დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის თავმჯდომარის დანიშვნის ვადის განსაზღვის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 29/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 95, 29/08/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.020.13.007.006.043 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.020.13.007.006.043
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №9/2003
2003 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 128-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარდგინებით არ დაუნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის წარდგენის ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 2 სექტემბერი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი დანიშვნის ვადად � არა უგვიანეს 2003 წლის 3 სექტემბერი.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გიორგი ზესაშვილი
კომისიის თავმჯდომარე�� �
მამუკა კოპალეიშვილი
კომისიის მდივანი����
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები