„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.140.016488
48
16/12/2022
ვებგვერდი, 19/12/2022
200230000.35.140.016488
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2022 წლის 16 დეკემბერი

დაბა ასპინძა

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/06/2015, ს/კოდი: 200230000.35.140.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართის „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების  შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“  მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების  1 პროცენტის ოდენობით.   ხოლო საქმიანობისათვის – სპორტის სფეროში დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1%-ს ოდენობით 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე