,,საქართველოს ფინანსთა სამინიხტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისოს №269 ბრძანებაში ცვლი.ლებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინიხტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისოს №269 ბრძანებაში ცვლი.ლებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 100, 10/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 31/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.006.046
  • Word
414
27/08/2003
სსმ, 100, 10/09/2003
200.250.000.11.117.006.046
,,საქართველოს ფინანსთა სამინიხტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისოს №269 ბრძანებაში ცვლი.ლებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.006.046

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №414

2003 წლის 27 აგვისტო

 ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  2003 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საბაჟო დეპარტამენტისათვის დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შეიქმნას საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო და, საბაჟო სისტემის განვითარების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო და შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 03.09.2002 წ., №88, მუხ. 797) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის დანაყოფებია:

ა) თავმჯდომარის აპარატი;

ბ) კადრების სამმართველო;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

დ) ცენტრალური ბუღალტერია;

ე) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;

ვ) საფინანსო-სატარიფო სამმართველო;

ზ) საბაჟო სტატისტიკისა და ინფორმატიკის სამმართველო;

თ) აქციზური საქონლის სამმართველო;

ი) იურიდიული სამმართველო;

კ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;

ლ) განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო;

მ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო;

ნ) საბაჟო სისტემის განვითარების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო.“;

      „მუხლი 6.

ბ) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავმჯდომარის აპარატის ძირითადი ამოცანაა: თავმჯდომარის თათბირების ორგანიზება და მათი სათანადო საოქმო გაფორმება, მიღებული დავალებების შესრულებაზე კონტროლი; დეპარტამენტში შემოსული კორესპოდენციების აღრიცხვა და დამუშავება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; დეპარტამენტში საქმისწარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვის და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება.”;

გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

     „მუხლი 161. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო

საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება. დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებაზე გავლენის ანალიზი. საზოგადოებასთან და მასმედიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინების, განცხადებების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება. დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ფორმირება საზოგადოებაში. საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება.”;

დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 162 მუხლი:

     „მუხლი 162. საბაჟო სისტემის განვითარების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო

საბაჟო სისტემის განვითარების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სისტემაში დახმარების პროექტების კოორდინაცია, მათი მიმდინარეობის ანალიზი. ინფორმაციის მომზადება და დახმარების პროექტებით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების და ტექნიკური დახმარების მდგომარეობის შესახებ, საბაჟო სისტემის საჭიროებათა დეტალური შესწავლა, პრიორიტეტების გამოვლენა და დონორი ორგანიზაციების მოძიება. საბაჟო სისტემების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების გამოვლენა და განვითარების გეგმების შედგენა, მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი