„რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 08/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016572
57
08/12/2022
ვებგვერდი, 13/12/2022
300280000.16.009.016572
„რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №57

2022 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 29-ე მუხლების, აგრეთვე, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 16/12/2020, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016414) პირველი პუნქტით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგულირების საფასური გაანგარიშდება შემდეგი ფორმულით:

R=Q*K

სადაც,

„R“ – რეგულირების საფასური (ლარი);

„Q“ – რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ საანგარიშგებო თვის განმავლობაში რეგულირებული საქმიანობიდან მიღებული (დარიცხული) შემოსავალი (დღგ-ის გარეშე);

„K“ – შესაბამისი რეგულირებული საქმიანობისთვის დადგენილი რეგულირების საფასურის კოეფიციენტის მნიშვნელობა, განსაზღვრული 0.003-ის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე