წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-119. 119223341
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.155.016003
გ-119. 119223341
30/11/2022
ვებგვერდი, 02/12/2022
000000000.00.155.016003
წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-119. 119223341

2022 წლის 30 ნოემბერი

ქ. წალკა

 

წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ)“ ქვეპუნქტისა და მე-15-მე-17 პუნქტების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. განხორციელდეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება №2.1 – 2.41 დანართის სახით მოცემული სიტუაციური რუკების და დანართი №1-ით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების შესაბამისად, არაბული ციფრების გამოყენებით;

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

4. წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.


საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          ირაკლი გიგინეიშვილი