დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 549 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.10.003.023760 |
|
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − საკრედიტო საგარანტიო სქემის“ მე-4 მუხლის:
1. მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) მიეცეს სააგენტოს უფლება, სასესხო შეთანხმების ფარგლებში, ამავე შეთანხმების ფარგლებში გაცემული სესხებისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების გადარიცხვისთვის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ, სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით, ამ პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით. სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს;“. 2. მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) მიეცეს სააგენტოს უფლება, სასესხო შეთანხმების ფარგლებში, ამავე შეთანხმების ფარგლებში გაცემული სესხებისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების გადარიცხვისთვის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ, სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით, ამ პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით. სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები