„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 550
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023761
550
07/12/2022
ვებგვერდი, 08/12/2022
240110000.10.003.023761
„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №550

2022 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2014, 240110000.10.003.018341) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ მე-3 მუხლის:

1. მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ინსპექტირების შედეგებით დადგენილი იქნება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ საწარმოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ბიზნესოპერატორს ერთი თვის ვადით, ხოლო გემ-საყინულესა და გემ-ქარხანას, რომელიც დაცურავს საქართველოს დროშის ქვეშ − 6 თვის ვადით ანიჭებს პირობით აღიარებას.

8. პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტო ახორციელებს განმეორებით ინსპექტირებას, რომლის საფუძველზე:

ა) პირობითი აღიარების ვადა გრძელდება 1 თვით, ხოლო გემ-საყინულისა და გემ-ქარხნის შემთხვევაში, რომელიც დაცურავს საქართველოს დროშის ქვეშ − 6 თვით, თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ბ) არ გრძელდება პირობითი აღიარების ვადა:

ბ.ა) თუ აღმოჩნდა ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი;

ბ.ბ) თუ ბიზნესოპერატორს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ევალება, დანერგოს და არ აქვს დანერგილი სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად;

გ) ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.

2.  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.  პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. თუ გემი-საყინულე ან გემი-ქარხანა დაცურავს საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ, ასეთი ბიზნესოპერატორის პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, განმეორებითი ინსპექტირების საფუძველზე, ბიზნესოპერატორი წყვეტს საქმიანობას ან ენიჭება აღიარება.“.

3. მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბიზნესოპერატორზე, რომელსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე მინიჭებული აქვს პირობითი აღიარება, ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს მინიჭებული პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი