„ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის №2-1036 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-914
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 14/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016752
2-914
14/12/2022
ვებგვერდი, 15/12/2022
340050000.22.023.016752
„ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის №2-1036 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-914

2022 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის №2-1036 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1
„ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის  №2-1036 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 25/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 340050000.22.023.016559) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესის“:
1. მე-2 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ღვინის თანმხლები დოკუმენტები – სასაქონლო ზედნადები, ლაბორატორიული გამოცდის ოქმი, შესაბამისობის სერტიფიკატი.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოს ღვინის ხარისხის შენარჩუნება და მისი მაჩვენებლების შესაბამისობა ლაბორატორიული გამოცდის ოქმსა და შესაბამისობის სერტიფიკატში მითითებულთან, ღვინის რეალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში;“

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მომხმარებელს ლაბორატორიული გამოცდის ოქმი და შესაბამისობის სერტიფიკატი და მიაწოდოს სრული ინფორმაცია ღვინის წარმომავლობის შესახებ (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად);“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია