დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.160.016777 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 12.08.2014, 010250040.35.160.016212) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 4. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) საჯაროობა; გ) კოლეგიურობა; დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა; ე) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; ვ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა; თ) ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე. 2. საკრებულო თავის საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპის დაცვა და ამ მიზნით: ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები შეუსაბამოს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას; ბ) მიიღოს ზომები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად; გ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება, რისთვისაც უნდა შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი.“ 2. დანართის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) დაიცვას ამ რეგლამენტით დადგენილი ქცევის სტანდარტები და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მოთხოვნები, როგორც საკრებულოს სხვა წევრების, ისე საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა მიმართ;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები