„საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის წესის შესახებ“

„საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის წესის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 02/24
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 15/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 15/05/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000100.01(3).00.000095
02/24
15/05/1996
გამოუქვეყნებელი, -, 15/05/1996
000000100.01(3).00.000095
„საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის წესის შესახებ“
ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანასთა სამინისტროსა და საქართველოს სტანდარტიზაციის,

მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის

ერთობლივი ბრძანება №02-24 / 1233

 1996 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

  „საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის წესის შესახებ“

წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, „საქართველოს რესპუბლიკაში სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 17 იანვრის №7 ბრძანებულების, „საქართველოს რესპუბლიკაში პროდუქციის სავალდებულო სერტიფიკაციის ეტაპობრივად შემოღების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 29 აგვისტოს №605 დადგენილების შესრულების მიზნით და განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმ საქონლის (პროდუქციის) გაშვების პირობებს, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო აქტების შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას.

I. ზოგადი დებულებანი

1.2. საქონელი ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაშვებას, თუ ის შეესაბამება საქართველოში დადგენილ სავალდებულო სერტიფიკაციის მოთხოვნებს.

1.2. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 29 აგვისტოს №605 დადგენილებით განსაზღვრული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატანი სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხის მიხედვით, საქსტანდარტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით საზღვრავს კონკრეტული პროდუქციის ჩამონათვალს, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომ - სეს სნ) მოთხოვნათა შესაბამისად.

1.3. დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს პროდუქციის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, წარმოადგენს სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია სერტიფიკაციის სისტემის წესების წინამდებარე წესის დანართში მოცემული ფორმით და გაფორმებულია ქართულ ენაზე (საქართველოს რესპუბლიკის სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სერტიფიკატი) (შემდგომ-სერტიფიკატში). სერტიფიკატი გაიცემა ერთ ეგზემპლარად.

აღნიშნული სერტიფიკატი შეიძლება წარმოადგენდეს აგრეთვე საზღვარგარეთის სერტიფიკატის აღიარების დადასტურებას და ცვლის მას საქართველოს ტერიტორიაზე.

1.4. საქართველოსათვის საქონლის მიწოდებაზე კონტრაქტების (ხელშეკრულებების) პირობებში, გათვალისწინებული უნდა იქნეს სერტიფიკატისა და შესაბამისობის ნიშნის არსებობა, რომლებიც უნდა გაიცეს ან იქნეს აღიარებული ამაზე საქართველოში უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

2. საქონლის გაშვების თავისებურებანი

საბაჟო რეჟიმების პირობების შესაბამისად

2.1. საქონელი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას და მოთავსდება შემდეგი საბაჟო რეჟიმის ქვეშ:

- გაიშვება თავისუფალი მიმოქცევისათვის (იმპორტი);

- რეიმპორტი (მხოლოდ საქონელი გატანილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ 1995 წლის 1 სექტემბრიდან);

- გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ (გადამუშავების პროდუქტების გაშვება თავისუფალი მიმოქცევისათვის);

- გადამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ (ნაწილში, რომელიც ეხება გადამუშავების პროდუქტების შემოტანას);

- ექვემდებარება გაშვებას მხოლოდ საქართველოს საბაჟო ორგანოებში სერტიფიკატის წარდგენისას.

2.2. საბაჟო რეჟიმებისაგან დამოუკიდებლად, სერტიფიკატის წარდგენის გარეშე გაიშვება შემდეგი საქონელი;

საქონელი, განკუთვნილი ოფიციალური გამოყენებისათვის საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობის და საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე მათი პერსონალის მიერ;

საქონელი, შემოტანილი ფიზიკური პირების მიერ, რომელიც არ არის განკუთვნილი საწარმოო ან სხვა კომერციული საქმიანობისათვის, ე. ი. ფიზიკური პირის ქონება შეიძლება პირობითად გაშვებულ იქნეს სერტიფიკატების წარდგენის გარეშე.

ხსენებული საქონლის გასხვისების შემთხვევაში იგი ექვემდებარება სერტიფიკაციას დადგენილი წესით. ვალდებულების შეუსრულებლობისას მიიღება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

3. შემოსატანი საქონლის საბაჟო გაფორმება

3.1. შემოსატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო გაფორმებას საბაჟო ორგანოს ან მისი სტრუქტურული ქვეგანაყოფის საქმიანობის რეგიონის დადგენილ ადგილებში, რომელშიც იმყოფება ამ საქონლის მიმღები.

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილ შემთხვევაში დასაშვებია საქონლის საბაჟო გაფორმება სხვა საბაჟო ორგანოს მიერ.

3.2. შემოტანილი საქონელი მისი საბაჟო გაფორმების პერიოდში იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ, დროებით შენახვის რეჟიმში. საქონლის დროებით შენახვისას შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.

საბაჟო კონტროლის ქვეშ ყოფნის პერიოდში საქონელი უნდა იქნეს გაშვებული /განცხადებული/ საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, ანდა - გატანილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის საზღვრებს გარეთ.

3.3. შემოსატანი საქონელი ექვემდებარება დეკლარირების საბაჟო ორგანოში, რომელიც ახდენს მის საბაჟო გაფორმებას, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით.

საბაჟო დეკლარაციასთან და სხვა დოკუმენტებთან ერთდროულად, რომლებიც საჭიროა საბაჟო გაფორმებისათვის კონტროლის ჩასატარებლად, დეკლარანტი ვალდებულია წარადგინოს საბაჟო ორგანოში დადგენილი ფორმის სერტიფიკატი, გაცემული საქსტანდარტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან მის მიერ ამაზე რწმუნებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დეკლარაციად გამოიყენება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის (შემდეგ - სსდ) სდ I (სდ2) ფორმები, დეკლარანტი ვალდებულია გრაფაში 44, ქვეპუნქტი 6, მიუთითოს:

სერტიფიკატის გამცემი ორგანოს შემოკლებული დასახელება;

სერტიფიკატის ნომერი და მისი გაცემის თარიღი;

სერტიფიკატის მოქმედების ვადა.

სხვა დოკუმენტის საბაჟო დეკლარაციის სახით გამოყენებისას მითითებული მონაცემები უნდა იქნეს განცხადებული დეკლარანტის მიერ ამ დოკუმენტში.

3.4. საბაჟო გაფორმებისა და საბაჟო კონტროლის მიზნებისათვის გამოიყენება სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, რომელიც უნდა იყოს შესრულებული მისი ფორმისა და შინაარსის აღმწარმოებელი საშუალებით.

ასლი შეიძლება იყოს დამოწმებული:

ნოტარიუსის მიერ;

სერტიფიკატის გამცემი ორგანოს მიერ;

საქართველოს საკონსულო დაწესებულების მიერ;

ნოტარიუსი სერტიფიკატს დაამოწმებს დამადასტურებელი მინაწერის შესრულების გზით.

სერტიფიკატის გამცემი ორგანო დაამოწმებს მას ამ ორგანოს ხელმძღვანელის (ან მისი შემცვლელი პირის) ნამდვილი ხელმოწერის გზით მისი გაშიფვრითა და ბეჭდის დასმით.

3.5. სერტიფიკატის ასლი რჩება საბაჟო ორგანოს საქმეებში და დეკლარანტისათვის დაბრუნებას არ ექვემდებარება.

3.6. სერტიფიკაციის მიზნებისათვის საბაჟო ორგანოს ნებართვით დეკლარანტებსა და სხვა პირებს, რომლებსაც გააჩნიათ უფლებამოსილება საქონლის მიმართ, შეუძლიათ საბაჟო კონტროლის ქვეშ დაათვალიერონ შემოსატანი საქონელი, აგრეთვე აიღონ მისი სინჯები და ნიმუშები.

სინჯები და ნიმუშები აიღება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით მინიმალური რაოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ სინჯებისა და ნიმუშების გამოკვლევის შესაძლებლობას.

სინჯებისა და ნიმუშების აღების შესახებ შედგება თავისუფალი ფორმის აქტი, რომელსაც ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირები, აგრეთვე სინჯებისა და ნიმუშების ამღები პირები.

საქონლის სინჯებსა და ნიმუშებზე ცალკე საბაჟო დეკლარაცია არ განცხადდება იმ პირობით, თუ ისინი გათვალისწინებულია საქონლის მიმართ შეტანილ საბაჟო დეკლარაციაში.

გამოსაცდელი ნიმუშების დაბრუნების ან გამოცდების შედეგად მათი დახარჯვის (განადგურების) პირობები უნდა იქნეს განსაზღვრული ხელშეკრულებებში სერტიფიკაციის ჩატარებაზე, რომელიც დაიდება დეკლარანტსა და საქონლის მიმართ უფლებამოსილ სხვა პირსა და სერტიფიკაციის ორგანოს ან საქსტანდარტის ტერიტორიული ორგანოს შორის.

3.7. საქართველოს საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირების მიერ საბაჟო გაფორმების ჩატარებისას სხვა ქმედებებს გარდა მოწმდება:

ხელმოწერა და ბეჭედი სერტიფიკატის ასლზე;

ორგანოს უფლებამოსილება სერტიფიკატის გაცემაზე;

შემოსატანი საქონლის შესაბამისობა სერტიფიკატთან;

სერტიფიკატის მოქმედების ვადა;

სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია საბაჟო გაფორმებისათვის.

საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დეკლარანტისაგან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატან საქონელზე სერტიფიკატის გაცემის ფაქტის დადასტურება.

აუცილებლობის შემთხვევაში შემოწმებისათვის შეიძლება მოწვეულ იქნეს საქსტანდარტის ტერიტორიული ორგანოების ან ამ საქონლის სერტიფიკაციის ორგანოს წარმომადგენლები.

4. პასუხისმგებლობა წინამდებარე წესის დარღვევისათვის

წინამდებარე წესების დარღვევისათვის პირები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე,

საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე                              თ. აბულაძე

 

საქართველოს სტანდარტიზაციის,

მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის

სახელმწიფო დეპარტამენტის

თავმჯდომარე                                                                             ო. ხოფერია