დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატთა წარდგენისა და დანიშვნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 29/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 02/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.020.13.007.006.045 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.020.13.007.006.045
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №11/2003
2003 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატთა წარდგენისა და დანიშვნის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 1281 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის კანდიდატთა წარდგენა ხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არა უგვიანეს 2003 წლის 5 სექტემბრისა ამ დადგენილების მე-2 მუხლის “ა”-“დ” ქვეპუნქტებით უფლებამოსილი სუბიექტების მიერ – არა უგვიანეს 2003 წლის 7 სექტემბრისა.
მუხლი II. ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ:
ა) ქალაქ თბილისის საკრებულოს, საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე – ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე შექმნილ ათივე საოლქო საარჩევნო კომისიაში;
ბ) ქალაქის საკრებულოს, საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე – იმ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც შექმნილია დიდი ქალაქების (ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი) ტერიტორიაზე;
გ) რაიონის საკრებულოს, საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე – გარდა ამ მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებში მითითებულის საოლქო საარჩევნო კომისიებისა;
დ) შესაბამისად ქალაქის (რაიონის) მერს (გამგებელს);
ე) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა არანაკლებ 3 წევრს ერთობლივად.
მუხლი III. კანდიდატთა წარდგენის შესახებ დოკუმენტებს თან უნდა ერთვოდეს საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 33-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.
მუხლი IV. წარდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არა უგვიანეს 2003 წლის 9 სექტემბრისა სიითი შემადგენლობის 2/3-ით ერთ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ავტომატურად ნიშნავს მას, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით – 3 კანდიდატს (თუ წარდგენილია სამზე მეტი კანდიდატი), რომელთაგანაც ერთს ნიშნავს თავმჯდომარე.
მუხლი V. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა მოხდეს არა უგვიანეს 2003 წლის 10 სექტემბრისა.
მუხლი VI. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი VII. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ზესაშვილი
კომისიის თავმჯდომარე
მ. კოპალეიშვილი
კომისიის მდივანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები