დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2003 წლის 2 ნოემბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 29/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 95, 29/08/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.13.007.006.044 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.044
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №10/2003
2003 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
2003 წლის 2 ნოემბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის თაობაზე
იმის გათვალისწინებით, რომ 2003 წლის 2 ნოემბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი მოწვევის ვადა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1 . საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, არა უგვიანეს 2003 წლის 5 სექტემბრისა.
მუხლი 2 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი მიღებიდან 3 კა-ლენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გიორგი ზესაშვილი
კომისიის თავმჯდომარე
მამუკა კოპალეიშვილი
კომისიის მდივანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები