საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი ბრძანება

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი ბრძანება
დოკუმენტის ნომერი №2-134/53
დოკუმენტის მიმღები სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
მიღების თარიღი 20/06/1996
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).000.000149
№2-134/53
20/06/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 08/11/1996
000000150.01(2).000.000149
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი ბრძანება
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო

საქართველოს სოფლის მეურნეობისა  და სურსათის სამინისტროსა და  საქართველოს სტანდარტიზაციის   მეტროლოგიისა და სერტიფიკატის  სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი

ბრძანება  №2-134/53

1996 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 3 აპრილის №252 ბრძანებულებით „პურპროდუქტებით ქვეყნის უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დაეკისრა პასუხისმგებლობა პურპროდუქტების ხარისხის კონტროლისათვის და ამასთან დაკავშირებით დაექვემდებარა მას პურისა და პროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია.

ბრძანებულების მოთხოვნის შესრულების, აგრეთვე პურისა და პურპროდუქტების ხარისხის ზედამხედველობისა და კონტროლის საქმეში დუბლირების და პარალელიზმის აცილების მიზნით:

1. დაევალოს პირისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციას ზედამხედველობა, კონტროლი და სერტიფიცირება პურპროდუქტების /მარცვლეულისა და მათი გადამუშავების პროდუქტების/ ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების, პროდუქციის წარმოების, გადამუშავების, ტრანსპორტირების, შენახვის, რეალიზაციისას მათ შორის იმპორტს-ექსპორტისა და რეექსპორტის დროს, საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიუხედავად.

2. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისა და საქსტანდარტის ერთობლივად მიღებული „საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის წესის“ 3.3. მუხლის შესაბამისად პირისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციას მიეცეს რწმუნება გასცეს სერტიფიკატი შემდეგი სახის პროდუქციის საბაჟო გაფორმებისათვის /თანახმად საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 24 აგვისტოს №605 დადგენილების დანართის/ :

- მარცვლეული პურისათვის /ხორბალი, ქერი , ჭვავი და სხვა/

- ფქვილოვანი და ბურღულეული წარმოების პროდუქცია

- ხორბლის, ფქვილისა და სახამებლისაგან მიღებული პროდუქცია

- ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი

3. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საპროექტო-საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედმა სტანდარტიზაციის ტექნიკურმა კომიტეტმა მოახდინოს პურისა და პურპროდუქტების წარმოებაში მოქმედი სტანდარტების აქტუალიზაცია, შეიმუშაოს ქართულენოვანი, სტანდარტები, სამომხმარებლო თვისებებისა და უსაფრთხოებაზე თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით.

4. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და საქსტანდარტის შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად განახორციელონ ამ ბრძანებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებანი.

5. საქსტანდარტის სამსახურებმა გაუწიონ მეთოდური დახმარება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციას.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მრეწველობისა და სურსათის დეპარტამენტს /გ. გელენიძე/ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და  სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ა. მაჩაიძეს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობისა

და სურსათის მინისტრი 

ბ. გულუა  

„20“ ივნისი 1996 წ.

საქართველოს სტანდარტიზაციის

მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის

სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ო. ხოფერია
  „20“ ივნისი 1996 წ.