დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გრიგოლაანთკარის, ჩანადირთკარის, მლაშის და ჩუბინიანთკარის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გრიგოლაანთკარის, ჩანადირთკარის, მლაშის და ჩუბინიანთკარის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016040
68
25/11/2022
ვებგვერდი, 05/12/2022
000000000.00.152.016040
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გრიგოლაანთკარის, ჩანადირთკარის, მლაშის და ჩუბინიანთკარის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №68

2022 წლის 25 ნოემბერი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გრიგოლაანთკარის, ჩანადირთკარის, მლაშის და ჩუბინიანთკარის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გრიგოლაანთკარის, ჩანადირთკარის, მლაშის და ჩუბინიანთკარის დამაკავშირებელ უსახელო ქუჩას მიენიჭოს მეექვსე ქუჩის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება .

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამრთი: ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                 კახაბერ ჩიტაური