„მოსახლეობის კინოვიდეომომსახურების წ ე ს ე ბ ი“

„მოსახლეობის კინოვიდეომომსახურების წ ე ს ე ბ ი“
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 23/01/1997
სარეგისტრაციო კოდი 000160012.00(0).1.000098
133
19/12/1996
გამოუქვეყნებელი, -, 23/01/1997
000160012.00(0).1.000098
„მოსახლეობის კინოვიდეომომსახურების წ ე ს ე ბ ი“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და

საქართველოს კულტურის სამინისტროს

ერთობლივი

ბრძანება 133/3/206

1996 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი


საქართველოს კანონისმომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებდა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის 596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდესმოსახლეობის კინოვიდეომომსახურების

I. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე წესები მოსახლეობის კინოვიდეომომსახურების შესახებ (შემდგომში წესებად წოდებული), რომელიც შემუშავებულია „მეწარმეთა შესახებ”, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების და არსებული კანონმდებლობის საფუძველზე კულტურის შესახებ, განსაზღვრავენ საქართველოს მოსახლეობის კინოვიდეომომსახურების პირობებს და არეგულირებენ ურთიერთობებს საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა, ინდივიდუალურ მეწარმეთა, რომლებიც ახორციელებენ კინოვიდეომომსახურებას (შემდგომში კინოვიდეოსანახაობითი საწარმოები) და ამ მომსახურების მომხმარებლებს მაყურებლებს შორის.

1.2. წინამდებარე წესები ვრცელდება ყველა კინოვიდეოსანახაობით საწარმოზე, რომლებიც ახორციელებენ კინოვიდეო ფილმების   საჯარო დემონსტრირებას საქართველოს ტერიტორიაზე.

1.3. კინოვიდეომომსახურების ყველა საწარმო რეგისტრირებული უნდა იყოს დადგენილი წესის შესაბამისად.

1.4. კინოვიდეომომსახურებად ითვლება მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული, მულტიპლიკაციური, სასწავლო კინო და ვიდეოფილმების (შემდგომში კინოვიდეო ფილმების) საჯარო დემონსტრირება კინოვიდეო სანახაობით საწარმოებში, რომელთაც გააჩნიათ კინოვიდეოფილმზე დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული ქირავნობის მოწმობა. 

II. კინოვიდეომომსახურებაზე ხელშეკრულების დადებისა და მოსახლეობასთან ანგარიშსწორების წესი

2.1. ხელშეკრულება კინოვიდეომომსახურებაზე ითვლება დადებულად ბილეთების გაყიდვის მომენტიდან. ბილეთში უნდა იყოს მითითებული კინოვიდეომომსახურებითი საწარმოს დასახელება, დასაჯდომი ადგილი, სეანსის დაწყების თარიღი და დრო.

2.2. ანგარიშსწორება მაყურებელსა და კინოვიდეოსანახაობის საწარმოს შორის ხორციელდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ფორმით საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნით (ლარით).

2.3. კინოვიდეოსანახაობით საწარმოებს შეუძლიათ მოაწყონ მაყურებელთა წინასასეანსო მომსახურება (მუსიკალური ანსამბლების, მსახიობ-შემსრულებელების გამოსვლების, კინოჟურნალის დემონსტრირების ჩათვლით).

III. კინოვიდეოსანახაობითი საწარმოების ვალდებულებები

3.1. კინოვიდეოსანახაობითი საწარმოების ვალდებულნი არიან იქონიონ აბრა დასახელების, სამუშაო რეჟიმის, აგრეთვე იურიდიული მისამართის (კინოვიდეოსანახაობითი საწარმოს მესაკუთრის ადგილმდებარეობა) მითითებით.

3.2. კინოვიდეოსანახაობითმა საწარმოებმა თვალსაჩინო ადგილზე უნდა გამოაკრან წესები და მისცენ მაყურებლებს მათი გაცნობის საშუალება.

3.3. კინოვიდეოსანახაობითი საწარმოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ კინოვიდეოფილმების ხარისხიანი ჩვენება და შეინარჩუნონ ტექნიკური აღჭურვილობის აუცილებელი დონე, კომფორტი, უსაფრთხოება და მაყურებელთა ხარისხიანი მომსახურება ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.

3.4. კინოვიდეოსანახაობითი საწარმოები ვალდებულნი არიან წარუდგინონ მაყურებელს სრული და ნამდვილი ინფორმაცია:

ა) ფილმების მიმდინარე და დაგეგმილი რეპერტუარის შესახებ, მათ შორის მიუთითონ გამოშვების წელი, მთავარი როლების შემსრულებლები, კინოვიდეოფილმების სანახავად მაყურებელთა დაშვების ასაკობრივი შეზღუდვა;

ბ) ბილეთებზე ფასების შესახებ;

გ) საჩვენებელ დარბაზში ადგილების განთავსების შესახებ (გეგმა);

დ) სეანსის დაწყების და ხანგრძლივობის დროის შესახებ;

ე) მაყურებელთათვის გასაწევი დამატებითი მომსახურების და მათზე ფასების შესახებ;

ვ) შეღავათებზე, რომლებიც ეძლევათ ცალკეული კატეგორიის მაყურებლებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.5. კინოვიდეოსანახაობითი საწარმოებს არ აქვთ უფლება თავს მოახვიონ მაყურებელს დამატებითი მომსახურება (წინასასეანსო მომსახურება) მასზე გადასახადით.

3.6. ბილეთების გაყიდვა მიმდინარე სეანსზე იწყება არაუგვიანეს 30 წუთისა სეანსის დაწყებამდე.

3.7. ბილეთებზე ფასი დგინდება კინოვიდეოსანახაობითი საწარმოს მიერ დამოუკიდებლად. 

3.8. კინოვიდეოსანახაობით საწარმოებს შეუძლიათ მოაწყონ წინასწარი გაყიდვის ორგანიზება.

3.9. კინოვიდეოსანახაობითი საწარმოების ვალდებულნი არიან მიიღონ შეკვეთები ბილეთებზე იურიდიული პირებისაგან კინოვიდეოფილმებზე კოლექტიური დასწრებისათვის.

3.10. შესვლა კინოვიდეოსანახაობით საწარმოში მორიგ სეანსზე იწყება 30 წუთით ადრ სეანსის დაწყებამდე.

3.11. კინოვიდეოფილმის შეცვლა დაგეგმილი რეპერტუარის პროგრამაში დასაშვები კინოვიდეოფილმის დაზიანების ან დაკარგვისას. ამ შემთხვევაში მაყურებელს უფლება აქვს უარი თქვას კინოვიდეომომსახურებაზე და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

3.12. პროგრამაში გამოცხადებული კინოვიდეოფილმი უნდა იქნეს ნაჩვენები სეანსზე დამსწრე მაყურებელთა რაოდენობის მიუხედავად.

3.13. მოთხოვნილებების დარღვევის ყველა შემთხვევაში, რომლებიც წარედგინებათ კინოვიდეოსანახაობით საწარმოებს მომსახურების გაწევის ხარისხისა და ვადების შესახებ, უკანასკნელნი ვალდებულნი არიან მაყურებელს აუნაზღაურონ ზარალი დადგენილი წესით.

IV. მაყურებლის უფლებები და ვალდებულებები

4.1. მაყურებელს უფლება აქვს:

კინოვიდეომომსახურების ყველა სახით თავისუფალი სარგებლობაზე;

ხარისხიან კინოვიდეოჩვენებაზე;

მიიღონ სრული და ნამდვილი ინფორმაცია კინოვიდეოსანახაობით საწარმოს შესახებ
მომსახურების სახეების თაობაზე, დამატებითის ჩათვლით;

ბილეთის ღირებულების დაბრუნებაზე ჩვენების გადადების, ფილმის შეცვლის ან
კინოვიდეოსანახაობითი საწარმოს მიზეზით უხარისხო დემონსტრირების შემთხვევაში, აგრეთვე კონოვიდეოფილმის ჩვენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისა და ამ შემთხვევაში მაყურებლის მიერ კინოვიდეოფილმის ყურებაზე უარის თქმისას.
კინოვიდეომომსახურებაზე შეღავათების გაწევა ხდება, თუ ის გათვალისწინებულია
მოქმედი კანონმდებლობით.

4.2. მაყურებლები ვალდებულნი არიან:

კინოვიდეოსანახაობითი საწარმოს სანახაობაზე დასწრებისას დაიცვან კინოვიდეო სანახაობითი საწარმოების მუშაობის წესი, საზოგადოებრივი წესრიგი;

შეინახონ ბილეთი სეანსის დამთავრებამდე;

სპეციალურ საბავშვო სეანსზე მისულმა მოზარდმა მაყურებლებმა შეიძინონ ბილეთი მოზარდი მაყურებლისათვის განკუთვნილი ფასით.

კონოვიდეოსანახაობითი საწარმოს ადმინისტრაციას უფლება აქვს არ დაუშვას მაყურებელი ჩვენებაზე ან გააძევოს დარბაზიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და კინოვიდეოსანახაობითი საწარმოს ქონებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში.

4.3. კინოჟურნალის დემონსტრაციის შემთხვევაში, მაყურებლებს, რომლებიც არ მოისურვებენ ბილეთების შეძენას კინოჟურნალის სანახავად, უნდა ჰქონდეთ დარბაზში შეუფერხებელი შესვლის შესაძლებლობა ძირითადი კინოვიდეოფილმის სანახავად.

4.4. მაყურებელს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა მის მიერ ვინოვიდეოსანახაობითი საწარმოსათვის მიყენებული ზარალისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

V. კონტროლი

წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი                     ვ. პაპავა

საქართველოს კულტურის მინისტრი                      ვ. ასათიანი