დებულება საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის წესის შესახებ

დებულება საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/07/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000440.01(2).003.000047
88
27/06/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 16/07/1997
000000440.01(2).003.000047
დებულება საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის წესის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველო

საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება 88

1997 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

დებულება საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის წესის შესახებ

1. დამტკიცდეს საკონსულო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დებულება „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის წესის“ შესახებ.

2. დაევალოს საკონსულო დეპარტამენტს (დირექტორი ჰ. ჭიპაშვილი) განახორციელოს კონტროლი აღნიშნული დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე.

საფუძველი: საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის

                       განხილვის შედეგები, ოქმი №1, 04.06.97

 

მინისტრი                                                                        ი. მენაღარიშვილი

 

სამსახურებრივი სარგებლობისთვის

 

დებულება-ინსტრუქცია

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ

I. ზოგადი განსაზღვრებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის (შემდეგში „მოწმობა“) გაფორმებისა და გაცემის, მასში შესწორებათა შეტანის, მოქმედებისა და სარგებლობის წესსა და პირობებს.

2. მოწმობა არის საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოს საზღვაო სანაოსნო მეზღვაურთა პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი, უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელი, დროებითი სამგზავრო დოკუმენტი.

3. მოწმობა გაიცემა ამ დებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე, მათ მიერ დაკარგული ან ხმარებისათვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაუბრკოლებელად შემოსვლის მიზნით.

4. მოწმობის ბლანკი მზადდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკვეთით და წარმოადგენს მკაცრი ანგარიშგების დოკუმენტს.

5. მოწმობის მიღებისათვის პიროვნება იხდის კანონით გათვალისწინებულ საკონსულო მოსაკრებელს.

6. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა რეგულირდება საკონსულო ურთიერთობათა შესახებ ვენის კონვენციით, კანონით საკონსულო დაწესებულებათა შესახებ.

II. მოწმობის  გაცემის წესი

7. მოწმობას გასცემენ საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურები.

8. მოწმობა გაიცემა პირადი განცხადების ან ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიმართვის საფუძველზე.

9. მოწმობის მიმღები პირი საქართველოს საკონსულო სამსახურის პასუხისმგებელი მუშაკის (შემდგომში კონსული) თანდასწრებით, პირადად ავსებს განცხადება - ანკეტას (დანართი №1).

10. კონსული განცხადება-ანკეტისა და წარდგენილი საბუთების ან სხვა საგულისხმო რწმუნებების პირობების განსაზღვრისათვის.

III. მოწმობის გაცემის პირობები

11. მოწმობის გაცემის დაჩქარებული პირობები:

ა) თუ პირი წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან ხმარებისათვის უვარგის პირადობის დამადასტურებელ სამგზავრო დოკუმენტს. ამ შემთხვევაში კონსული დეტალურად ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტს, რომლის დროსაც ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:

- ემთხვევა თუ არა სურათზე გამოსახული და საბუთს წარმომდგენი პირის გარეგნობა.

- ხომ არ შეიმჩნევა ჩანაწერის, ბეჭდის, ხელმოწერის შესწორების - გაყალბების კვალი.

- ხომ არ შეიმჩნევა დამცავი გარსის გახსნის ნიშნები.

- ულტრაიისფერი დასხივებისას გამოისახება თუ არა შესაბამისი სიმბოლიკა.

ბ) თუ პირის ვინაობას ადასტურებს საქართველოს დიპლომატიური, საკონსულო და საზღვარგარეთის დაწესებულებების პასუხისმგებელი მუშაკი, დელეგაციის ან ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელი.

დელეგაციის ან ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელი კონსულს წარუდგენს თავის რწმუნებებს და წერილობით ადასტურებს მის ჯგუფში შემავალი პიროვნების ვინაობას. ასევე წერილობით ადასტურებენ პიროვნების ვინაობას ამ პუნქტში ჩამოთვლილი სხვა თანამდებობის პირები. აღნიშნული საბუთი დაერთვება ანკეტა-განცხადებას.

12. მოწმობის რეკვიზიტები დაუყოვნებლივ მიეწოდება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს.

13. მოწმობის გაცემის საერთო პირობები:

კონსული დეტალურად ამოწმებს წარდგენილ განცხადება-ანკეტას, რომლის დროსაც ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:

- ემთხვევა თუ არა სურათზე გამოსახული და განმცხადებელი პირის გარეგნობა.

- გრაფების შევსება მკაფიობას და პასუხების სისრულეს.

14. კონსული განცხადება-ანკეტასა და მასზე დართულ საბუთებს გადაგზავნის საკონსულო დეპარტამენტში ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით.

15. საკონსულო დეპარტამენტი მიღებულ საბუთებს, სათანადო დამუშავების შემდეგ, გადაგზავნის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო სავიზო მუშაობის და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროში და უშიშროების სამინისტროს შესაბამის სამსახურში შესამოწმებლად.

16. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურები, საბუთების მიღებიდან სამი დღის ვადაში, ამოწმებენ საბუთებს, ადგენენ პიროვნების ვინაობას, რის შესახებ აცნობებენ საკონსულო დეპარტამენტს.

17. საკონსულო დეპარტამენტი მოწმობის გაცემის შესაძლებლობის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას და აცნობებს ამის თაობაზე კონსულს.

აუცილებლობის შემთხვევაში, კონსულს ეცნობება პიროვნების საქართველოში დაბრუნების განსაკუთრებული პირობები.

18. საკონსულო დეპარტამენტი, საპასპორტო სავიზო მუშაობის ეროვნული ბიუროდან და უშიშროების სამინისტროდან მიღებული დასკვნების საფუძველზე, აცნობებს კონსულს მოწმობის გაცემის შესაძლებლობას და აუცილებლობის შემთხვევაში, პიროვნების საქართველოში დაბრუნების განსაკუთრებულ პირობებს.

IV. მოწმობის აღწერილობა და გაფორმების წესი

19. მოწმობა (იხილეთ დანართი №2) შედგება 6 პირობითი გვერდისაგან.

20. 1-ლ, მე-5 და მე-6 გვერდებზე ულტრაიისფერი დასხივების შედეგად გამოისახება ბორჯღალი.

21. მოწმობა სამენოვანია ქართული, ინგლისური და რუსული.

22. ქართულენოვანი ნაწილი (მე-2 გვ) შეივსება წართულ ენაზე, ხოლო ინგლისურ-რუსული (მე-3 გვ) ინგლისურ ენაზე.

22. მოწმობა, როგორც წესი, ივსება მანქანური წესით.

23. მოწმობის მე-2, მე-3 გვერდებზე „საქართველოს საკონსულოს“ და „THE CONSULATE OF GEORGIA / КОНСУЛЬСТВО ГРУЗИИ” ქვეშ განთავსებული ზოლით გამოყოფილ სივრცეში ჩაიწერება შესაბამისად ქართულ და ინგლისურ ენებზე იმ სახელმწიფოსა და ქალაქის სახელწოდება, სადაც მდებარეობს მოწმობის გამცემი საკონსულო სამსახური და მოწმობის აღრიცხვის სარეგისტრაციო ნომერი: მაგ. „თურქეთის რესპუბლიკა ქ. ტრაპიზონი“ „№1“

24. მოწმობის მე-2, მე-3 გვერდის 1-მე-11 პუნქტებში შესაბამისად ქართულ და ინგლისურ ენებზე მიეთითება შემდეგი ინფრომაციია:

პუნქტი 1: მფლობელის გვარი (დაკარგული ან გაუქმებული დოკუმენტის მიხედვით).

პუნქტი 2: მფლობელის სახელი (დაკარგული ან გაუქმებული დოკუმენტის მიხედვით).

პუნქტი 3: მფლობელის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი).

პუნქტი 4: დაბადების ადგილი და მუდმივსაცხოვრებელი ადგილის მისამართი.

პუნქტი 5: გადაიხაზება (ჯვარედინად) შესაბამისი სქესის მაჩვენებელი კვადრატი.

პუნქტი 6: ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩაწერილნი იყვნენ მოწმობის მფლობელის დაკარგულ ან გაუქმებულ სამგზავრო დოკუმენტში და მოწმობის გაცემის მომენტში მოგზაურობენ მასთან ერთად.

პუნქტი 7: მიეთითება ის სატრანზიტო ქვეყნები (თუკი ასეთები არსებობს), რომლებიც უმოკლესი გზით საქართველოდან უნდა გადაკვეთოს მოწმობის მფლობელმა.

პუნქტი 8: მოწმობის გაცემის თარიღი ( რიცხვი, თვე, წელი).

პუნქტი 9: მოქმედების ვადა (რიცხვი, თვე, წელი არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს).

პუნქტი 10: მოწმობის გამცემი პასუხისმგებელი პირის შეხედულებისამებრ, აუცილებელი ან სასარგებლო ინფორმაცია.

მაგალითად: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დრო და ადგილი, მოწმობის ვადის გაგრძელება (ვადის გაგრძელების ჩანაწერი უნდა დამოწმდეს ღერბიანი ბეჭდით) და ა. შ.

პუნქტი 11: მოწმობის მფლობელის პირადი ხელმოწერა.

  • ფოტოსურათი ჩაიკვრება მე-2 გვერდის მარჯვენა ქვედა ნაწილში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ჩარჩოში დამოწმდება საკოსნულოს ღერბიანი ბეჭდით და კონსულის ხელმოწერით ( პ. №12 კონსული).

 

დანართი №2

დამტკიცებულია

განცხადება-ანკეტა

ЗАЯВЛЕНИЕ-АНКЕТА

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის თაობაზე

1. გვარი, სახელი

Ф.и.о

 

2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი

Дата (число, месяц, год) и место рождения

 

3. მისამართი (რაიონი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის და ბინის ნომერი)

Адрес (р-н, город, село, улица, дом, квартира)

 

4.დაკარგული სამგზავრო დოკუმენტის სახეობა

Наименование потерянного документа

 

5. დოკუმენტის გამცემი ორგანო (დასახელება, ადგილმდებარეობა, თარიღი, №)

Наименование организации выдавшей документ (название, местонахождение, дата и №)

 

6. საქართველოდან გამგზავრების თარიღი და სასაზღვრო გამშვები პუნქტის დასახელება.

Дата выезда из Грузии и наименование погранично-пропускного пункта.

 

7. სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვის დრო და გარემოება

Время и обстоятелъства утери документа

 

8. საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის არსებობის ან (დაკარგვის შემთხვევაში უჩვენეთ დაბრუნების თარიღი და მომსახურე სატრანსპორტო კომპანიის დასახელება)

Наличие обратного билета (в случае утери указатъ дата возвращения и название транспортной компании)

 

9. საქართველოში დაბრუნების მარშრუტი

Маршрут иозвращентя

 

10. დაბრუნების სავარაუდო თარიღი

Орентированная дата возврашения

 

11. არასრულწლოვანი თანმხლები პირები

Новершеннолетные сопровождающие лица

 

12. საქართველოში მცხოვრები ოჯახის წევრების ან ნათესავების მისამართი და ტელეფონი

Адрес и телефон проживающих в Грузии родсвенников или членов семъи

 

 

ფ. ა                                          თარიღი                                 პირადი ხელმოწერა

                                                ვამოწმებ                                კონსულის ხელმოწერა