლის 1 ივნისამდე.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ტექნკური რეგლამენტი − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალი და დასაშვები კონცენტრაცია, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესი
|
მუხლი 1
1. „ტექნიკური რეგლამენტი − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალი და დასაშვები კონცენტრაცია, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ნატურალურ მინერალურ წყლებში ბუნებრივად არსებული კომპონენტების ჩამონათვალს, რომლებიც არ წარმოადგენენ წყაროს დაბინძურების შედეგს და წარმოქმნიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის შესაძლო რისკებს, ადგენს მათ დასაშვებ კონცენტრაციასა და ზოგიერთი კომპონენტისადმი ეტიკეტირების მოთხოვნებს. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ეს წესი ასევე განსაზღვრავს წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლებისათვის რკინის, მანგანუმის, გოგირდისა და დარიშხანის მოცილებისათვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების პირობებს და ამგვარად დამუშავებული წყლის ეტიკეტირებისადმი მოთხოვნებს. მუხლი 2 1. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ნატურალურ მინერალურ წყლებსა და წყაროს წლებზე, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის და უფლებამოსილი ორგანოს მიერ ასეთად არის დადასტურებული. 2. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება: ა) სამკურნალო მინერალურ წყლებზე; ბ) უშუალოდ წყლის მოპოვების ადგილზე, გეოთერმულ და ჰიდრომინერალურ დაწესებულებებში სამკურნალო მიზნით გამოყენებისთვის განკუთვნილ წყლებზე. მუხლი 3 1. ნატურალურ მინერალურ წყალში იმ ბუნებრივად არსებული კომპონენტების ჩამონათვალი და მათი მაქსიმალური ზღვრები, რომელთა გადაჭარბებამ შესაძლებელია, რისკი შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, განსაზღვრულია ამ წესის დანართ №1-ით − „ნატურალურ მინერალურ წყალში ბუნებრივად არსებული კომპონენტები და მაქსიმალური ზღვრები, რომელთა გადაჭარბებამ შესაძლებელია, რისკი შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას“. 2. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, დანართ №1-ით განსაზღვრული კომპონენტების მაქსიმალური ზღვრის დადგენისას, გამოყენებულ უნდა იქნეს ამ წესის დანართ №2-ით − „სამუშაო მახასიათებლები (*) დანართ №1-ით განსაზღვრული კომპონენტების ანალიზისათვის“ განსაზღვრული მოთხოვნები. მუხლი 4 1. ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტზე, რომელშიც ფტორის კონცენტრაცია აღემატება 1,5 მგ/ლ-ს, უნდა იყოს შემდეგი წარწერა: „შეიცავს 1,5 მგ/ლ-ზე მეტ ფტორს. არ არის მიზანშეწონილი ჩვილი ბავშვებისა და 7 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ რეგულარული მოხმარება“. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ეტიკეტზე განთავსებულ უნდა იქნეს სავაჭრო დასახელებასთან უშუალო სიახლოვეს და უნდა იკითხებოდეს მკაფიოდ და გარკვევით. 3. ნატურალურ მინერალურ წყალზე, რომლის ეტიკეტზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნულია ინფორმაცია ფტორთან დაკავშირებით, შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალში მითითებულ უნდა იქნეს ფტორის ფაქტობრივი შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5 1. ინფორმაცია, ნატურალური მინერალური წყლის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოზონით გამდიდრებული ჰაერით დამუშავების მეთოდის გამოყენების შესახებ, წინასწარ უნდა ეცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), რომელიც უზრუნველყოფს, რომ: ა) დამუშავების ამ მეთოდის გამოყენება დასაბუთებულია წყალში რკინის, მანგანუმის, გოგირდის და/ან დარიშხანის ნაერთების არსებობით; ბ) ბიზესოპერატორის მიერ გატარებული იქნება სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დამუშავების ამ მეთოდის გამოყენების ეფექტიანობა და უვნებლობა და მისი შემოწმების საშუალებას მისცემს სააგენტოს. 2. ნატურალური მინერალური წყლის ოზონით გამდიდრებული ჰაერით დამუშავება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) დამუშავება არ ცვლის ნატურალური მინერალური წყლის ძირითადი კომპონენტების ფიზიკურ-ქიმიურ შემადგენლობას; ბ) დამუშავებამდე ნატურალური მინერალური წყალი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს; გ) დამუშავების შედეგად არ წარმოიქმნება ნარჩენები, რომელთა რაოდენობა აღემატება ამ წესის დანართ №3-ით − „ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ოზონით გამდიდრებული ჰაერით დამუშავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების მაქსიმალური ზღვრები“ განსაზღვრულ რაოდენობებს ან არ წარმოიქმნება ისეთი ნარჩენები, რომლებიც შესაძლებელია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის წარმოქმნიდეს რისკებს. 3. ნატურალური მინერალური წყლის, რომელიც დამუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ოზონით გამდიდრებული ჰაერით, ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: „წყალი დამუშავებულია ოზონით გამდიდრებული ჰაერით დაჟანგვის მეთოდით“. 4. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება წყაროს წყალზეც.
დანართი №1 ნატურალურ მინერალურ წყალში ბუნებრივად არსებული კომპონენტები და მათი მაქსიმალური ზღვრები, რომელთა გადაჭარბებამ შესაძლებელია, რისკი შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას
დანართი №2
სამუშაო მახასიათებლები (*) დანართ №1-ით განსაზღვრული კომპონენტების ანალიზისათვის
დანართი №3
ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ოზონით გამდიდრებული ჰაერით დამუშავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების მაქსიმალური ზღვრები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები