დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის პენეტრაციის (შეღწევადობის) ტესტის ჩატარების წესისა და პერიოდულობის დადგენის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 დეკემბრის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 34 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო |
მიღების თარიღი | 07/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 140000000.65.077.016014 |
|
პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის პენეტრაციის (შეღწევადობის) ტესტის ჩატარების წესისა და პერიოდულობის დადგენის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 დეკემბრის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მარტის № 157 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის პენეტრაციის (შეღწევადობის) ტესტის ჩატარების წესისა და პერიოდულობის დადგენის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 დეკემბრის №32 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა) წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პენეტრაციის ტესტი შესაძლოა გრძელდებოდეს არაუმეტეს 7 თვისა, ხოლო საჭირო კაც-საათების რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 125 სამუშაო დღეს და 20 შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პენტესტერს/პროფესიონალს. პენეტრაციის ტესტის მომსახურების საფასურის განაკვეთები განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის №6 ბრძანებით.“; ბ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი: „მუხლი 9. წესის მოქმედება ამ წესის მოქმედება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლისა, ვრცელდება სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ავტორიზებული ორგანიზაციების მიერ მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებში პენეტრაციის ტესტის ჩატარებაზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები