დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 12/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.134.016356 |
|
„ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №10 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: სსმ, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 30/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.134.016334) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 05 დეკემბრის №19 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 06/12/2022, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.134.016355).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 05 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
|
თავი I
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 20 068 544 ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 12 710 000 ლარის ოდენობით
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები (ტრანსფერები) |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის გრანტები 6 834 079 ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 524 465 ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 11 938 070 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 8.
არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9 421 984 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9 451 984 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 30 000 ლარის ოდენობით, მათ შორის
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 21 323 644 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, მათ შორის:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 1 339 910 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 27 000 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 210 000 ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხებს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ გამოყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. |
მუხლი 13.
პასუხისმგებლობა |
2022 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.
|
თავი II
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. პრიორიტეტი: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 01 00)
მმართველობით სფეროში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიას აძლევს საშუალებას ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად მოიძიოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმომამდენლობით და აღმასრულებელი რგოლების განვითარებისთვის და თანამედროვე მართვის სისტემის საფუძვლების დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფას.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მონაწილეობითი ბიუჯეტი, პრაქტიკაში გამოიყენებენ, როგორც (თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება) რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიური დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციასა, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და წარმოადგენს მასსა და მოსახლეობას შორის დემოკრატიულ დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: განხორციელებული პროგრამები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია მეწარმე ქალთა სოციალურ-ეკონომიკურად გააძლიერება, გააქტიურება და მათი დაინტერესების ამაღლება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია მეწარმე ქალთა სოციალურ-ეკონომიკურად გააძლიერება,გააქტიურება და მათი დაინტერესების ამაღლება
პრიორიტეტი:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და შექმნილია პირობები ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა, შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები :
- შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია (02 01 0 1.
- დაბა ქედაში სამრეწველო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა (02 01 02.
- მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირება (02 01 03.
- ბურღვა აფეთქება (02 01 04.
- დაბა ქედის საზოგადოებრივი ტრანპორტით უზრუნველყოფა (02 01 05.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტში არსებული გზების მოვლა-პატრონობა,ჩატარებულია შიდა სასოფლო-საუბნო გზების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშოები და გახანგრძლივებულია გზების ექსპლუატაციის ვადა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მოწესრიგებული და რებილიტირებული დაბა ქედაში სოფელ ძენწმანის მიმართულებით არსებული საავტომობილო გზა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: კმაყოფილი მოსახლეობა, შენარჩუნებული მთის ტრადიციები და მეცხოველეობის პროდუქტების დამზადების ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემოთ ჩამოთვლილი საცხოვრებელი სახლებისათვის და მათი მობინადრეებისათვის დაზიანებისაგან რისკების აცილება.
წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა (02 02 0 1.
შპს ქედის წყალკანალი (02 02 02.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეაბილიტირებულია და აშენებულია წყლის სისტემის ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილია მოსახლეობის წყალმომარაგება.
ქვეპროგრამა: წყლის სიტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა (პროგრამული კოდი 02 02 0 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს არსებული წყლის სისტემაზე დაზიანებული ქსელის ამოცვლას, სარეზერვო გამანაწილებელი აუზების აშენებას, დამატებით მომხმარებლების მიერთებას და ოჯახებისათვის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, მილების შეძენას. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა (02 02 01 01.
დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ორცვაში არსებული სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია (02 02 01 02.
სარწყავი არხების, სასმელი წყლისა და წყალსადენებისათვის მილების შეძენა (02 02 01 03.
სს „აჭარის წყლის ალიანსის" საწესდებო კაპიტალის შენატანი (02 02 01 04.
სოფელ ქედაში ხაბაზების უბანში 8 ოჯახისათვის ახალი სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა (02 02 01 05.
სოფელ კუჭულაში სასმელი წყლის გამანაწილებელი ავზის მოწყობა(02 02 01 06.
სოფელ ახოში არსებული საპირეშოსათვის სეპტიკის მოწყობა (02 02 01 07.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: განხორციელებულია წყლის სიტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და უზრუნველყოფილია სს "აჭარის წყლის ალიანსის" შეუფერხებელი ფუნქციონირება.
ქვეპროგრამა: ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა (პროგრამული კოდი 02 02 01 0 1. სოფელ დოლოგანში საფარიძეების უბნის მოსახლეობა (44 ოჯახი) განიცდის სასმელი წყლის უკმარისობას ზაფხულის პერიოდში. ასევე, ტერიტორიაზე შენდება ორი ახალი საწარმო, რომელთათვისაც საჭიროა უწვეტი სასმელი წყლით მომარაგება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 2022 წელში აშენდება ახალი სასმელი წყლის სისტემა და გაშვებული იქნება ექსპლოატაციაში.
ქვეპროგრამა: დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ორცვაში არსებული სასმელი (პროგრამული კოდი 02 02 01 02. სოფელ ორცვაში არსებული სასმელი წყლის სისტემა მოითხოვს გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 2022 წლისათვის რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ორცვის ამორტიზებულ წყლის სისტემას.
ქვეპროგრამა: სარწყავი არხების, სასმელი წყლისა და წყალსადენებისათვის მილების შეძენა (პროგრამული კოდი 02 02 01 03. ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საჭიროებს სარწყავი და სასმელი წყლის მილების შეძენა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გამართული სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა.
ქვეპროგრამა: სოფელ ქედაში, ხაბაზების უბანში 8 ოჯახისათვის ახალი სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა (პროგრამული კოდი 02 02 01 05. სოფელ ქედაში ხაბაზების უბანში საჭიროა ახალი სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა 8 ოჯახისათვის, მათი სასმელი წყლის უწყვეტად უზრუნველყოფისათვის.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მიმდინარე წელში შესრულდება პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. 2022 წლისათვის ობიექტი შევა ექსპლუატაციაში.
ქვეპროგრამა: სოფელ კუჭულაში სასმელი წყლის გამანაწილებელი აუზის მოწყობა (პროგრამული კოდი 02 02 01 06. სოფელ კუჭულაში, სადაც 60 ოჯახი ცხოვრობს სარგებლობენ საერთო სარგებლობის წყლის სისტემით, რომელიც ყველა მომხმარებელს წყალს ვერ აწვდის თანაბრად და უწყვეტად. აუზის მშენებლობით შესაძლებელია პრობლემის მოგვარება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მიმდინარე წელში შესრულდება პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. 2022 წლისათვის ობიექტი შევა ექსპლუატაციაში.
ქვეპროგრამა: სოფელ ახოში საპირფრეშოსათვის სეპტიკის მშენებლობა (პროგრამული კოდი 02 02 01 07. სოფელ ახოში სოფლის ცენტრში არსებულ საერთო სარგებლობის საპირფარეშოს შენობას არ აქვს მოხმარებული წყლების გამწმენდი ნაგებობა, რისთვისაც საჭიროა სეპტიკის მშენებლობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 2022 წლის ბოლომდე დასრულდება სეპტიკის მშენებლობა და არსებული საპირფარეშოსათვის შეიქმნება ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული გარემო.
ქვეპროგრამა: შპს ქედის წყალკანალი (პროგრამული კოდი 02 02 02. მუნიციპალური მომსახურეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდირება გაეწევა შპს ქედის წყალკანალს, რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებულია წყალმომარაგების მომსახურება, უზრუნველყოფილია წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირება.
პროგრამა: კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 03. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მოსახლეობის დასვენებისა და გართობის მიზნით სკვერების, პარკების და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა, ბავშვების, ქალების და კაცების საჭიროებები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი (02 03 0 1.
ნაპირსმაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (02 03 02.
პარკების, სკვერების, ატრაქციონების, ბილბორდების, ქუჩებისა და დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა შენახვა (02 03 03.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობილია საზოგადოებრივი სივრცეები და გაუმჯობესებულია მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო.
პროგრამა: კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 03 0 1. პროგრამა ითვალისწინებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახურავების რეაბილიტაცია, ფასადების მოწესრიგება, შიდა საერთო მოხმარების წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების შეკეთება, კიბის უჯრედების მოწესრიგება. ასევე ადმინისტრაციული და სხვა შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება (0203010 1.
დაბა ქედაში მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა (02030102.
26 მაისის ქ. №2-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია (02030105.
სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმის რეაბილიტაცია (02030106.
სოფელ გარეტყეში სოფლის სახლის მშენებლობა (02030107.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი:შექმნილია ახალი საბინაო ფონდი, გაუმჯობესებულია მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურა და შექმნილია კომფორტული საცხოვრებელი გარემო; რეაბილიტირებულია ადმინისტრაციული შენობები და მოსახლეობისთვის შექმნილია პირობები მუნიციპალური სერვისების კომფორტულ გარემოში მისაღებად.
ქვეპროგრამა: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი (პროგრამული კოდი 02 03 0 1. საბინაო ფონდის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმნილია ახალი საბინაო ფონდი, გაუმჯობესებულია მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურა და შექმნილია კომფორტული საცხოვრებელი გარემო;
ქვეპროგრამა: დაბა ქედაში მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა (პროგრამული კოდი 02 03 01 02. დაბა ქედაში თანამედროვე ტიპის ახალი შენობის აშენება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ამ პროგრამით იგეგმება დაბა ქედაში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება სამედიცნო და ტექნიკური პერსონალის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას.
ქვეპროგრამა: დაბა ქედაში 26 მაისის ქ. №2-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 03 01 05. მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური, აგრეთვე დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლობა განთავსებული არიან შეუფერებელ კეთილმოუწყობელ ფართებში, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ფართების მოწყობა მუნიციპალიტეტის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შენობის ინტერიერის მოწესრიგება შიდა ფართში, მათი სამსახურეობრივი გამოყენების მიზნით წესრიგში მოყვანა.
ქვეპროგრამა: სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 03 01 06. ქართველი პოეტის ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს სოფელ გეგელიძეებში საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. ვინაიდან სახლ-მუზეუმს ყოველ პერიოდში ყავს დამთვალიერებლები და ტარდება საიუბილეო ღონისძიებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება შენობის სრული რეაბილიტაცია და მომზადებული იქნება საექსპლოატაციოდ.
ქვეპროგრამა: სოფელ გარეტყეში სოფლის სახლის მშენებლობა(პროგრამული კოდი 02 03 01 07. სოფელი გარეტყე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებულია 12 კმ მანძილით. სოფელი მდებარეობს მაღალმთიან ზონაში და არ გააჩნია მოსახლეობის თავშეყრისათვის რაიმე სპეციფიკური შენობა. შენობის მშენებლობა დაწყებულია 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მაგრამ ფინანსების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა შენობის დასრულება და დამატებით საჭიროა თანხები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება შენობის სრული რეაბილიტაცია და მომზადებული იქნება საექსპლოატაციოდ.
პროგრამა: ნაპირსმაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; (პროგრამული კოდი 02 03 02. გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ხორციელდება სამუშაოები დაზიანებული გზების, წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, უმისამართოდ გამდინარე წყლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის, მეწყერის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე ახალი ტერიტორიების ათვისება რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინაააღმდეგო ღონისძიებების გატარება (02 03 02 0 1.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სტიქიისგან დაცული მოსახლეობა, მუნიციპალური და კერძო საკუთრება და ათვისებული ახალი ტერიტორიები.
ქვეპროგრამა: ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინაააღმდეგო ღონისძიებების გატარება (პროგრამული კოდი 02 03 02 0 1. გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ხორციელდება სამუშაოები დაზიანებული გზების, წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, უმისამართოდ გამდინარე წყლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის, მეწყერის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სტიქიისგან დაცული მოსახლეობა, მუნიციპალური და კერძო საკუთრება.
პროგრამა: პარკების, სკვერების, ატრაქციონების, ბილბორდების, ქუჩებისა და დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 02 03 03. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების მოვლა–პატრონობა, კერძოდ, ნარგავების მოვლა, ნიადაგის მომზადება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, მორწყვა, შეწამვლა და საჭიროების შემთხვევაში შხამქიმიკატების შეტანა. სკვერებისა და პარკების მოწყობის დროს გათვალისწინებული იქნება ქალთა და ბავშვთა, შშმ პირების, ახალგაზრდების, მოხუცების, კაცების და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
დაბა ქედაში რუსთაველის ქ. № 13 და № 15-ს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა (02 03 03 0 1.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებისა და მასში შემავალი სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა (02 03 03 02.
დაბა ქედაში 9 აპრილის მემორიალის რემონტი (02 03 03 03.
ცხმორისის სასაფლაოს შემოღობვა (02 03 03 05.
ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში შენობის მიმდებარედ პარკის მშენებლობა (02 03 03 08.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მოწყობილი და გაფართოებული სარეკრეაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის შექმნილია თანაბარხელმისაწვდომი გარემო დასვენებისა და გართობისთვის, მოვლილი ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები და პარკები.
ქვეპროგრამა: დაბა ქედაში რუსთაველის ქ. № 13 და № 15-ს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 03 03 0 1. დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე აკავრეთას სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად შეიქმნა თავისუფალი სივრცე, რომელშიც განთავსდება იქ მცხოვრები და დაბის მოსახლეობისათვის დასასვენებელი და გასართობი ინფრასტრუქტურა, მწვანე ზოლი, ველობილიკი, სანიაღვრე არხები და სხვა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: კეთილმოწყობილი და გამწვანებული ტერიტორია, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა, ბავშვების, ქალების და კაცების საჭიროებები.
ქვეპროგრამა: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებისა და მასში შემავალი სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 03 03 02. დაბისა და ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობის მოთხოვნით დაბასა და ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებში საჭიროებაა მოეწყოს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებებისათვის ხუთი ერთეული სავარჯიში ტრენაჟორი, საბავშვო გასართობი ცენტრების მოწყობა (საბავშვო სათამაშო ატრაქციონები), რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვთა რაოდენობასა და მათი განთავსების ტერიტორიის ფართობზე და თავისუფალი დროის ორგანიზებისათვის სამი ცალი ქვის ფანჩატური.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 2022 წლისათვის დასრულდება ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარება,სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა, ბავშვების, ქალების და კაცების საჭიროებები.
ქვეპროგრამა: დაბა ქედაში 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 03 03 04. მემორიალი აგებულია 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელ პარკში გასულ საუკუნეში. პარკს არ გააჩნია შესაბამისი გამწვანება და დასაჯდომი ადგილები. მემორიალს ესაჭიროება კოსმეტიკური რემონტი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 2022 წლის ბოლომდე დასრულდება პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები და შეიქმნება დასვენებისათვის გაუმჯობესებული პირობები, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა, ბავშვების, ქალების და კაცების საჭიროებები.
ქვეპროგრამა: ცხმორისის სასაფლაოს შემოღობვა (პროგრამული კოდი 02 03 03 06. პროექტი ითვალისწინებს სოფელ ცხმორისში საერთო სასაფლაოების შემოღობვას და სანიაღვრე არხების მოწყობას, რითაც სოფლის ცენტრში შეიქმნება კეთილმოწყობილი გარემო და დაცული იქნება დატბორვისა და პირუტყვის შეღწევისაგან.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 2022 წლის ბოლომდე დასრულდება სასაფლაოების კეთილმოწყობის სამუშაოები და აღმოიფხვრება სოფლის ცენტრში უსახური გარემო.
პროგრამა: მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 02 04. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ნორმებითა და წესების გათვალისწინებით განხორციელების პირობას შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთხვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2022 წლისათვის დაგეგმილი და შესყიდული მშენებლობის პროექტების სისტემატურ კონტროლს. ფარული სამუშაოების ზუსტად აღრიცხვას და ფორმა №2-ების მიხედვით შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხისა და ზომების შემოწმებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ძირითადი და დამატებითი ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაოების ჩატარების და აღრიცხული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შექმნა (მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზები და მასზე განლაგებული შენობა- ნაგებობის გეგმა-ნახაზების შედგენა) გეოლოგიური დასკვნები (02040 1.
პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა (020402.
მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა (020403.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ჩატარებული ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურები.
ქვეპროგრამა: ძირითადი და დამატებითი ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაოების ჩატარების და აღრიცხული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შექმნა (მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზები და მასზე განლაგებული შენობა- ნაგებობის გეგმა-ნახაზების შედგენა) გეოლოგიური დასკვნები (პროგრამული კოდი 02 04 0 1. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული პროცედურები, აღრიცხული ქონების რეგისტრაციიათვის საჭირო დოკუმენტების შექმნა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო და აზომვითი ნახაზები და მასზე განლაგებული შენობა ნაგებობების გეგმა-ნახაზების შედგენა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ჩატარებული ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურები.
ქვეპროგრამა: პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა (პროგრამული კოდი 02 04 02. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ნორმებითა და წესების გათვალისწინებით განხორციელების პირობას შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთხვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მომზადებულია შესასრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
ქვეპროგრამა: მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა (პროგრამული კოდი 02 04 03. შესრულებული სამუშაოების ხარისხის და მოცულობის შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებზე ეტაპობრივად ხორციელდება ექსპერტიზა. შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცესში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები ხარისხისა და მოცულობის შესაბამისობაზე, რის შედეგადაც მიიღწევა ხარისხიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. პროგრამა მოემსახურება 2022 წლისათვის დაგეგმილი და შესყიდული მშენებლობის პროექტების სისტემატურ კონტროლს. ფარული სამუშაოების ზუსტად აღრიცხვას და ფორმა №2-ების მიხედვით შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხისა და ზომების შემოწმებას.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზნით უზრუნველყოფილია შესრულებული სამუშაოების ხარისხის და მოცულობის შესაბამისობის კონტროლი.
პროგრამა: სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 05. მუნიციპალიტეტის მიერ ფერმერებისათვის ხელშეწყობა საერთაშორისო და აგო გაყიდვების გამოფენა-გაყიდვაში, ასევე პირუტყვთა ვაქცინაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
აგრო-სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა (02050 1.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული პირუტყვის ვაქცინაციის პროგრამა (020502.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები.
ქვეპროგრამა: აგრო-სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა (პროგრამული კოდი 02 05 0 1. ქედის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი შეადგენს 5093 ჰა-ს და მოსახლეობის 70% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, რომლებსაც მოყავთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კულტურები. აღნიშნული დარგის განვითარება უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტისათვის. უკანასკნელ წლეებში აგროსექტორში მიმდინარე ცვლილებებმა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობამ დადებითი შედეგი გამოიღო აღნიშნულ სექტორში. ქედის მუნიციპალიტეტში ძირითადად მცირე საოჯახო და ფერმერული მეურნეობები დომინირებენ, ამ დარგში მუნიციპალიტეტის შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული და მათ მიერ მოწეული პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი მაგრამ ეს არარის საკმარისი იმისთვის რომ ფერმერებgს ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი ამისათვის საჭიროა მათი პროდუქცის რეალიზაცია.
აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების მე-9 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „Agro batumi 2022”ფართო მაშტაბის მატარებელია ის წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვანი და შედეგის მომტანი ხდება. მონაწილე კომპანიები, ფერმერები, მუნიციპალიტეტები ორი დღის განმავლობაში საკუთარი პროდუქციას ფართო მომხმარებელს აცნობენ და ამავდროულად პოპულარიზაციას გაუწევენ. მონაწილეებს საშუალება აქვთ ახალი კონტაქტები დაამყარონ მომხმარებელთან, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მოახდინონ მათი პროდუქცის რეალიზაცია.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: აგრო-სასურსათო პროდუქციის ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში მიღებული მონაწილეობა.
ქვეპროგრამა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია (პროგრამული კოდი 02 05 02. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საერთო რაოდენობა დაახლოებით 7500-მდეა. აქედან დაახლოებით 2000 სული არის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროებს აუცილებელ ვაქცინაციას პასტერელოზსა და ემკარზე. როგორც ცნობილია ამ დაავადებების ვაქცინაცია სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება, რადგანაც არ არის ზოონოზური დაავადებები, მაგრამ ამ დაავადებებით მიღებული ეკონომიკური ზარალი დიდია და მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ფერმერს. პასტერელოზითა და ემკარით ავადდება ძირითადად ახალგაზრდა, მაღალპროდუქტიული და საუკეთესო შეხორცების მქონე მსხვილფეხა პირუტყვი. დაავადების რისკი დიდია იმ ცხოველებში, რომლებიც გადიან საზაფხულო საძოვრებზე სადაც არის ამ დაავადებების კერები. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფერმერთა არცოდნის და გამოუცდელობის გამო დაავადების კერები გაჩნდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლებში, რის შედეგადაც ყოველწლიურად იღუპება ახალგაზრდა, მაღალპროდუქტიული ცხოველები. ფერმერები არსებული სიტუაციიდან გამომდინარე დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით ცდილობენ ადრე გაზაფხულზე გაყიდონ ახალ მიღებული მოზარდი. ამ ტენდენციამ კი გამოიწვია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა საერთო რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება. ფერმერისთვის უმჯობესია გამოზარდოს მსხვილფეხა პირუტყვის მოზარდი და ისე გაყიდოს. ამით გაიზრდება ფერმერის შემოსავალი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: პასტეროლიზსა და ემკარზე ვაქცინირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
პროგრამა: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 02 06. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესების მიზნით, მოსახლეობებთან შეხვედრების განხორციელება, მათი მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელი პრიორიტეტები შერჩევა და პრიორიტეტების გათვალისწინებით მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციების შესაბამისად სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით სოფლად გაუმჯობესებულია ინფრასტრუქტურა.
პროგრამა: არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობებში ელექტრო მეურნეობის აღდგენა (პროგრამული კოდი 02 07. მუნიციპალიტეტის მიერ 2021-2022 წლებში ახლადაშენებული შენობების ელექტრომეურნეობის გამართვისათვის საჭიროა სს ენერგო პრო-ჯორჯიასთან ხელშეკრულების გაფორმება, შესაბამისი ხარჯების გადახდა და მათი გამრიცხველიანება. ასევე, სოფლის საერთო სარგებლობის წისქვილები, რომლებიც აშენებულია ბიუჯეტის ხარჯებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საჭიროა ელექტრომეურნეობის ქსელში ჩართვა და სათანადო ფინანსირება. მუნიციპალიტეტის კუთვნილ ზოგიერთ შენობებში დაზიანებულია ელექტრომრიცხველები და საჭიროა ახლით შეცვლა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობებში ელექტრო მეურნეობის აღდგენა.
პროგრამა: შ.პ.ს. ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი (პროგრამული კოდი 0208. შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი 2020 წლის 5 მარტს შეიქმნა.
ორგანიზაციის დამფუძნებელია ქედის მუნიციპალიტეტის მერია და მის 100% წილს ფლობს. ძირითად საქმიანობებს წარმოადგენს:
ა) ტურისტული ობიექტების მოვლა შენახვა;
ბ) ტურისტული სერვისების შექმნა და განვითარება;
გ) გადასახადების ამოღება;
დ) ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის შესწავლა და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შექმნა;
დ) მუნიციპალიტეტში მოქმედ კვების თუ განთავსების ობიექტებზე დახმარება, როგორც ბიზნესის მართვის მხრივ ასევე რჩევების და რეკომენდაციების მიცემა
ე) მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პიარი და აშ
ვ) პროექტი „კარვების ქალაქი“ მართვა და განვითარება
ზ) პროექტი „ციფრული წიგნიერების ცენტრი“ მართვა და განვითარება
ორგანიზაციამ 2021 წელს შეისწავლა მუნიციპალიტეტის ტერიოტირაზე ათეულობით ტურისტული ობიექტი, ასევე ობიექტები, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა გახდეს ახალი ტურისტული ლოკაცია. შესწავლის შემდეგ მოხდა ანალიზი და ჩამოყალიბდა პრიორიტეტული ღონისძიებები, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2022 წლის ტურისტული ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, „შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნეს ხელი შეუწყოს განვითარებაში და მათი საჭიროებისამებრ შექმნას ის ინფრასტრუქტურული გარემო რომელიც დაეხმარება ბიზნეს განვითარებაში. ორგანიზაციის მიზანია ადვოკატირების და ლობირების განხორციელება ბიზნესითვის სხვადასხვა სახელმწიფო ორგანზაიციებთან, სამინისტროებთან და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ პერიოდის მანძილზე შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა, მოაწყო 4 ინფო-ტური მუნიციპალიტეტის მაშტაბით და განახორციელა 2 მედია ტური. კავშირები დაამყარა შემდეგ ორგიზაციებთან, როგორებიცაა: არასამთავრობო ორგანიზაცია სენი, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამეტი, ა/ო GIZ, ევროკავშირის ინიციატივა მერები ეკონომიკური ზრდისთვის და სხვადასხვა სამსახურებთან, რომელიც ჩართულნი არიან მუნიციპალიტეტში ტურისტული ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით. პროექტი: ურთიერთთანამშრომლობა სოფლის მდგრადი განვითარებისთვის.განმახორციელებელი: ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ( LAG ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა ქსელისა და კავშირების განვითარებით, რაც მიზნად ისახავს თემის გაძლიერებას და ადგილობრივი პროდუქტების და სერვისების მარკეტინგს როგორც ქედის მუნიციპალიტეტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშულ პროექტში „შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ წარმოადგენს პარტნიორ ორგანიზაციას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ განათავსა ერთი სენსორული მონიტორი სოფელ ვაიოში და ადმინისტრირებას უწევს პლატფორმას www.smartkeda.ge. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამა – უკეთესი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ქედაში ციფრული წიგნიერების ცენტრი ამოქმედა. აღნიშნულ ცენტრში წარმოდგენელია ყველა საჭირო თანამედროვე ტიპის ინვენტარი, რომელზეც წვდომა ექნება ქედის მუნიციპალკიტეტის და მეზობელი მუნიციპალიტეტების მსოახლეობას, ასევე უცხოელ თუ შიდა ტურიზმის წარმომადგნლებს. აღნიშნულ ცენტრს მართვას უწევს. „შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“„კარვების ქალაქში“ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარე ორცვის მთაზე ერთ, ორ და სამადგილიანი კარვები განთავსდა, პროექტის მიხედვით მეოწყო საშხაპეების, ბიოსაპირფარეშოების, სამზარეულოსა და საკონფერენციო დარბაზი. კარვები ყოველდღიური საჭიროების ინვენტარით აღიჭურვა. პროექტი არის ენერგოეფექტური, წარმოდგენელია სამზარეულოთი და შეხვედრების დარბაზით. შესაძლებელია ერთდროულად 110 ვიზიტორის მიღება. პროექტს მართავს „შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ( LAG) ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტის ამოცანაა ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება. აღნიშნულ პროექტში შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა გააკეთეა LAG_თან ერთად საგრანტო განაცხადი , რომელმაც ყველა ეტაპი გაიარა და ველოდებით ოფიციალურ პასუხს. პროექტის მიზანი იქნება ქედის მუნიციპალიტეტის რესურსის პოპულარიაზაცია სხვადასვხა ტიპის აქტივობებით.. მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც 2016 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში მიმდინარე მაღალი დონის კონფერენციის დროს დაიწყო1 და მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ ადგილობრივ ხელისუფლებებზე: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა2 . "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რის მიღწევასაც საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებისა და ტექნიკური უნარების განვითარებით და კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მეშვეობით შეძლებენ. აღნიშნულ პროექტში შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი აქტიურად არის ჩართული. ჩვენი ხშირი კომუნიკაციის საფუძველზე სამდივნო განხიილავს ქედაში ღვინის ინდუსტრიის, აგრო ტურიზმის, ეკო ტურიზმის, გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტების დახმარებას აბსოლიტურად უსასყიდლოდ. ასევე მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნულ პროექტში ქედა, შუახევი და ხულო ერთად არის ცართული და გააჩნია საერთო ეკონომიკური გეგმა. რასაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. მარტიდან დღემდე სამსახური აკეთებს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა, კვების და განტავსების ობიექტებს აძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს თუ როგორ დაიცვან ყველა სტანდარტი. აყალიბებს პარტნიორულ ურთიერთობებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, როგორც ადგილობრივი ასევე საქართველოს მაშტაბით. მახუნცეთის პრობლემა, რომელიც ეხება გარე მოვაჭრეეებს, სამსახურმა გააკეთა რამდენიმე შეხვედრა, მიაღწია მათთან შეთანხმება, რომ შექიმნას საერთო ზომის და ფორმის დახლი , რათა ტურისტული ლოკაცია გახდეს ევროპული სტანდარტის და იყოს მეტად მოწესრიგებული. ასევე მნიშვნელოვანია სამსახურის მდგრადობა და შემოსავლები რათა წლიდან წლამდე უფრო მეტად გახდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი შემოსავლებით ირჩენს თავს.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სამსახურის განვითარების გეგმა შემუშავდა, ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა დასრულდა, მოხდა არსებული ტურისტული ლოკაციების და სერვისების განვითარება, მოხდა გრანტების მოძიება მუნიციპალიტეტში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით, შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა გააფორმა 5 მემორანდუმი პარტნიორ ორგანიზაციებთან სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობისთვის, ქედის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს განვითარებით შეიქმნა ეკონომიკური ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც აისახა თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
პრიორიტეტი:
დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00).
პროგრამა: მუნიციპალური ნარჩენების მართვა და დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 00). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიის, მწვანე საფარის, არსებული ეზოების დაგვა-დასუფთავება; სანაგვე კონტეინერების დეზიფექცია, მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების, ქუჩების მორწყვა-მორეცხვა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის თოვლის საფარისაგან გაწმენდა, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში თოვლის მასის გატანა; საყოფაცხოვრებო, მყარი და დიდი ზომის ნარჩენების, ქუჩების მონახვეტის შეგროვება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ურნებში და ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ტრანსპორტირება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას მოემსახურება 2 ნაგავმზიდი. გარე- განათების მოვლა პატრონობა, უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებელყოფა, გზის გაწმენდა ჩამოწოლილი მეწყერის მასისაგან, გზის გაწმენდა თოვლის საფარისგან. საზოგადოებრივი საპირფარეშოებოის მოვლა-პატრონობა. მუნიციპალიტეტში სოფლებისათვის დამატებით კომუნალური მომსახურებისათვის კონტეინერების განთავსება დღემდე მომსახურების გარეშე დარჩენილი უბნებისათვის. რითაც მომსახურების სფეროში მოექცევა მუნიციპალიტეტის მთელი დასახლებული ტერიტორია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
შ.პ.ს. ქედის კომუნალურსერვისი (03010 1.
ნაგვისშემგროვებელი კონტეინერების შეძენა (030102.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა და მუნიციპალური ნარჩენების მართვა.
ქვეპროგრამა: შ.პ.ს. ქედის კომუნალურსერვისი (პროგრამული კოდი 03 01 0 1. ქვეპროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ მოიცავს ქუჩებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას, ნაგვის ურნებში განთავსებას. ამ მიმართულებით მუნიციპალტეტს ემსახურება 9 მეეზოვე. დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგლებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რის უზრუნველსაყოფად ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული წერტილის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ ქუჩებსა და გზებზე, სადღესასწაულო დღეებში დაბაში და თემების ცენტრებში დეკორატიული განათებების მოწყობა. მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ძირითად საზრუნავს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბისა და თემების ცენტრების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში, ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების, ქუჩების და სკვერების გაწმენდა თოვლის საფარისაგან. განხორციელდება დაბასა და თემებში საზოგადოებრივი სარგებლობის 12 საპირფარეშოს პერიოდული დასუფთავებისა და მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მაწანწალა ცხოველების გაუვნებელყოფითი ღონისძიებები, რითაც უზრუნველყოფლი იქნება შესაბამისი საფრთხის თავიდან აცილება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ქალაქსა და დაბებში საზოგადოებრივი სივრცეების დაგვა-დასუფთავება.
ქვეპროგრამა: ნაგვისშემგროვებელი კონტეინერების შეძენა (პროგრამული კოდი 03 01 02. მუნიციპალიტეტში სოფლებისათვის დამატებით კომუნალური მომსახურებისათვის კონტეინერების განთავსება დღემდე მომსახურების გარეშე დარჩენილი უბნებისათვის. რითაც მომსახურების სფეროში მოექცევა მუნიციპალიტეტის მთელი დასახლებული ტერიტორია.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის სოფლების კომუნალური მომსახურებისათვის ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად უმეტესი დასახლებული პუნქტებიდან ხდება კონტეინერებში ნარჩენების შეგროვება და მათი ტრანსპორტირება. დარჩენილია ცალკეული სოფლების ზოგიერთი უბანი მომსახურების გარეშე. მათი მომსახურების მიზნით დამატებით საჭიროა 35 ერთეული კონტეინერის შეძენა.
პრიორიტეტი:
განათლება (პროგრამული კოდი 04 00).
პროგრამა: სკოლამდელი აღზრდა და განათლება (პროგრამული კოდი 04 00). მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი 592 აღსაზრდელით, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)ი.პ. ქედის ბაგა ბაღების გაერთიანება. სულ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 254 თანამშრომელი, მათ შორის 32 კაცი და 222 ქალი. ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის(ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამით დაგეგმილია სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი აღზრდის წარმატებულ პედაგოგთა შრომის სტიმულირება და წახალისება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება (04010 1.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის თანაბარი ხელმისაწვდომობა,შექმნილია ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო გარემო.
ქვეპროგრამა: ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01 0 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 16 საბავშვო ბაღი 592 აღსაზრდელით, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)ი.პ. ქედის ბაგა ბაღების გაერთიანება. სულ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 254 თანამშრომელი, მათ შორის 32 კაცი და 222 ქალი. ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის(ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამით დაგეგმილია სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი აღზრდის წარმატებულ პედაგოგთა შრომის სტიმულირება და წახალისება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შექმნილია ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო გარემო და უზრუნველყოფილია ბავშვთა ადრეული განვითარება და სასკოლო მზაობა .
პრიორიტეტი:
კულტურა,ახალგაზრდობა, სპორტი და რელიგია (პროგრამული კოდი 05 00).
პროგრამა: სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 0 1. ქედის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება ფასიანი საჩუქრებით; ოლიმპიადის, მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ოფიციალური ჩემპიონატების საპრიზო (I,II,III) ადგილებზე გასული, ქედის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებისა და მწრთვნელების წახალისება ფულადი ჯილდოთი; ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენების (წარსულში ქედის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული ვეტერანი სპორტსმენი) დაჯილდოება ფულადი და ფასიანი საჩუქრებით; სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე სპორტსმენებისა და მწვრთნელების ტრანსპორტირებაში დახმარება; საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა და სპორტი ბარიერების გარეშე, ევროპის სპორტის კვირეული, რომლებშიც მონაწილეობას ღებულობენ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო და საბაზო სკოლები. რეგიონალური სპორტული შეჯიბრება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლა (05 01 0 1.
სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა ( 05 01 02.
სპორტული კლუბების განვითარების მხარდაჭერა (05 01 03.
სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (05 01 04.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა და წახალისებულია სპორტული მიღწევები.
ქვეპროგრამა: ა(ა)იპ-ქედის სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 0 1. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სასპორტო სკოლის მიმდინარე ხარჯებისა და სხვადასხვა სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფის დაფინანსება, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. სასპორტო სკოლაში მოქმედებს 7 სექცია (ფეხბურთი, ჭიდაობა, ჭადრაკი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, კინგბოქსი და ფრენბურთი), სადაც სწავლება უფასოა და 300-მდე ბავშვია სხვადსხვა სპორტულ სახეობებში ჩაბმული.
ფეხბურთი. არჩილ ფარტენაძის სახელობის ტურნირი
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდები, თამაშები დაიყოფა სამ ზონად და თითოეული ზონიდან პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას ფინალურ თამაშში, ფინალურ თამაშზე მონაწილე გუნდები და მწვრთნელები უზრუნველყოფილი კვებით, I, II, III ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასით, მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრები, ღონისძიებებში მონაწილე მსაჯთა ჯგუფი უზრუნველყოფილი იქნებიან კვების დღიური ნორმით.
- ავთანდილ ბერიძის ტურნირი ფრენბურთში,
- გურამ ჯიჯავაძის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში,
- გოგონათა სპორტული ფესტივალი და სხვა ღონისძიებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია სასპორტო სკოლის ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, შექმნილია თანაბარხელმისაწვდომი პირობები გოგონებისა და ბიჭებისთვის სკოლის ბაზაზე არსებული სპორტული სექციების სარგებლობისა და საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის.
ქვეპროგრამა: სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 02 0 1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსების მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია. პროგრამა ემსახურება სპორტული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას, სპორტსმენთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, მონაწილეობას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ დაგეგმილ ტურნირებში. ადგილობრივ სპორტსმენთა ჩართულობის ზრდას, პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენას, გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოებას.
ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში.ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება. ქედის სპორტსმენების/მწვრთნელების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა-წახალისება. შექმნილია თანაბარი პირობები გოგოებისა და ბიჭებისათვის.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ჩატარებულია სპორტული ტურნირები, ადგილობრივი და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სპორტსმენების მონაწილეობით.
პროგრამა: სპორტული კლუბების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 03. მოხდება ნიჭიერი და პერსპექტიული ბავშვების გამოვლენა და განვითარება მზადების ყველა ეტაპზე, რათა შემდეგ მოხდეს ძირითადი გუნდისათვის კვალიფიციური ფეხბურთელების და რაგბისტების ჩამოყალიბება. სელექციის პროცესი ხელს შეუწყობს საფეხბურთო ჯგუფებისა და გუნდების სასწავლო საწვრთნელი პროცესის ამაღლებას. მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება ერთერთი მთავარი პირობაა შედეგის მისაღწევად. 1 .ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა მიზნად ისახავს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების განვითარებას, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენების გამოვლენასა და მომზადებას. მიზანია ფეხბუღტის მეორე ლიგაში გადასვლა. კლუბის ბაზაზე არის ბავშთა და პროფესიულ ფეხბურთელთა გუნდი. 2.სარაგბო კლუბ „ფირალები“-ს საქართველოს რეგიონალურ ჩემპიონატში პირველ სამეულში მოხვედრა. აგრეთვე, რაგბის პოპულარიზაციის მიზნით მეტი ახალგაზრდის მოზიდვა რაგბის ასაკობრივ გუნდში, რაც ადგილობრივი პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდისა და ძირითადი გუნდის ქედის სპორტსმენებით დაკოპლექტების წინაპირობაა. კლუბის ბაზაზეა 2 ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
საფეხბურთო კლუბის მხარდამჭერი ღონისძიებები (სუბსიდირება 05 01 03 0 1.
სარაგბო კლუბის მხარდამჭერი ღონისძიებები (სუბსიდირება 05 01 03 02.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ფეხბურთისა და რაგბის კლუბების გამართული ფუნქციონირება. ბავშვთა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ჩართულობა.
ქვეპროგრამა: საფეხბურთო კლუბის მხარდამჭერი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 03 0 1. ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა,სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების განვითარება, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენების გამოვლენა და მომზადება, ფეხბურთის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. კლუბებში ბავშვთა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ფეხბურთის კლუბის გამართული ფუნქციონირება. ბავშვთა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ჩართულობა.
ქვეპროგრამა: სარაგბო კლუბის მხარდამჭერი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 03 02. რაგბის განვითარების ხელშეწყობა,სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების განვითარება, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენების გამოვლენა და მომზადება, პროფესიონალ რაგბისტთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ფეხბურთის კლუბის გამართული ფუნქციონირება და ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობა, პროფესიონალ რაგბისტთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროგრამა: სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04. ქედის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
სოფელ ზედა მახუნცეთში მინი სპორტული მოედნის მოწყობა (0501040 1.
სოფელ კვაშტაში მინი სპორტული მოედნის მოწყობა(05010402.
დაბა ქედაში აბუსერიძის ქუჩის მიმდებარედ მინი სპორტული მოედნის მოწყობა(05010403.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა, განახლებული მინი სპორტული მოედნები.
ქვეპროგრამა: სოფელ ზედა მახუნცეთში მინი სპორტული მოედნის მოწყობა (პროგრამული კოდი 05 01 04 0 1. სოფელ ზედა მახუნცეთში გასულ წლებში აშენებული მინი სპორტული მოედანი მოითხოვს გადაუდებელ რემონტს. მწყობრიდან გამოსულია გარე შემოკავების კედლები, მოსაწყობია განათება და სათამაშო მოედანზე დასაგებია ხელოვნური საფარი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 2022 წელში მოხდება სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მისი შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით.
ქვეპროგრამა: სოფელ კვაშტაში მინი სპორტული მოედნის მოწყობა (პროგრამული კოდი 05 01 04 02. სოფელ კვაშტაში გასულ წლებში აშენებული მინი სპორტული მოედანი მოითხოვს გადაუდებელ რემონტს. მწყობრიდან გამოსულია გარე შემოკავების კედლები, მოსაწყობია განათება და სათამაშო მოედანზე დასაგებია ხელოვნური საფარი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 2022 წელში მოხდება სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მისი შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით.
ქვეპროგრამა: დაბა ქედაში აბუსერიძის ქუჩის მიმდებარედ მინი სპორტული მოედნის მოწყობა (პროგრამული კოდი 05 01 04 03. დაბა ქედაში აბუსერიძის ქუჩის დასახლებაში, სადაც დაბისა და ახლომდებარე სოფლების ახალგაზრდობა ვერ სარგებლობს სპორტული ღონისძიებებისათვის შესაბამისი მოედნით, აშენდება ახალი კეთილმოწყობილი მინი სპორტული მოედანი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 2022 წელში მოხდება სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მისი შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით.
პროგრამა: კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02. ტრადიციული და სახალხო დღსასწაულების ჩატარება, მთავრობის მიერ ოფიციალურად დადგენილი დღეების აღნიშვნა.კონცერტების გამოფენების, გასტროლების, სახელოვნებო პროექტების, თეატრალური წარმოდგენების, საერთაშორისო, რეგიონალური და ადგილობრივი ფესტივალების,იუბილარ, ღვაწლმოსილ კულტურის მუშაკებთან შეხვედრა, მადლობის სიგელების,საპატიო ტიტულების, ერთჯერადი ფულადი ჯილდოების გაცემა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას/ორგანიზების ხელშეწყობას.
კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების პროფესიული განვითარება/გადამზადება/(ტრენინგები,ვორქშოფები, სემინარები,მასტერკლასები)
კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია, ქედის მუნიციპალიტეტის ტრადიციული სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაცია, კულტურული ღონისძიებების მოწყობა-ჩატარება.)
საერთაშორისო კულტურულ-ურთიერთობათა გაღრმავება ,დამეგობრებულ ქვეყნებთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება, ჩვენი კულტურის წარმოჩენა და გამოცდილების გაზიარება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
ა(ა)იპ-ქედის კულტურის ცენტრი (05 02 0 1.
ა(ა)იპ-ქედის ხელოვნების სკოლა (05 02 02.
ა(ა)იპ-ქედის მუზეუმი (05 02 03.
კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, მხარდაჭერა და ხელშეწყობა (05 02 04.
ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა (05 02 05.
კულტურის სახლებისა, კლუბებისა და ბიბლიოთეკების მშენებლობ- რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა (05 02 06.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმილია პირობები კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისთვის, ხელშეწყობილია კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა კოლექტევები და სტუდიები და უზრუნველყოფილია კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა. გაზრდილია მუნიციპალიტეტის კულტურული აქტივობა, ხელშეწყობილია კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა, შენარჩუნებული და დაცულია კულტურული მემკვიდრეობა.
ქვეპროგრამა: ა(ა)იპ-ქედის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 0 1. ქვეპროგრამის ფარგლებში ქედის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მეშვეობით განხორციელდება სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზება, მათ შორის: მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა. ადგილობრივი მოსახლეობის, სტუმრებისა და ტურისტებისათვის მრავალფეროვანი სანახაობის შეთავაზება. მნიშვნელოვანია კულტურის ცენტრში გაერთიანებული საშემსრულებლო კოლექტივების, სტრუქტურული ერთეულების- სასოფლო კლუბებისა და კულტურის სახლების – განვითარების ხელშეწყობა-წახალისება (კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, კოსტიუმირება, გასტროლი და სხვა მოტივაცია); სახელოვნებო დარგის ახალგაზრდებთან მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტები. მათი შემოქმედების განვითარებისათვის კულტურის ცენტრის, სასოფლო კლუბებისა და კულტურის სახლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეთავაზება და მაქსიმალური მხარდაჭერა. ღვაწლმოსილ მოქალაქეთა (კულტურის მუშაკების, პედაგოგების) განვლილი გზის განზოგადება და დაფასება (იუბილეები, შეხვედრები, ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და ა.შ.) ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქედის, როგორც ამ კულტურის ტრადიციის მატარებელი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის, გაცნობა ქვეყნის გარეთ და რეგიონში. ამ მიზნით მუნიციპალური ანსამბლებისათვის გასტროლების დაგეგმვა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ., საბიბლიოთეკო განყოფილებისათვის ფონდების შეგროვება, აღრიცხვა–დამუშავება და საკატალოგო მეურნეობის წარმოება საბიბლიოთეკო წესების შესაბამისად, მათი დაცვის უზრუნველყოფა; მოქალაქეთა მომსახურება საბიბლიოთეკო ფონდებით, კატალოგებით, კართოთეკებით, საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებების, საკლუბო შეხვედრების და სხვადასხვა თემატური გამოფენების მოწყობა.; ქედის კულტურის ცენტრთან არსებული მოსწავლე ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება უზრუნველყოფს მივიწყებული ხალხური რეწვის ტრადიციების შენარჩუნებას მოსწავლე ახალგაზრდობაში და მისი პოპულარიზაციის მიზნით მონაწილეობას მიიღებს სახალხო დღესასწაულებსა და ადგილობრივ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ტურიზმის ხელშემწყობ საერთაშორისო ღონისძიებებში. ოფიციალურად დადგენილი დღეების აღნიშვნა (საშობაო მსვლელობა ალილო 7 იანვარი, 25 თებერვალი, 3-8 მარტი, 9 აპრილი, 9 მაისი, 12 მაისი, 26 მაისი, 8 აგვისტო, 27 სექტემბერი, 3 დეკემბერი) ღონისძიებების ორგანიზება. მათ შორის: დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, 9 აპრილის მოგონების დღე, წიგნის დღისადმი კვირეულის აღნიშვნა ბიბლიოთეკაში. ახალი წიგნის პრეზენტაცია, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი კითხვაში, ანზორ ლორთქიფანიძის წიგნის პრეზენტაცია, ფესტივალი არტ-გენი, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის წარმომადგენლის მიღება, ექსპო ბათუმი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების თანაბარი ხელმისაწვდომობა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების განვითარება, ბიბლიოთეკის შეუფერხებელი ფუნქციონირება, კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებები და მოსწავლე ახალგაზრდობის სასწავლო შემოქმედებითი პროცესის ორგანიზება.
ქვეპროგრამა: ა(ა)იპ-ქედის ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02. ა(ა)იპ ქედის ხელოვნების სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სწავლის უფლებით სარგებლობენ ბავშვები 6 წლის ასაკიდან. სკოლაში არის სამი განყოფილება კერძოდ: საფორტეპიანო, საორკესტრო და ხალხური განყოფილება. ხლხურ განყოფილებაში ისწავლება ქართული ცეკვა, რომელშიც ორი ჯგუფია გოგონებისა და ვაჟების. ამ ჯგუფის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ინდივიდუალურად შეისწავლონ შერჩევითი საგანი, კერძოდ: სალამური, დოლი, ფანდური, ბასფანდური, ჭიბონი, გიტარა და კლასუკური ფანდური. სწავლება 6 წლიანია. სკოლას ჰყავს ქორეოგრაფიული და ფოკლორული ანსამბლები: „ჩანგი“, „საუნჯე“, „იასამანი“. ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ ქედის სახელოვნებო სკოლასთან არსებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მეშვეობით ხორციელდება სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზება, ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა. ადგილობრივი მოსახლეობისა თუ სტუმრებისათვის მრავალფეროვანი სანახაობის (კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი) შეთავაზება. მნიშვნელოვანია ა(ა)იპ ქედის სახელოვნებო სკოლაში საშემსრულებლო კოლექტივების ხელშეწყობა-წახალისება (კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, გასტროლი და სხვა მოტივაცია).
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმნილია პირობები სახელოვნებო განათლების თანაბრი ხელმისაწვდომობისთვის გოგონებისა და ბიჭებისთვის; ხელშეწყობილია მოსწავლეთა და პედაგოგთა კულტურულ-საგანმანათლებლო კვალიფიკაციის ამაღლება და კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ფორუმებში წარმატებები.
ქვეპროგრამა: ა(ა)იპ-ქედის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 03. მუზეუმი დაარსდა 1999 წელს, სადაც თავმოყრილი და გამოფენილია 5 000 ათასამდე ქედის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატი. საგამოფენო დარბაზში გამოფენილია არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული, ისტორიული, ხეზე კვეთილობის ნიმუშები და ფერწერული ტილოები. მუზეუმის არქეოლოგიურ მასალებში ინახება ათი ათასი წლის წინანდელი ქვის თოხი, ქვის ჩაქუჩები და შურდულის ქვები, ასევე მუზეუმში დაცულია იშვიათი ექსპონატები. საგამოფენო დარბაზი სრული დატვირთვით 2004 წლიდან მოქმედებს და წელიწადში 2000-დან 3000-მდე მნახველს მასპინძლობს. მნახველებს შორის მრავლადაა უცხოელი დამთვალიერებელი. ყოველივე აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი აფინანსებს მუზეუმის მიმდინარე ხარჯებს, ექსპონატების შესყიდვისა და ექსპედიციის ხარჯებს. დამფუძნებელია ქედის მუნიციპალიტეტი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ისტორიულ არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და კულტურის ძეგლების საველე კვლევა ძიების შედეგად მოპოვებული მასალის, ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა მატერიალური და სულიერი ფასეულობების აღრიცხვა, შეკრება, მოვლა, დაცვა-შენახვა, სისტემატიზაცია, ექსპონირება, შესწავლა და პოპულარიზაცია.
ქვეპროგრამა: კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, მხარდაჭერა და ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ანსამბლების, გუნდებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობა ადგილობრივ, საერთაშორისო და სხვადასხვა ღონისძიებებში, ჩარტარდება ტრეინინგები, მოწყობა გამოფენები ადგილობრივ, საერთაშორისო ფესტივალებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში, კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა; მოეწყობა ღონისძიებები საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში მოწვეული იქნებიან ბენეფიციარები, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით. უზრუნველყოფილი იქნება ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეთა კვება, სატრანსპორტო და სხვა თანმდევი მომსახურებები. იმ ხელოვანთა ხელშეწყობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებსა თუ გამოფენებში, ეროვნული ღონისძიებების პოპულარიზაციის მიზნით მოსახლეობაში შესაბამისი გარემოს შექმნა. ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყობა კულტურულ-გასართობი ლაშქრობები, ექსკურსიები, ტრეინინგები და სხვა აქტივობები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ჩატარებული კულტურული ღონისძიებები.
პროგრამა: ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიებები, ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა; პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმნილია ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, უზრუნველყოფილია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ხელშეწყობილია მათი სამოქალაქო ინიციატივები, ხელშეწყობილია გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობა.
ქვეპროგრამა: ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 02 05 0 1. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ინტელექტუალური, გასართობი და შემეცნებითი პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ინტელექტუალური დონის ამაღლებას, ხალისიანი და მსუბუქი განწყობილების შექმნას, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას და სტიმულირებას, ახალგაზრდების გაერთიანებას ინტერესების მიხედვით, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, კლუბური და გუნდური მუშაობის უნარების შეძენასა და განვითარებას. შექმნილია თანაბარი პირობები გოგებისა და ბიჭებისთვის.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმნილია ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, უზრუნველყოფილია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ხელშეწყობილია მათი სამოქალაქო ინიციატივები.
პროგრამა: კულტურის სახლებისა, კლუბებისა და ბიბლიოთეკების მშენებლობ- რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა (პროგრამული კოდი 05 02 06. ქედის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული აქტივობების განვითარების ხელშეწყობა, კულტურული ცხოვრების აქტივობის გაზრდა, ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა, კულტურულ საგანმანათლებლო სფეროების განვითარების ხელშეწყობა, ეროვნული ღონისძიებების პაპულარიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში არსებული კულტურის სახლისა და ადმინისტრაციული შენობის რემონტი
სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმისათვის ინვენტარის შეძენა
სოფელ მერისის კულტურის სახლის რემონტი.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაზრდილია მუნიციპალიტეტის კულტურული აქტივობა, ხელშეწყობილია კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა, შენარჩუნებული და დაცულია კულტურული მემკვიდრეობა.
ქვეპროგრამა: ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში არსებული კულტურის სახლისა და ადმინისტრაციული შენობის რემონტი (პროგრამული კოდი 05 02 06 0 1. შენობა აშენებულია გასული საუკუნის 70 -იან წლებში, დაზიანებულია შიდა ფართის კედლები, იატაკი და კარ-ფანჯრები, რასაც ესაჭიროება კაპიტალური რემონტი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 2022 წლისათვის დასრულდება შენობის კაპიტალური რემონტი.
ქვეპროგრამა: სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმისათვის ინვენტარის შეძენა (პროგრამული კოდი 05 02 06 02. 2021 წელს მიმდინარეობდა აღნიშნული მუზეუმის შეკეთება და საჭიორებს ინვენტარით აღჭურვას.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 2022 წლისათვის შეძენილი ინვენტარი.
პრიორიტეტი:
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00).
პროგრამა: ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 0 1. პროგრამის ფარგლებში არსებული 7 ქვეპროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ამბულატორიული მომსახურების პროგრამა(06010 1.
სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა(060102.
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის(060103.
ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება(060105.
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკმანტებით უზრუნველყოფა(060106.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენეტებით უზრუნვეყოფა(060107.
თემების სამედიცინო ცენტრებისა და ამბულატორიების კეთილმოწყობა და ინვენტარის შეძენა(060108.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაზრდილია ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე.
ქვეპროგრამა: ამბულატორიული მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06010 1. ვინაიდან მუნიციპალიტეტის სოფლები დიდი მანძილითაა დაშორებული საექიმო ამბულატორიასთან, რის გამოც ჭირს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, გამომდინარე აქედან აუცილებელი გახდა საექიმო ამბულატორიების ტრანსპორტითა და სხვა მომსახურეობით უზრუნველყოფა.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მერისის, დანდალოს, ცხმორისის, წონიარისის, ზვარის, დაბა ქედის, მახუნცეთის, დოლოგნის, ოქტომბრის და პირველი მაისის ამბულატორიებზე შესაბამისი მომსახურეობის გაწევა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 1. გაუმჯობესებული ამბულატორიული მომსახურება; 2. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
ქვეპროგრამა: სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა (პროგრამული კოდი 060102. ქედის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო სოფლის დასახლებულ ადგილებში მოსახლეობისთვის დროული სამედიცინო მომსახურეობის მიწოდება გართულებულია, რამაც გამოიწვია მათთვის ადგილზე ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ორგანიზების აუცილებლობა.
ქედის მუნიციპალიტეტში განთვსებულია 40 თემის სამედიცინო პუნქტი, შესაბამისად მერიასა და მომსახურე პერსონალს (მედდები) შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების საფუძველზე ხორციელდება მედიკამენტების მიწოდება და სხვა სამედიცინო მომსახურება.
თემის სამედიცინო პუნქტების (შემდეგ-თსპ) მედდებთან ხელშეკრულების გაფორმებას, თსპ-სათვის მედიკამენტებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების შეძენას ანხორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია.
მედდების შერჩევა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების საფუძველზე გასაუბრების წესით, თანდართული დოკუმენტებით (შესაბამისი განათლების დოკუმენტი, პირადობის მოწმობა, საბანკო რეკვიზიტები)
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა უზრუნველყოფილია ექიმამდელი პირველადი სამედიცინო დახმარებით, საჭირო მედიკამენტებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით.
ქვეპროგრამა: თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის (პროგრამული კოდი 060103. აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ქედის მუნიციპალიტეტიდან ამბულატორიულ აღრიცხვაზე არის 585-მდე პაციენტი, აქედან წლის განმავლობაში ყოველ თვიურად აქტიურად ამბულატორიას მიმართავს 50-60 პაციენტი, რაც ძალიან მცირეა და ამის ძირითადი მიზეზი არასათანადოდ განვითარებული ფსიქიკური ჯანდაცვის სიტემაა, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მომსახურების უწყვეტობისა და საფეხურებრივი ზრუნვის პრინციპები. აღნიშნული მომსახურების განხორციელება სათემო სერვისების განვითერბის გარეშე შეუძლებელია, სწორედ ამიტომაცაა საჭირო მობილური გუნდის მომსახურების დამატება ამბულატორიულ სერვისში. მობილური გუნდი ემსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს, რომლების ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონარში, ხოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას, წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგოიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს, გარდა ამისა ამ მომსახურებით იზრდება ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და ამავე დროს ცალსახად შეუმსუბუქდებოდა ხარჯები ამბულატორიულ დისპანსერულ მეთვალყურეობას.
2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ფსიქიკური ჯანდაცვის კონცეფციის დოკუმენტში, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი პრინციპებია განსაზღვრული, რაც მოიცავს: დაბალანსებულ ზრუნვას, მომსახურების ინტეგრაციას, უწყვეტობასა და თანმიმდევრულობას. თანამედროვე ფსიქიატრიული მომსახურება ეს არის დაბალანსებული მომსახურება თემზე და ჰოსპიტალურ მომსახურებაზე დაფუძნებულ ზრუნვას შორის.
ფსიქიკური პრობლემის მქონე ბენეფიციარები რაიონიდან ამბულატორიაში ვიზიტისთვის (განსაკუთრებით ის კატეგორია პაციენტების ვინც შეირჩევა მდგ-ს მიერ) საჭიროებს თანმხლებ პირს, რაც ოჯახისთვის ორმაგი დანახარჯია, რის გამო პაციენტები თვეების განმავლობაში ვერ აკითხავენ ამბულატორიას, შედეგად კი ეს შემდგომში პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავებით და სტაციონარებით სრულდება, რაც სახელმწიფოს როგორც ავღნიშნეთ გაცილებით ძვირი უჯდება, აქედან გამომდინარე გარდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა ეს პროექტი შეძლებს შეუმსუბუქოს პაციენტს და მათ ოჯახებს სოციალური მდგომარეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის საჭირო ღონისძიებების გაწევა უზრუნველყოფილია.
ქვეპროგრამა: ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 060104. საყოველთაო, სადაზღვევო კომპანიებისა, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტროს პროგრამით მიერ დაფინანსებების მიუხედავად ბენეფიციარებს, ოპერაციული მკურნალობისთვის მაინც რჩებათ გარკვეული რაოდენობის თანხა გადასახადი, რაც მძიმე ტვირთად აწვება ოჯახსებს.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას შემდეგ ბენეფიციარებზე: იმათ, ვისი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000, გაეწევათ დახმარება დარჩენილი თანხის 70% და 200 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს 50%-ით, არაუმეტეს 700 ლარის ოდენობით.
დამატებითი ინფორმაცია
პროგრამაში ჩასართავად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შესაბამისი ბენეფიციარების განცხადება მუნიციპალიტეტის მერის ან მერის მოადგილის სახელზე;
2. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
3. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (ფორმა №100);
4. საყოველთაო, სადაზღვევო კომპანიების და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი დაფინანსების თაობაზე;
5. შესაბამისი კლინიკის ანგარიშ-ფაქტურა;
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, ჩვენს მიერ ბენეფიციარზე გაიცემა საგარანტიო წერილი.
ანგარიშსწორება მოხდება, კლინიკის მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურეობის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
პროგრამა არ ითვალისწინებს კოსმეტიკური ოპერაციების თანადაფინანსებას.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებით.
ქვეპროგრამა: მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკმანტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 060105. საქართველოს მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარება ძირითადად უზრუნველყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მთელი რიგი სახელმწიფო (სამედიცინო) პროგრამებით. მიუხედავად ამისა COVID-19 პანდემიის დროს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისა და მოწყვლადი კატეგორიის მქონე ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების მიწოდება სიცოცხლისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მედიკამენტების შეძენა არ უჭირთ. აქედან გამომდინარე ქედის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა შესაბამისი ოჯახებისთვის აღნიშნული პროგრამა.
ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას ოჯახიდან წელიწადში ერთხელ მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას ვაუჩერის სახით. იმ შემთხვევაში თუ ოჯახში არის ორი შშმ პირი, ორი ვეტერანი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირი/ვეტერანი, მათ მიეცემათ ორი 200 ლარიანი ვაუჩერი.
ბენეფიციართა შერჩევის წესი:
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული;
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
შშმ პირები;
ომის ვეტერანები;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);
მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
მარტოხელა მშობლები და მათი შვილები;
მარტოხელა ასაკით პენსიონერები;
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების შესაძენად ვაუჩერების მიწოდება.
ქვეპროგრამა: მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკმანტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 060106. 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებული ბენეფიციარებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფი პროგრამა.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ასევე პენსიონერებს, შშმ პირებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს.
სახლემწიფო პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, ზოგიერთი მოქალაქე ვერ ღებულობს რიგი დასახელების მედიკამენტებს, რადგანაც სახელმწიფო პროგრამით მხოლდო მედიკამენტების ნაწილი დაფინანსდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ბენეფიციარები ხშირად მომართავდნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი მედიკამეტების შესყიდვის დაფინანსების მოთხოვნით.
დამატებითი ინფორმაცია
ა. მატერიალური რესურსის გაცემის სქემა:
მედიკამენტების გაცემა განხორციელდება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ბ. მოსარგებელთა შერჩევის წესი:
პროგრამაში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს ბენეფიციარი, რომელიც არის ქედის მუნუციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და წარმოადგენს შესაბამის
დოკუმენტებს:
1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე
2. აღნიშნული დაავადების (ეპილეფსია, პარკინსონი) დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა ფორმა №100, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი მედიკამენტის რაოდენობა და დოზა.
3.ბენეფიციართა პირადობის მოწმობის ასლი.
მედიკამენტების გაცემას უზრუნველყოფს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უწყისის შესაბამისად;
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 1. აღოფხვრილია არსებული ხარვეზები, მედიკამენეტბით უზრნვეყოფის მხვრივ; 2. გაუმჯობესებულია მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობ;
3. შემცირებულია მათი დანახარჯები მუდმივად მისაღები მედიკამენტების შესაძენად.
პროგრამა: სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02. პროგრამის ფარგლებში არსებული 14 ქვეპროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების დახმარება. მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობა და სხვა სოციალური ღონისძიებების განხორციელება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა(06020 1.
ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიატუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება(060202.
ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის(060203.
ოთხ და მეტ შვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი ფინანსური დახმარება(060204.
გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება(060205.
ჰემოდიალეზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობა(060206.
სამედიცინო და სოციალური რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რებილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა(060207.
საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზირებული სახურავების შეცვლა(060208.
ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლის პროგრამა(060209.
0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისათვის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფა(060210.
0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე სპეციალური სამკურნალო კვების პროდუქტების შესაძენად ფინანსური დახმარება(06021 1.
საქმიანობათა ცენტრი ქედაში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის(060212.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე (ბინის ქირით უზრუნველყოფა) ფინანსური დახმარება(060213.
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე ფინანსური დახმარება(060214.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა უზრუნველყოფილია ფინანსური დახმარებითა და სოციალური სერვისებით.
ქვეპროგრამა: სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06020 1. მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ქედის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია სასადილო დაბა ქედაში, რომელიც ემსახურება აღნიშნული კატეგორიის 25 ბენეფიციარს უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. ქვეპროგრამა მოქმედებს 2005 წლიდან.
მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი:
აღნიშნულ ქვეპროგრამაში ჩართვაზე უპირატესობა მიენიჭებათ მარტოხელებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
მიმდინარე ქვეპროგრამაში კვებით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთჯერადად ყოველდღიურად (წელიწადში 365 დღის) განმავლობაში მენიუს შესაბამისად.
შერჩევა მოხდება 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს შორის, უპირატესობა მიენიჭება დაბალი ქულის მქონე მარტოხელა და ინვალიდ ბენეფიციარებს.
დამატებითი ინფორმაცია:
ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული „მომსახურეობის შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის" შესაბამისად.
მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
2. ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
3. ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვება.
ქვეპროგრამა: ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიატუალო მომსახურების, მატერიალური და ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 060202. ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილ ადამიანებს, კერძოდ ომში დაღუპულებსა და ვეტერანებს, ბევრი რამ კეთდება მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობებსების მიზნით.
ქედის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის ქვეპპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უკვდავყოფის, გარკვეულ ოჯახებზე მატერიალური და ფინანსური დახმარების გაწევას.
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეომრის ოჯახისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა, გათვალისწინებულია ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ასევე ვეტერანების თხევადი აირით უზრუნველყოფა.
დამატებითი ინფორმაცია
ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გასაცემად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
2. ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
3. გარდაცვალების მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
4. ვეტერანის მოწმობა;
5. საბანკო რეკვიზიტები;
გამონაკლის შემთხვევაში პროგრამით 2022 წელში ისარგებლებს ის ოჯახი, რომელსაც ოჯახის წევრი გარდაეცვალა 2021 წლის დეკემბრის თვეში და დახმარება გაეწევა 2021 წლის პროგრამით გათვალისწინებული ოდენობით.
-თხევადი აირის გაცემა მოხდება კვარტალში ერთხელ გაცემული ტალონების საფუძველზე.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია მატერიალური და ფინანსური დამარება.
ქვეპროგრამა: ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის (პროგრამული კოდი 060203. 2016 წელს ქედაში დაწყებული საპილოტე პროექტი განსაკუთრებულად მორგებული და ეფექტური აღმოჩნდა სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარებისათვის რაზეც უშუალოდ მოხუცებიც საუბრობენ: „მათ დაამარცხეს სიკვდილის შიში და გაუჩნდათ ცხოვრების გაგრძელების იმედი“ რა აძლევთ მათ ამის საფუძველს ეს იყო აღნიშნულ პროექტში მჭიდრო და აქტიური როლი მოხალისეებისა, რომლებიც გაიწვრთნენ იმ აუცილებელი უნარებით რაც არამობილური ხანდაზმულების მოსავლელად და პირველი (ექიმამდელი) გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად იყო საჭირო , მოხუცებს დაურიგდათ გადასაადგილებელი საშუალებები (ეტლები, ყავარჯენი ჭოჭინა და ხელჯოხები) საჭიროების მიხედვით და მოხალისეებს მიეცათ მისი გამოყენების ინსტრუქტაჟი. პროექტი საქართველოში პირველად აჭარაში დაინერგა ეს არის განგაშის შეტყობინების ყელსაკიდები, რომელიც დაურიგდა 9 ბენეფიციარს და ის სრულად პასუხობს იმ აუცილებელ მოთხოვნას, რომელიც გააჩნიათ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს, ვინაიდან ისინი ხშირად საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ცხოვრობენ რაიონიდან მოშორებით , ხშირად უჩივიან სამედიცინო ეკიპაჟის დაგვიანებით მისვლას ან ზოგ შემთხვევაში (ტელეფონის არ ქონის, გონების დაკარგვის და სხვა) საერთოდ ვერ ახერხებენ გამოძახებას და ხშირად დაგვიანებული დახმარება ლეტალური შედეგების მიზეზი ხდება. ამიტომ ამ აპარატის საშუალებით მათ შეუძლიათ მასში წინასწარ მითითებული 5 ნომრიდანა (რომლის თანმიმდევრობაც გონივრულად და შეთანხმებულად არის ჩაპროგრამებული) თითის 1 დაჭერით გამოიძახონ . ამ ეტაპზე 1. მეზობელი, 2. მოხალისე 3. სოფლის ექიმი,) ამ აპარატის საშუალებით მოხუცები დაცულები არიან კრიმინალისაგან და სტიქიური მოვლენების დროს უმწეობის მიზეზით ტრაგიკული შედეგებისაგან.
დამატებითი ინფორმანია
მოსარგებელთა შერჩევის წესი:
პროგრამაში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს ბენეფიციარი, რომელიც არის ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა.
ქვეპროგრამა ხორციელდება თანადაფინანსებით, პროგრამის ინიციატორი არის ა(ა)იპ დახმარების ეროვნული ფონდი, რაზედაც შემდგარია თანამშრომლობის შესაბამისი მემორანდუმი. შესყიდვის ფორმა არის სუბსიდირების ხელშეკრულება, რომელსაც მუნიციპალიტეტი დებს ა(ა)იპ დახმარების ეროვნულ ფონდთან.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შემცირებულია მარტოხელა ხანდაზმულების ჯანმრთელობის ზიანის რისკი
ქვეპროგრამა: ოთხ და მეტ შვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 060204. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დემოგრაფიული პრობლემების ფონზე დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება. სწორედ ამიტომ, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენასთან დაკავშირებით დახმარებას მიიღებენ მშობლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ან/და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია ქედის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დემოგრაფიული პრობლემების ფონზე დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება. სწორედ ამიტომ, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენასთან დაკავშირებით დახმარებას მიიღებენ მშობლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ან/და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია ქედის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.
მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
2. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები დედანთან ერთად;
3. შვილების დაბადების მოწმობების ასლები დედანთან ერთად;
4. საბანკო რეკვიზიტები;
5. ერთ-ერთი მშობლის სხვა მუნიციპალიტეტში ან ქალაქში რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან ცნობა, რომ არ უსარგებლია შესაბამისი პროგრამით.
6. ცნობა მაღალმთიანობის შესახებ ერთ ერთი მშობლის სახელზე;
გამონაკლის შემთხვევაში 2022 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევა იმ ოჯახებს, რომლებსაც მე-4 შვილი შეეძინათ 2021 წელს და არ უსარგებლიათ დახმარებით, ხოლო დახმარება გაიცემა 2021 წლის ქვეპროგრამული თანხის შესაბამისად.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ფინანსური დამარება უზრუნველყოფილია.
ქვეპროგრამა: გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 060205. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რის გამოც ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 0-დან 100 000 ქულის მქონე ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებას 500 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარებია გაწევა.
ქვეპროგრამა: ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირება (პროგრამული კოდი 060206. პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირებისათვის ფინანსურ დახმარებას. ტრანსპორტირების ხარჯი ერთ ბენეფიციარზე გათვლილია ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიერ მოწოდებული მგზავრობის ღირებულების მიხედვით, (პაციენტები ყოველთვიურად იტარებენ 13-მდე დიალიზის სეანს), ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს არ აქვს ტრანსპორტირების ხარჯები, ძირითადად ცხოვრობენ სოფლად და უწევთ ორი სახის ტრანსპორტის შეცვლა. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.
მატერიალური რესურსის გაცემის სქემა:
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მონაცემების საფუძველზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური მიმართავს მერს პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებზე ყოველთვიური სოციალური დახმარების თაობაზე დიალიზის ცენტრამდე და უკან ტრანსპორტის ხარჯების გაწევის თაობაზე, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მერიის საფინანსო სამსახური გადაურიცხავს ყოველთვიურად თვის ბოლო რიცხვებში პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარს შესაბამის პირად ანგარიშებზე თანხას.
დამატებითი ინფორმაცია
მატერიალური რესურსის გაცემის სქემა:
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მონაცემების საფუძველზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური მიმართავს მერს პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებზე ყოველთვიური სოციალური დახმარების თაობაზე დიალიზის ცენტრამდე და უკან ტრანსპორტის ხარჯების გაწევის თაობაზე, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მერიის საფინანსო სამსახური გადაურიცხავს ყოველთვიურად თვის ბოლო რიცხვებში პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარს შესაბამის პირად ანგარიშებზე თანხას.
მოსარგებლეთა შერჩევის წესი:
1. დიალიზით დაავადებული მოქალაქის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის ან მერის მოადგილის სახელზე სახელზე;
2. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (ფორმა №100);
3. დიალიზით დაავადებული მოქალაქის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
პროგრამაში ბენეფიციარის მიერ დამაკმაყოფილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება მოხდეს განაცხადის შემოტანის დღიდან. პროგრამაში ასახული ბენეფიციართა რაოდენობა არის საორიენტაციო ციფრი და პროგრამა განხორციელდება რეალურად ჩართული ბენეფიციარების მიხედვით.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობა.
ქვეპროგრამა: სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 060207. პროგრამა ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე თაანამხლებ პირთან ერთად მგზავრობის ღირებულების ანაზღაურებას, რომელთა კურსები დაფინანსებულია აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები (ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები.
ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 7 წლამდე ასაკის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 1 (ერთი) ბავშვისათვის ადრეული განვითარების სპეციალისტის მიერ მომსახურების გასაწევად ადგილზე მიმოსვლის ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას. ტრანსპორტის ხარჯი თვეში 8 ვიზიტი 120x12=1440 ლარი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობა.
ქვეპროგრამა: საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზირებული სახურავების შეცვლა (პროგრამული კოდი 06 02 08. ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში რეგისტრირებულია ათეულობით განცხადება, რომლითაც ითხოვენ სიძველის გამო საცხოვრებელი სახლებზე ამორტიზირებული სახურავების შეცვლით დახმარებას. გამომდინარე აქედან საჭიროა აღნიშნული პროექტის განხორციელება, რათა ეტაპობრივად მოხდეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
პროგრამის ფარგლებში, 0,4-0,45 მმ თუნუქის ფურცელის შეძენა და გაცემა განხორციელდება კომისიური წესით (მონაკვეთების ან მთლიანი ნაწილის) გადახურვის მიზნით. თუნუქის ფურცლების გაცემისას უპირატესობა მიენიჭება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს.
დამატებითი ინორმაცია
მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განხცადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
2. მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
3. შესაბამისი კომისიის აქტი ფოტო მასალასთან ერთად;
თუნუქის ფურცლები გაიცემა ინდივიდუალურად შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებულია მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები.
ქვეპროგრამა: ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლა (პროგრამული კოდი 060209. ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კატეგორია, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველის გამო ამორტიზირებულია და საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან აღნიშნულ ოჯახებს არ გააჩნიათ ახალი საცხოვრებელი სახლების აშენების ან აღდგენის რესურსი, მუნიციპალიტეტის მერია მათ შეუძენს ახალ კაპიტალურ საცხოვრებელ სახლებს.
ბენეფიციართა შერჩევა მოხდება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
პროგრამაში ჩაერთვება 0-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებულია მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები.
ქვეპროგრამა: 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისათვის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 060210.
შემუშავებული იქნა მოვლის საჭიროების მქონე პირთათვის მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამა. ქვეპროგრამის ფარგლებში პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით სამედიცინო მოვლის საგნების შესასყიდათ ყოველთვიური ფინანსური დახმარება გაეწევა 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს.
დამატებით ინფორმაცია
პროგრამით ისარგებლებს 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირები.
პროგრამაში ჩასართავად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ერთერთი მშობლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის ან მერის მოადგილის სახელზე;
2. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
3. შშმ პირის დამადასტურებელი მოწმობა ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
4. ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
5. განმცხადებლი საბანკო რეკვიზიტები;
მოვლის საჭიროების საგნების საფასური გაიცემა ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. ანგარიშსწორება მოხდება ყოველი თვის ბოლოს.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ფინანსური დახმარებით 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირები.
ქვეპროგრამა:
0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე სპეციალური სამკურნალო კვების პროდუქტების შესაძენად ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06021
1. არსებობს იშვიათი დაავადებები (ფენილკეტონურია, ცელიაკია და ა.შ.), რომელთა მკურნალობის ძირითადი საშუალებაა დიეტათერაპია, დროული და სწორი დიეტის შემთხვევაში ბავშვი სრულფასოვნად განვითარდება და არაფერი შეაწუხებს. ასეთი პაციენტების სხვა ბავშვებისგან განმასხვავებელი ერთადერთი ნიშანი კვების რაციონი არის, რისთისაც საჭიროა შესაბამისი პროდუქტის შეძენა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და აღნიშნულ ოჯახებს ფინანსური ხარჯები მძიმე ტვირთად აწევს.
გამომდინარე აქედან მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ასეთ კატეგორიის ბენეფიციარებზე სპეციალური-სამკურნალო კვების პროდუქტების შესაძენად ყოველთვიურად გაუწიოს ფინანსური დახმარება.
დამატებითი ინფორმაცია
პროგრამით ისარგებლებს 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები.
პროგრამაში ჩასართავად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ერთერთი მშობლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
2. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
3. ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
4. ექიმის მიერ გაცემული ფორმა №100, სადაც მითითებული იქნება, რომ მოქალაქე ნამდვილად საჭიროებს სპეციფიკურ-სამკურნალო კვების პროდუქტებს;
5. განმცხადებლი საბანკო რეკვიზიტები;
ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამა: საქმიანობათა ცენტრი ქედაში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის (პროგრამული კოდი 06 02 12. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაცია (საქართველოს კანონი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ 15/07/2017), ემსახურება განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების ხვედრის შემსუბუქებას, მათი სიცოცხლისა და ღირსების დაცვას. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წარმოადგენს ერთადერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილება) შესაბამისად შემდეგი ფუნქციები აქვს: მონაწილეობს სამძებრო და სამაშველო საქმიანობებში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კოორდინირებით ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოფხვრაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებს; არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამხმარე რგოლი დაზარალებული მოსახლეობისათვის პირველი დახმარების უზრუნველყოფაში და საველე ჰოსპიტალის მოწყობაში; ასევე ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაზარალებული მოსახლეობისათვის წყლისა და საკვების მიწოდებაში საგანგებო სიტუაციის დროს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას აქვს როგორც თემებში მოწყვლადი ჯგუფების ((სკოლამდელი ასაკის ბავშვები და მოზარდები, ხანდაზმულები, ასევე იძულებით გადაადგილებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები) წინაშე არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირების, ასევე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისა და რისკების შემცირების მრავალწლიანი გამოცდილება, ცოდნა და პოტენციალი. იგი ხელს უწყობს უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარებას საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე პარტნიორთა მობილიზებით და თთგ (თემის თანამონაწილეობით განვითარება) მიდგომის გამოყენებით, რომლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ყველა დაინტერესებულ მხარეს თემის საჭიროებებზე რეაგირების პროცესში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და თვით თემის წევრებს, რაც შემდგომში არის ამ პროცესის მდგრადობის წინაპირობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი:
1. უზრუნველყოფილია კატასტროფების მართვა (რისკის შემცირება, მზადება და რეაგირება);
2. გაზრდილია ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და სოციალური მხარდაჭერა;
ქვეპროგრამა: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე (ბინის ქირით უზრუნველყოფა) მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარაებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახებზე მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ხორციელდებოდა დროებითი საცხოვრებლის ბინის ქირის უზრუნველსაყოფად მატერიალური დახმარება. ვინაიდან, საგრძნობლად იზრდება ასეთი ოჯახების რაოდენობა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისი გახდა დაზარალებულ ოჯახებზე ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა, რის გამოც საჭირო გახდა მიზნობრივი პროგრამის შემუშავება. ქვეპროგრამის ფარგლებში (ბინის ქირის ასანაზრაურებლად) კომპენსაციის მიღების უფლება აქვს:
1. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და მცხოვრებ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიური პროცესის ზონაში მოხვედრილი საცხოვრებელი სახლი, რომლის ნაწილი ან მთლიანად დანგრეულია ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის , წყლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლ/ზვავი და სხვა) და შესაბამისი კომპეტენტური უწყებიდან გაცემული გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას.
2. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და მცხოვრებ იმ პირს, რომლის ფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის, წყლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლ/ზვავი და სვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას და გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას.
3. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და მცხოვრებ იმ პირს, რომლის ფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი იმყოფება სტიქიური მოვლენების ზონაში და გეოლოგიური თვალსაზრისით საცხოვრებელი სახლების შედგომი ექსპლუატაციის მიზნით, სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიების განხორციელებამდე შესაბამისი კომპეტენტური.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: აღმოფხვრილია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ბინის ქირით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამა: მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 14. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი ბავშვზე ზრუნვის ტვირთს ორივე მშობელს თანაბრად აკისრებს, თუმცა პირს, რომელიც მარტო (მეორე მშობლის გარეშე) ზრდის თავის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს, მშობლის უფლებები და ვალდებულებები მხოლოდ საკუთარ თავზე აქვს აღებული, რაშიც არა მხოლოდ ბავშვის მორალური აღზრდა იგულისხმება, არამედ ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფაც.
შვილის აღზრდა–განვითარება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამ ხარჯების გაწევა მხოლოდ იმ მშობლებს უწევთ, ვისთანაც ბავშვი ფაქტობრივად იზრდება.
გამომდინარე აქედან მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ასეთ კატეგორიის პირებს ყოველთვიურად გაუწიოს ფინანსური დახმარება.
დამატებით ინფორმაცია:
პროგრამით ისარგებლებს მარტოხელა მშობელი, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ დაბადების აქტში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის ან/დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელთაც შვილად ჰყავთ აყვანილი 18 წკლამდე ასაკის ბავშვი და რომლებიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
პროგრამაში ჩასართავად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მშობლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
2. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
3. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
4. მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ ცნობა;
5. განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
6. ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებულია მარტოხელა მშობლის სოციალური მდგომარეობა და ფინანსური კეთილდღეობა.
|
თავი III
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები