დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 30/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210060.74.086.016039 |
|
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 20-ით დამტკიცებული „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლის:
ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, წინასწარ ცნობილი დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საფუძვლის გამო მოსამართლის სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 3 დღით შეჩერებისას მასზე არ ნაწილდება საქმეები; საქმეთა განაწილება შეწყდება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებამდე 2 სამუშაო დღით ადრე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში, 4 სამუშაო დღით ადრე კი – სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში. მოსამართლის სამსახურებრივი უფლებამოსილების 3 დღეზე ნაკლები ვადით შეჩერებისას საქმეები მასზე განაწილდება საერთო წესით, გარდა იმ საქმეებისა, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს. მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება აგრეთვე ისეთ შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ობიექტური გარემოება და საქმის განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს.“; ბ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები