ხაშური, „ზემო სერსა“ და დაბა სურამში გამავალ, უსახელო ქუჩისათვის ,,ახალი ბანა“-ს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ხაშური, „ზემო სერსა“ და დაბა სურამში გამავალ, უსახელო ქუჩისათვის ,,ახალი ბანა“-ს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016007
69
01/12/2022
ვებგვერდი, 07/12/2022
000000000.00.143.016007
ხაშური, „ზემო სერსა“ და დაბა სურამში გამავალ, უსახელო ქუჩისათვის ,,ახალი ბანა“-ს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №69

 20 22 წლის 1 დეკემბერი

ხაშური

ხაშური , „ ზემო სერსა და დაბა სურამში გამავალ , უსახელო ქუჩისათვის ,, ახალი ბანა “- ქუჩის სახელის მინიჭების   შესახებ

  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა ხაშური, „ზემო სერსა“ და დაბა სურამში გამავალ, უსახელო ქუჩისათვის ,,ახალი ბანა“-ს ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.

საქართველოს ორგანული კანონის   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  24-ე  მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  შესაბამისად,   ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ხაშური, „ზემო სერსა“ და დაბა სურამში გამავალ, უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (მდებარეს: ხაშური გაგარინის ქუჩის გაგრძელებაზე, იწყება სამხრეთიდან X - 383924, Y- 4651186 კოორდინატზე და მთავრდება სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში X - 383570, Y – 4652107 კოორდინატებზე, ქუჩის სიგრძე შეადგენს 1400 მეტრს, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ტყე, დასავლეთიდან - ზემო სერის ყოფილი პარკი) მიენიჭოს „ახალი ბანას“ ქუჩის სახელი.

2. განკარგულება აღსასრულებლად  გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდესსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge -ზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან  ერთი თვის განმავლობაში  სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას . №15).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                             ნინო ლიპარტელიანი