,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლების ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ“

  • Word
,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლების ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 08/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.10.003.001.063
  • Word
118
07/05/2008
სსმ, 70, 08/05/2008
290.160.000.10.003.001.063
,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლების ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №118

2008 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლების ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე:

1. სადაზღვევო ვაუჩერი მიეცეთ სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მწერლებს, რომელთა დაზუსტებულ ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების რიცხვი, თვე, წელი).

2. სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო ვაუჩერის გადაცემის პირობები განისაზღვროს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილებით დამტკიცებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შესაბამისად.

3. სადაზღვევო ვაუჩერის მფლობელ სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მწერლებს სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის შესარჩევად თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის პერიოდი განესაზღვროთ 2008 წლის 10 ივნისამდე.

4. 2008 წელს სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო ვაუჩერის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. კვიტაშვილი) და ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის მოქმედების ვადასთან დაკავშირებული ხარჯები გაითვალისწინონ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში.

6. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ ამ დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერიზაციის პროცესთან დაკავშირებული შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე