ობიექტების და პროდუქციის /მ. შ. ნედლეულის/სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიცირების და რეგისტრაციისათვის გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფები

ობიექტების და პროდუქციის /მ. შ. ნედლეულის/სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიცირების და რეგისტრაციისათვის გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფები
დოკუმენტის ნომერი № 5-02-03/2_№ 05/05-5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
მიღების თარიღი 21/01/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 23/01/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).003.000193
№ 5-02-03/2_№ 05/05-5
21/01/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 23/01/1997
000000220.01(2).003.000193
ობიექტების და პროდუქციის /მ. შ. ნედლეულის/სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიცირების და რეგისტრაციისათვის გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფები
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობის

დაცვის მინისტრი ერთობლივი

ბრძანება 5-02-03/2- 05/05-5

1997 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

ობიექტების და პროდუქციის/მ. შ. ნედლეულის / სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიცირების და რეგისტრაციისათვის გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფები

 

 

ჩასატარებელი სამუშაოს დასახელება

რეგისტრაციის ღირებულება

სერტიფიკაციის ღირებულება

აშშ დოლარებში

ლარებში

აშშ დოლარებში

ლარებში

საქართველოში წარმოებული პროდუქციის

28

36

138

177

საქართველოს მოქალაქის მიერ შემოტანილი იმპორტული პროდუქციის

28

36

138

177

უცხოელი იმპორტიორის მიერ შემოტანილი იმპორტული პროდუქციის

85

109

415

532

უცხოელი მეწარმის პროდუქციის

85

109

415

532

საქართველოს მოქალაქის მიერ იმპორტული

 

 

 

 

პროდუქციის სერტიფიცირება კვლევის ლაბორატორიული მეთოდების გარეშე

-

-

80

102

უცხოელი მწარმოებლის პროდუქციის სერტიფიცირება კვლევის ლაბორატორიული მეთოდების გარეშე

-

-

240

306

 

 

პროდუქციის, ნედლეულის/შემდგომში პროდუქცია/თითოეული სახეობის რეგისტრაცია საჭიროებს 6 კაც-დღეს, რომელიც მოიცავს დეკლარაცია-განაცხადის და მასზე არსებული თანმხლები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის/გოსტების, სოსტ-ების, ტექნოლოგიური ინსტრუქციების, ტექნიკური პირობების და სხვების/ განხილვას, მათ სამამულო ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციასთან იდენტიფიკაციას, საჭირო შემთხვევაში სათანადო სამეცნიერო საკვლევ ინსტიტუტებში მათი ექსპერტების ჩატარებას, საჭირო გადაწყვეტილების მიღებას, სახელმწიფო ჰიგიენურ რეგისტრაციაში გატარებას და ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობის გაცემას. თითოეული სამუშაო კაც-დღის ღირებულება შეიცავს ერთი დღის ხელფასს 3,33 აშშ დოლარს, ხელფასის ერთი დღის დანარიცხს 33% -ს -1,1 აშშ დოლარს და ერთი დღის ზედნადებ ხარჯებს ერთ თანამშრომელზე 5 აშშ დოლარს ე. ი 9,43 აშშ დოლარს ან 12 ლარს. ე. ი ჰიგიენური რეგისტრაციისათვის დახარჯული 6 კაც-დღეზე 56, 58 აშშ დოლარს ან 72,4 ლარს.

პროდუქციის თითოეული სახეობის სერტიფიცირებისათვის საჭიროა დეკლარაცია-განაცხადის და მასზე არსებული თანმხლები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების განხილვის, მათი სამამულო ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან იდენტიფიკაციის, გადაწყვეტილების მიღების და სერტიფიკატის გაფორმებისათვის 6 კაც-დღე, საანალიზო ნიმუშების და მათი ტრანსპორტირებისათვის 4 კაც-დღე, სააპულაციო სარჩელის განხილვისათვის სარჩელის განხილვისათვის 3 სპეციალისტის 1 კაც-დღე ანუ 3 კაც-დღე საინსპექციო კონტროლის ჩატარებისათვის 4 კაც-დღე, რაც შეადგენს 17 კაც-დღეს ე. ი. 160,3 აშშ დოლარს ან 204,5 ლარს. აღნიშნულს ემატება ლაბორატორიული კვლევის ღირებულება თანახმად დამტკიცებული ნიხრისა რაც საშუალოდ შეადგენს 117, აშშ დოლარს ე. ი პროდუქციის სერტიფიცირების ღირებულებაა 277,3 აშშ დოლარი ან 355 ლარი.

სამმართველო იტოვებს უფლებას გაზარდოს ჰიგიენური სერტიფიცირების ღირებულება განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პროდუქცია საჭიროებს რთულ-ძვირადღირებულ ლაბორატორიულ გამოკვლევებს.

როგორც ზემოთ მოყვანილი გაანგარიშებიდან ჩანს სახელმწიფო ჰიგიენური რეგისტაციის ღირებულება შეადგენს 56, 59 აშშ დოლარს ან 72,4 ლარს, ხოლო პროდუქციის სერტიფიცირება 277 აშშ დოლარს ან 355 ლარს, მაგრამ ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების სტიმულირების და მათდამი პროტექციონალური პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიგვაჩნია ადგილობრივი მეწარმეებისათვის და ადგილობრივი ექსპორტიორებისათვის სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიცირების და რეგისტრაციის გადასახადები შემცირებული იქნეს 50%-ით უცხოელი მეწარმეებისა და უცხოელი იმპორტიორების გადასახადების 50%-ით გაზრდის ხარჯზე.

თვიური ჰიგიენური სერტიფიცირების და რეგისტრაციის ზედდებული ხარჯები

 

 

ზედდებული ხარჯების დასახელება

ხარჯების რაოდენობა

აშშ დოლარებში

ლარებში

ინფორმაციის და რეკლამების ხარჯები

300

384

ავტოტრანსპორტის შენახვის ხარჯები

200

256

სააბონენტო /საქალაქათშორისო და საერთაშორისო სატელეფონო, ტელეტაიპის და ფაქსის/გადასახადი

200

256

საკანცელარიო ხარჯები

200

256

სამეურნეო ხარჯები

100

128

კომუნალური მომსახურების ხარჯები

200

256

სამივლინებო ხარჯები

1500

1920

ბანკის მომსახურების ხარჯები

30

38,4

გაუთვალისწინებელი ხარჯები

200

256

სულ

საგზაო ფონდის ხარჯები 1%

რენტაბელობის ხარჯები 10%

დღგ  20%

2930

29,3

293,0

586,0

3750

38,0

375,3

750,7

 

ობიექტები სერტიფიცირებისათვის იყოფა 4 ჯგუფად

I ჯგუფში შემავალ ობიექტებს განეკუთვნებიან :

ყველა პროფილის მსხვილი სამრეწველო საწარმოები, აეროპორტები, საზღვაო პორტები, რკინიგზის მსხვილი საკვანძო სადგურები და სხვა;

II ჯგუფის ობიექტები:

ყველა პროფილის სხვადასხვა სიმძლავრის სამრეწველო საწარმოები, საყოფაცხოვრებო მომსახურების მსხვილი ობიექტები / სასტუმრო, წყალსადენი, საერთო საცხოვრებელი, მოხუცთა და ინვალიდთა სახლები/ კვების მსხვილი ობიექტები/ რესტორნები და მათთან გათანაბრებული ობიექტები/, სამედიცინო დაწესებულებები / ყველა სახის სტაციონარები, საბავშვო სახლები/, სააფთიაქო დაწესებულებები რომლებიც ამზადებენ წამალსაშუალებებს, საკურორტო ობიექტები/ სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები და სხვა სპეციალური დაწესებულებები/, პარფიუმერული და კოსმეტიკური წარმოებები, მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფაბრიკები და ფერმები, საბაჟო ტერმინალები, ყველა სახის გამწმენდი ნაგებობები, ნაგავგადამამუშავებელი ქარხნები, რკინიგზის სადგურები და ვაგზლები, სამეურნეო საქონლის, შორეული ტიპის ბაზრობები და მაცივრები, საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, რადიაციული ნარჩენების სამარხი და ამ კატეგორიის სხვა ობიექტები.

III ჯგუფის ობიექტებია:

სკოლამდელი ბავშვთა და სხვა სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებები / ბაღები, ბაგები, სპეციალიზირებული ბავშვთა დაწესებულებები, სკოლის ასაკის ბავშვთა და მოზარდთა დაწესებულებები, ფიზკულტურ სპორტული გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, სამედიცინო დაწესებულებები სტაციონარის გარეშე, მზა ფორმის წამლებით მოვაჭრე სააფთიაქო მაღაზიები, კვების ობიექტები/ ფართო ასორტიმენტით მოვაჭრე მაღაზიები, კაფე, ბარი და სხვა/ კულტურულ-განმანათლებელი მსხვილი ობიექტები/ თეატრი, საკონცერტო კინო დარბაზები, ცირკი, ბიბლიოთეკა და სხვა/ ნაგავსაყრელი, პირადი ჰიგიენის საგნების წარმოების ობიექტები და ამ კატეგორიის სხვა ობიექტები.

IV ჯგუფის ობიექტებია:

საყოფაცხოვრებო მომსახურების მცირე ობიექტები / საპარიკმახერო, აბანო, კოსმეტიკური კაბინეტი, ქიმწმენდა, უნივერმაღი, ფოტო ატელიე, სამრეცხაო, სამკერვალო ატელიე, კვების მცირე ობიექტები და ამ კატეგორიის სხვა ობიექტები.

I ჯგუფის გაერთიანებული ობიექტებისათვის სერტიფიცირების გაფასება ხდება სერტიფიცირებისათვის დახარჯული კაც-დღეების მიხედვით, რომლის დროსაც თითოეული კაც-დღის ღირებულება შეადგენს 9,43 აშშ დოლარს ან 12 ლარს.

II, III და  IV ჯგუფის გაერთიანებული ობიექტები გაფასებულია ფიქსირებული გადასახადით. ყოველი ჯგუფისათვის მოცემულია გაფასება გარკვეულ დიაპაზონში, რაც საშუალებას იძლევა ყველა ობიექტს მიუდგეთ ინდივიდუალურად, მისი ტექნიკური აღჭურვილობის, სიმძლავრის, ტექნოლოგიის სირთულის და სერტიფიცირებისათვის ობიექტის შესამოწმებლად დახარჯული დორის გათვალისწინებით.

ობიექტის ჰიგიენური სერტიფიცირება გაფასებულია შემდეგი ფიქსირებული გადასახადით

 

ობიექტის დასახელება

 

 

 

II ჯგუფის შემავალი ობიექტები

III ჯგუფის შემავალი ობიექტები

IV ჯგუფში შემავალი ობიექტები

 

სერტიფიცირების ღირებულება

აშშ დოლარებში

ლარებში

80

50

30

102

64

38

 

ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის რიგ ობიექტებში საჭირო იქნება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური კვლევის მეთოდების გამოყენებაც, რომლის ღირებულება დამტკიცებული ტარიფის შესაბამისად დაემატება ზემოაღნიშნულ სერტიფიცირებისათვის გაანგარიშებულ თანხას.

ახლადმ შენებარე ობიექტის სერტიფიცირებას წინ უსწრებს:

1. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციების მიერ ამ ობიექტებისათვის მიწის ნაკვეთის ან ფართის გამოყოფის განხილვა-შეთანხმება რაზეც იხარჯება 3 კაც-დღე, რომლის ღირებულება შეადგენს 28,3 აშშ დოლარს ან 36 ლარს.

2. ამ ობიექტის მშენებლობის პროექტის სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზა; რომლის ფასი განისაზღვრება ობიექტის საპროექტო ღირებულების  0,1%-ით, მაგრამ არანაკლები 3 კაც-დღის ღირებულებებით.

სამეურნეო ობიექტის სტანდარტის / სოსტ/ სახელმწიფო სტანდარტის, ტექნოლოგიური ინსტრუქციის და სხვათა განხილვ შეთანხმებას ახორციელებს  სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი და მისი ცენტრალური ინსპექცია. თითოეული დოკუმენტის განხილვა-შეთანხმების ღირებულება განისაზღვრება 3 კაც-დღით.

მოცემულ დოკუმენტში მითითებული ტარიფები ამერიკულ დოლარებში, გადაყვანილია ეროვნულ ვალუტაში დღეისათვის არსებული კურსით. კურსის შეცვლის შემთხვევაში, შესაბამისად შეიცვლება ტარიფი ეროვნულ ვალუტაში.

 

საქართველოს ეკონომიკის

მინისტრი  ვ. პაპაევა

 

საქართველოს ჯანმრთელობის

დაცვის მინისტრი კ. ჯორბენაძე