„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016038
38
30/11/2022
ვებგვერდი, 01/12/2022
010210060.74.086.016038
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №38

2022 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.     
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 20-ით დამტკიცებული „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „10. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების, სხვა სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის, იმავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში/პალატაში დანიშვნის, იმავე სასამართლოს კოლეგიის/პალატის სხვა სპეციალიზაციაში გადასვლის, სხვა სასამართლოში მოსამართლის მივლინების, აღნიშნული მივლინების ვადის დასრულების, ასევე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან მოსამართლის დაბრუნების შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამის კოლეგიაში (გარდა საგამოძიებო კოლეგიისა)/პალატაში/ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა შორის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებულ საქმეთაგან წარმოებაში არსებულ საქმეთა საშუალო რაოდენობა მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით და თანამდებობაზე გამწესებული მოსამართლისათვის აღნიშნულ რაოდენობამდე საქმეთა შესავსებად საქმეთა განაწილების მაჩვენებელი გაიზრდება 300%-ით, ხოლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან დაბრუნებული მოსამართლისათვის – 250%-ით, ბავშვის 1 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ ასაკის მიღწევის შემდეგ კი – 300%-ით.“.

მუხლი 2.    
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი