დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 552 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023763 |
|
| მუხლი 1 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის №601 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/12/2019, 300160070.10.003.021621) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის: 1. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 44980 ჰა-ს, მათ შორის, სახმელეთო ტერიტორიის ფართობია 29229 ჰა, ხოლო მდ. რიონისა და მდ. ჭურიის შესართავებს შორის მდებარე საზღვაო აკვატორიის − 15751 ჰა.“; ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ხობის უბნის ფართობი შეადგენს 8422 ჰა-ს;“. 2. 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობია 44980 ჰა. 3. გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა − 29738 ჰა; ბ) ბუნების მართვადი დაცვის ზონა − 973 ჰა; გ) ტრადიციული გამოყენების ზონა − 14269 ჰა.“. 3. დანართი 1 და დანართი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. დანართ 11-ის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საზღვრის კოორდინატები:
ბ) კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონის საზღვრის კოორდინატები:
.“. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 12: „დანართი 12. „UNESCOS-ს ნომინირებული ტერიტორიების ზონები და ტერიტორიულ-ფუნქციური ზონები“
.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები