„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 02/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016570
55
02/12/2022
ვებგვერდი, 05/12/2022
300320000.16.009.016570
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №55

2022 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილების (ვებგვერდი, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016110) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატარიფო რეგულირების პერიოდი (n) განისაზღვრება 5 კალენდარული წლით.“.

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახვას ექვემდებარება პრივატიზებული სახელმწიფო ქონების (აქტივის) რეკონსტრუქციაზე გაწეული ხარჯები, თუ სახელმწიფო ორგანოს მიერ აქტივზე გაცემული მშენებლობის ტექნიკური პირობის საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, საწარმომ განახორციელა ან უნდა განახორციელოს აქტივის რეკონსტრუქცია და აღნიშნული აქტივის ექსპლუატაციაში მიღებიდან გასულია არანაკლებ 5 წელი.“.

3. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი უარყოფითი რიცხვია, სახელფასო ფონდთან მიმართებაში იგი გათვალისწინებული იქნება ნულოვანი მაჩვენებლით (CPI t+j =0%), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღემატება 10%-ს, სახელფასო ფონდთან მიმართებაში იგი გათვალისწინებული იქნება 10%-ის ოდენობით (CPI t+j =10%).“.

4. 28-ე მუხლის:

ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატარიფო რეგულირების პერიოდის განმავლობაში ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ტარიფები ექვემდებარება კორექტირებას იმ ფაქტორებით, რომელთა ანალიზიც არ საჭიროებს დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტს:

ა) გადაცემული და განაწილებული ბუნებრივი გაზის მოცულობა;

ბ) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის შესყიდვის დანახარჯი;

გ) ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლები;

დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფაქტორების საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილებები;

ე) სპეციალური საოპერაციო დანახარჯების (spOPEX) საპროგნოზო ცვლილებები;

ვ) კომისიის მიერ შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმაში შეტანილი ცვლილებები.

2. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო რეგულირების პერიოდის მიმდინარეობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფაქტორებით გამოწვეული კორექტირების კომპონენტების ჯამის აბსოლუტური მაჩვენებელი აჭარბებს ამავე სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის საშუალო წლიური ოდენობის 7%-ს,  საწარმოს მიერ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში კომისია განახორციელებს ზემოაღნიშნული კორექტირების კომპონენტებით სატარიფო რეგულირების პერიოდზე საწარმოსათვის დადგენილი ტარიფების კორექტირებას აღნიშნული გარემოების დადგომის მომდევნო სატარიფო წლის დასაწყისიდან,  ამ თავში ასახული პრინციპების შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო რეგულირების პერიოდის მიმდინარეობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფაქტორებით გამოწვეული კორექტირების კომპონენტების ჯამის აბსოლუტური მაჩვენებელი აჭარბებს ამავე სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის საშუალო წლიური ოდენობის 10%-ს, საწარმოს მიერ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, განახორციელოს ზემოაღნიშნული კორექტირების კომპონენტებით სატარიფო რეგულირების პერიოდზე საწარმოსათვის დადგენილი ტარიფების კორექტირება აღნიშნული გარემოების დადგომის მომდევნო სატარიფო წლის დასაწყისიდან, ამ თავში ასახული პრინციპების შესაბამისად.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 - 34 პუნქტები:

„31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საწარმოს ტარიფის კორექტირების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, სატარიფო რეგულირების პერიოდის დარჩენილ სატარიფო წლებზე განაახლოს საწარმოს მიერ გადასაცემი ან გასანაწილებელი ბუნებრივი გაზის საპროგნოზო ოდენობა მეთოდოლოგიის მე-15 მუხლში ასახული პრინციპების შესაბამისად.

32. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საწარმოს ტარიფის კორექტირების შემთხვევაში კომისია გაითვალისწინებს გასული სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლო სატარიფო წლის იმავე კორექტირების კომპონენტებსაც.

33. კომისია უფლებამოსილია, დააკორექტიროს საწარმოს ტარიფი ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული კორექტირების კომპონენტების უფრო ნაკლები პროცენტული გადახრის შემთხვევაშიც.

34. ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, რეგულირებულმა საწარმომ სატარიფო განაცხადი უნდა წარმოადგინოს შესაბამისი წლის  არაუადრეს 4 ივლისისა და არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის 34, მე-4, მე-5 ან/და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, სატარიფო განაცხადის წარმოდგენისას, საწარმოზე არ ვრცელდება ამ მეთოდოლოგიის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. სალიცენზიო არეალის გაფართოების შემთხვევაში საწარმო უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას სალიცენზიო არეალის გაფართოებასთან დაკავშირებული საპროგნოზო დანახარჯების გათვალისწინებისა და შესაბამისი ტარიფის კორექტირების მოთხოვნით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, განახორციელოს სატარიფო რეგულირების პერიოდზე საწარმოსთვის დადგენილი ტარიფის კორექტირება მიზანშეწონილი და გონივრული საპროგნოზო დანახარჯებით, რომლებიც, თავის მხრივ, ექვემდებარება კორექტირებას ამ მეთოდოლოგიის IV თავში ასახული პრინციპების შესაბამისად.“.

5. 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2020-2022 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 14.04%-ს, რომლის კომპონენტების და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 9.17%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 12.11%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 5.29%;

დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 3.39%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 4.17%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.84;

ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 11.01%.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. 2023-2027 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 15.70%-ს, რომლის კომპონენტების და  მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 9.44%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 15.52%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 4.77%;

დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 2.56%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 2.97%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.78;

ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 13.54%.“;

გ)  მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. 2023-2027 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ზოგადი ეფექტიანობის ფაქტორი (Xზოგ) უდრის 1.5%-ს, ხოლო ინდივიდუალური ეფექტიანობის ფაქტორი (Xინდ) – 0-ს.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის კორექტირება არ გავრცელდება 2020-2022 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამის საბაზისო წლამდე არსებულ სატარიფო წლებზე.“;

ე) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მეთოდოლოგიის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები ინფლაციის ფაქტობრივ მაჩვენებელზე ვრცელდება 2022 წლის პირველი იანვრიდან. 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე ანალოგიური მაჩვენებელი განისაზღვრება 5%-ის ოდენობით.“;

ზ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 – მე-10 პუნქტები:

„8. 2023-2027 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ტარიფების დადგენისას, 2020-2022 სატარიფო წლების განმავლობაში დაგროვილი, კორექტირებას დაქვემდებარებული კომპონენტების მეთოდოლოგიის IV თავით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად გაანგარიშებული კორექტირება სრულად აისახება 2023-2025 სატარიფო წლებისთვის დადგენილ ტარიფებში და, შესაბამისად, არ გაითვალისწინება 2026-2027 სატარიფო წლებისთვის დადგენილი ტარიფების გაანგარიშებისას.

9. 2023-2027 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ტარიფის გაანგარიშებისას, მეთოდოლოგიის IV თავის მიზნებისთვის n=3.

10. საქმიანობების განცალკევების შემთხვევაში კომისია განახორციელებს იმ დანახარჯების კორექტირებას, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობასთან.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.


კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე