საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის №. 6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
მიღების თარიღი 02/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.65.077.016013
33
02/12/2022
ვებგვერდი, 05/12/2022
040030000.65.077.016013
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის №. 6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის №. 6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის

სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის

ბრძანება №33

2022 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მარტის №157 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის №6 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) პენეტრაციის ტესტით მომსახურება“.

2. წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სააგენტოს მიერ პენეტრაციის ტესტით მომსახურება:

მომსახურების დასახელება

საფასურის განაკვეთი (1 კაცი - 1 საათი) (დღგ-ის ჩათვლით)

პენეტრაციის ტესტით მომსახურება

165 ლარი

“.             

3. წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით პენეტრაციის ტესტით მომსახურებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე.“.

4. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 84 მუხლი:

„მუხლი 84. მოთხოვნა პენეტრაციის ტესტით მომსახურებაზე

1. შემსყიდველი ორგანიზაცია პენეტრაციის ტესტით მომსახურების მოთხოვნით წერილობით მიმართავს სააგენტოს. წერილობით მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემსყიდველის საკონტაქტო ინფორმაციას და ელექტრონული ფოსტის მისამართს. წერილობით მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ტექნიკური დავალების აღწერილობა. ტექნიკური დავალება უნდა იყოს მკაფიო და მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ის ნაწილები, რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს პენეტრაციის ტესტი.

2. სააგენტო უფლებამოსილია, პენეტრაციის ტესტის ფარგლების, ამოცანების და ცალკეული ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა და თუ ასეთი დაზუსტების შემდგომაც წარმოდგენილი ტექნიკური დავალება არ იქნება საკმარისი პენეტრაციის ტესტის განსახორციელებლად, სააგენტო უარს განაცხადებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურებაზე.

3. პენეტრაციის ტესტის ტექნიკური დავალების შეფასების შემდეგ სააგენტო განსაზღვრავს პენეტრაციის ტესტის განხორციელებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.

5. სააგენტოს პენეტრაციის ტესტის განხორციელების ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული თანხმობის და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსიკობა კობიძე