,,საქართაველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მიასის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
,,საქართაველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მიასის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51-ორგ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 29/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 05/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 25/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.09.010.006.042
  • Word
51-ორგ
29/08/2003
სსმ, 98, 05/09/2003
010.230.000.09.010.006.042
,,საქართაველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მიასის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.09.010.006.042 

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №51–ორგ

2003 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38  ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

    მუხლი 1

 „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის 38 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, N50, 24.05.02 წ., მუხ. 471)  შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. რეგლამენტის 25-ე მუხლს სიტყვების „არაგეგმური რევიზია და შემოწმება” შემდეგ დაემატოს: „მათ შორის შემოწმებული ობიექტის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. არაგეგმური რევიზია-შემოწმება

არაგეგმური რევიზია და შემოწმება, მათ შორის, შემოწმებული ობიექტის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების მომართვის, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლკების კონტროლის პალატების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, რის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოს.”.

2. რეგლამენტის 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. შემოწმებული ობიექტის განმეორებითი შემოწმება

შემოწმებული ობიექტის მოთხოვნის შემთხვევაში ობიექტის გადამოწმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.”.

    მუხლი 2

 ბრძანება გაეცნოს კონტროლის პალატის სტრუქტურულ ერთეულებს.

    მუხლი 3

 ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვლ. პატარიძე