დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2399-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.020744 |
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 15092 მუხლი:
„მუხლი 15092. მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესი 1. ამ მუხლის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს, შეიძლება დარეგისტრირდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. გარდაქმნის შემდეგ სუბიექტი აგრძელებს არსებობას ახალი სამართლებრივი ფორმით. 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში ყველა პირს დაარეგისტრირებს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, თუ ისინი დააკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს, მიუხედავად „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულებების რაოდენობის შეზღუდვისა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში პირის ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ფუნქციონირების (მის მიერ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის ფლობის) შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს 2024 წლის 1 ივლისამდე. მისი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, გარდაქმნილი სუბიექტის ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით საწარმოს რეორგანიზაციისთვის დადგენილი წესები იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნებისთვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2022 წ. N2399-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები